რა ფაქტორები ასუსტებენ და აზიანებენ ჰიპოფიზს,რითაც იწყება ორგანიზმის დიდი პრობლემებიროგორ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლის წლები ჰიპოფიზის დაცვით
მარინა ტოტოჩავა
მთავარი პირობები ,რაც ძლიერად აზიანებს ჰიპოფიზს, ეს მისი ჰორმონების შეცვლაა, რაც ძირითადად, უხშირესად, სიმსივნეებამდე მიდის.გარდა ამისა, ჰიპოფიზის დეგრადირებას ბევრი ფაქტორი იწვევს. მათგან უმოკლესად განვიხილავ ,მხოლოდ, უმთავრესებს .რადგან, ეს მთელი მედიცინაა.
1–პოდაგრა.უფრო ვრცელი წარმოდგენისთვის იხილეთ ჩემი სტატია —პოდაგრა. პოდაგრა , კიბოს და ფსორიაზის შემდეგ მესამე დაავადებაა, სადაც უამრავი პარამეტრია ნორმიდან გადახრილი. მედიცინის დაბალი აკადემიური ხარისხის მაჩვენებელია ის, როგორი უმარტივესი თვალით უყურებენ დღეს ადამიანები პოდაგრას.მისი აღქმა, მხოლოდ, ცერა თითის დეფორმაციის დონეზეა. ხოლო ,მისით წუხდებიან პოდაგრული ართრიტის დროს. პოდაგრა რომ სიმსივნეების რეალური ბაზისური ველია, ახსნილი მაქვს შესაბამის სტატიაში.დეენემი შედგება ნუკლეოტიდებისგან, აზოტოვანი ფუძისგან და შაქრისგან.აზოტოვანი ფუძის 4 სახეა—-ადენინი, გუანინი, თიმინი და ციტოზინი. ნებისმიერი ქრონიკული ,რთული დაავადება ან სიმსივნე ამ ოთხიდან ერთ-ერთის გადახრაა .თუ აქედან არ აზროვნებს ექიმი, ის ვერ მოარჩენს სრულყოფილად ვერცერთ დაავადებას .ადენინი და გუანინი –პურინებია. ციტოზინი და თიმინი -პირიმიდინებია.მაგალითად, ბე12ის ნაკლებობის ან ქვედა ზღვარზე ყოფნის დროს თიმინი დაშლას იწყებს. ასევე, ის უფრო სწრაფად იშლება ბე12ის ნორმის ზევით მატების დროს. თანამედროვე მედიცინის უტყუარი დასკვნაა—- პირიმიდინის პროდუქტები კიბოს აჩერებენ. ადამიანის მთელ ცხოვრებას——–მისი წინაპრების და მომავლის ნიშან-თვისებებს ინახავს დეენემის ერთი მოლეკულა. დეენემი და ერენემი შექმნილია პურინის ფუძეზე .პოდაგრული ართრიტი მეტაბოლიზმის სრული და მძიმე მოშლაა. პოდაგრას იწვევს პურინების ცვლის მოშლა.შარდმჟავა პურინული ცვლის ბოლო პროდუქტია. დეენემი გენეტიკურ ინფორმაციას ინახავს-ადენინით , გუანინით, ციტოზინით და თიმინით .პოდაგრის დროს დეენემის ტოტალური რღვევაა დაწყებული. ადამიანები ხშირად ეუბნებიან ექიმებს—მე არაფერი არ მაწუხებს სრულად ჯანმრთელი ვარ, მარტო პოდაგრული ართრიტი მაქვს და ხან ცერა თითი ამის გამო ძალიან მტკივა. პოდაგრა იწყება იოდის ცვლის მოშლით. ადენინი თუ დაქვეითებულია ან მოშლილია, მაშინ არის–დიზბატერიოზი ან სახის პარეზი,დამბლა ან კლიმაქსი ან პროსტატის
ადენომა და სხვა.ადენინი ყველაზე მეტი არის ნატურალურ ჩაიში,ფორთოხალში და იონჯაში. პროსტატის ადენომის დროს ადენინის გადაცდომის რეგულირება, კაცს სრულფასოვან მამაკაცურ ფუნქციებს რეალურად უბრუნებს და სიმსივნისგან იხსნის. ამ გზით ხდება სხვა ტიპის ადენომების მართვის დაწყება. მაგალითად ,თირკმელზედა ჯირკვლის ადენომის.სათავო მიზეზებიდან თუ არ დავიწყეთ მკურნალობა, არაფერი არ მორჩება ბოლომდე. პოდაგრით დაავადებულს, თუნდაც, 90 წლის ასაკში ინსულტის 99 პროცენტიანი შანსი აქვს. პოდაგრა ხშირად არის–ლეიკემიის, ლიმფომის და ატიპური ფსორიაზის ფონზე. ამიტომ ,მისი მკურნალობის დროს, ჯერ ეს დაავადებები უნდა გამოირიცხოს. პოდაგრით დაავადებულს ჰიპოფიზის ქრონიკული უკმარისობა აქვს.

2–პორფირია. ვრცლად იხილეთ ჩემი სტატია–პორფირია. ადამიანების გამოფხიზლებისთვის და სიცოცხლის დასაცავად, ხშირად ვიმეორებ—-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დაავადებების მკურნალობის დროს , რომ უპირველესად —პორფირია ,თალასემია და ასევე, ნორმოქრომული , ჰიპერქრომული და ჰიპოქრომული ანემიები გამოირიცხოს ან დასტატუსდეს. არ არსებობს სიმსივნე ან რომელიმე რთული დაავადება ,ამათგან ერთ-ერთის ფონი რომ არ ჰქონდეს. ამ ტიპის ანემიების ფონი ამყარებს დაავადების სიმძიმეს. ეს სამუშაო ,ექიმის დიდ შრომას მოითხოვს და ამიტომ ხშირად არ კეთდება.მკურნალობა არაზუსტია და უშედეგო, თუ ამ ტიპის ანემიებს თავიდანვე არ გამორიცხავ. ეს ანემიები ზღუდავენ სიცოცხლეს, რადგან სამი უდიდესი სასიცოცხლო ფენომენის— ჰიპოფიზის, ეპიფიზის და ჰიპოთალამუსის მდგრადობას და ჯანმრთელ ფუნქციონირებას აბრკოლებენ. ეს სამეული არიან მომრიგებელი შუამავლები სამყაროსთან , ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. პორფირიის ბოლო სტადიები ეს არის შეცვლილი ფსიქიკა. პორფირიის რთული ფორმა ხშირად არის ერთ-ერთი მიზეზი სქესის შეცვლის გადაწყვეტილებაში. ადამიანს თუ ტიპური ან ატიპური პორფირია აქვს, მისი ორგანიზმი ვერ შეძლებს -პორფირინის და მისი პრეკურსორების ჰემად გარდაქმნას. ჰემი —ჰემოგლობინის მთავარი ნაწილია. ჰემი, რკინის და პორფირინებისგან შედგება. ჰემი, ჰემოგლობინის სახით ძვლის ტვინსა და სისხლის წითელ უჯრედებშია. ჯანმრთელი ძვლის ტვინი უდრის ჯანმრთელ ადამიანს. ღვიძლში ჰემი იმ ცილებშია, რომლებიც ადამიანისთვის მთავარ სასიცოცხლო ნივთიერებებს ქმნიან. ისინი შლიან ჰორმონებს ჯანმრთელ მდგომარეობამდე და სხვა. ჰორმონული პრობლემები და დაავადებები ვერ მორჩებიან დაზიანებული ღვიძლის პირობებში. ღვიძლის სპეცცილებმა უნდა დააყენონ ჰორმონები ჯანმრთელ გზაზე. ჰემი პრობლემურია?–ღვიძლი , როგორც მას ჩვევია—ჩუმად, ნელა და მედიცინის უცოდინარი თვალის შეუმჩნევლად დაშლას იწყებს. ჰემის შექმნა ხდება ძვლის ტვინში და ღვიძლში. ჰემოგლობინის გადახრა თუ გაქვს, ძვლის ტვინი და ღვიძლი უკვე დაზიანებულია. აქედან გამომდინარე-არ არსებობს მძიმე დაავადებები და სიმსივნეები ჰემოგლობინის ღია თუ ფარული პრობლემის და ღვიძლის დაზიანების გარეშე. კარგად ნამკურნალები ღვიძლი ნიშნავს— სიმსივნის
შეჩერებას ნებისმიერ ორგანოში.ამ ბოლო წინადადების სიღრმისეული აღქმა ვისაც უჭირს, ის ვერასოდეს ვერ შეაჩერებს სიმსივნეს. სანამ ღვიძლის მექანიზმების აღქმა ზედაპირულად მოხდება, მანამ იქნება მოურჩენელი დაავადებები.

პორფირიის დროს ჰემი არ იქმნება ან ბიოქიმიურად მახინჯი ფორმით გამოჩნდება სისხლში. შედეგად,მოჭარბდება პორფირინი .ის ძლიერი შხამია და წამლავს ორგანოებს .უპირველესად, აზიანებს და წამლავს ჰიპოფიზს, ფილტვს და ღვიძლს. პორფირიის ფონზე და მის გამო ხშირია–შაკიკი, ღვიძლის დაშლა, გულის დაზიანება, თირკმლის დიდი პრობლემები,კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაზიანება,ფილტვების ნელი დაშლა, ციროზი, სიმსივნეები და სხვა. პორფირია გავრცელებული დაავადებაა. უცნობია ხალხისთვის იმიტომ, რომ ხშირი დაფიქსირება ვერ ხდება. უმკურნალო პორფირია ყველა მექანიზმში აზიანებს ჰიპოფიზს და სიმსივნეების წინამორბედია .აზოტემიური ურემია ანურიით—დაზიანებული თირკმლის და მისი უკმარისობის ბოლო ,სწრაფი სტადიაა სიკვდილამდე. სამეცნიერო დასკვნაა ამერიკული მედიცინის–90 პროცენტში თირკმლები ურემიამდე პორფირიას მიყავს .ბევრია პორფირიის მტარებელი. განსაკუთრებით ისინი, ვინც პორფირიის შემქმნელი გენით არიან დაბადებული. მათში პორფირია უფრო მეტად 60 წლიდან მოქმედებს. ბევრი ბავშვია ერითროპოეტური პორფირიით . პორფირია განსაკუთრებით ხშირია აუტიზმის დროს და ამძაფრებს ამ სინდრომის სტატუსს .პორფირიას აპროვოცირებს—-რკინის გადასხმები,რკინის სიჭარბე,ნახშირწყლების შეზღუდვა,რუჯის ხშირი მიღება და სხვა. მაგალითად, 2და 5 წლამდე ბავშვმა დღეში130 გრამამდე ნახშირწყალი უნდა მიიღოს.წინააღმდეგ შემთხვევაში ,ღვიძლი ნელა იწყებს დაზიანებას და დაშლას. ერთ წლამდე კი, ყოველ თვეში პედიატრიული ფორმულებით ვადგენთ ნახშირწყლების და სხვა მეტაბოლიტების ზუსტ რაოდენობას, რაც დღიურად უნდა ჭამოს ბავშვმა. ზრდასრულებში სნობურ მოდად ქცეული ნახშირწყლების სრული შეზღუდვა ძვლის ტვინის დამზიანებელია. ბევრი ადამიანი მოთავსებულა ფსიქიკური შეტევით ფსიქიატრიულში, მათ კი მხოლოდ პორფირია ჰქონდათ.იყო შემთხვევები, პორფირია შიზოფრენია ეგონათ. მედიცინა ვარაუდობს, რომ ვან გოგს პორფირია სჭირდა.სიმთვრალეში მას ეწყებოდა კუჭ-ნაწლავის და ფსიქიკის პრობლემები .პათოლოგიური სიმთვრალის დროს, როცა ადამიანი უმიზეზოდ აგრესიულია პორფირია გამორიცხეთ.წინააღმდეგ შემთხვევაში, ასაკში მაინც ,მძიმე დიაბეტი მიიღება.ჰემოგლობინის განმეორებადი პრობლემის დროს პორფირია გამორიცხეთ.
სიცოცხლე რომ შეინარჩუნო ნუ დააზიანებ ბოლომდე ჰიპოფიზს. პორფირიას ჰიპოფიზი ვერ ეგუება და სიმსივნეებით პასუხობს. პორფირია გამორიცხე, თუ—-ფრჩხილები დეფორმირებულია და ადვილად იმტვრევა,კანი თუ მოწითალო გაქვს,მხედველობა თუ ძალიან დაქვეითდა,ხშირი მაღალი წნევის დროს,სახსრების ართროზის დროს და სხვა.
3–კალციტონინის გადახრა უკიდურესად აზიანებს ჰიპოფიზს. კალციტონინი ფარისებრში იბადება. ის ფოსფორის და კალციუმის ნორმებს აბალანსებს.კალციუმის მატება პარანეოპლსატიკური სინდრომია ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა .თუ ექიმი კალციუმს ნორმაზე ჩამოიყვანს, ის აუცილებლად დიდხანს აცოცხლებს ადამიანს, თუნდაც ,სიმსივნის დროს. რადგან, ასეთმა ექიმებმა იციან ბიოქიმიური მექანიზმების დალაგებით როგორ ხანგრძლივდება სიცოცხლე. კალციტონინი 35 ამინომჟავას შეიცავს .მისი მატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მარკერია. მაგრამ, მისი მატება შეიძლება სხვა დაავადების გამწვავებასაც ნიშნავდეს და არ იყოს ფარისებრის კიბო. ამიტომ, ფარისებრზე ოპერაციის წინ ყველა ვარიანტი უნდა იყოს განხილული. კალციტონინი რომ ნორმის ზღვრებში წარმოიქმნას ან მოჭარბებული ნორმაში დაბრუნდეს ,ამისთვის ნორმაში უნდა ჩადგეს —-გასტრინი, ქოლეცისტოკინინი , გლუკაგონი, მელატონინი, ფერიტინი .უპირველესად ესენი და სხვებიც. ბუნებრივია, ამ სასიცოცხლო პარამეტრების რეგულირებას ძალიან გამოცდილი ექიმები სჭირდება. რადგან, ჩამოთვლილი პარამეტრები ,ყოველთვის, სხვადასხვა სიმსივნეების დროს ან მათ წინა პერიოდშია გადახრილები. ყველაფრის ნორმაში ჩაყენება შეიძლება, თუ ექიმმა იცის შებამისი შექანიზმები და ბევრს იმუშავებს პაციენტზე. მაღალი დონის მედიცინამ ყველაფერი იცის. ყველა მექანიზმი გახსნილია. როგორ მოვამატოთ ან როგორ შევამციროთ გადახრილი ნივთიერებები ამის ყველა ნატურალური გზა ცნობილია.
ამ პეპტიდის ანუ კალციტონინის მთავარი ფუნქციაა გადაარჩინოს—ფარისებრი,ძვალი, სახსარი, ძვლის ტვინი,თირკმლები, ფილტვები,ნაწლავები,გულის კუნთი და სხვა. კალციტონინი მედიცინის საოცრებაა თავისი შესაძლებლობებით. მაგრამ, ის უნდა მართოს გამოცდილმა ექიმებმა. ყველაფრის ჭკუაზე მოყვანა შეიძლება მექანიზმების ცოდნით. კალციტონინი იმატებს ბაქტერიული და ჩირქოვანი ინფექციების დროს. ფარისებრის ამოკვეთის წინ თუ არ გაითვალისწინებენ, რომ კალციტონინის მატება , უპირველესად, გამოწვეულია ციტოკინების კრიტიკული სიჭარბით და არ მოხდება ამის დაბალანსება, იქნება ფარისებრის ამოკვეთის სტატისტიკურად ბევრი და რეალურად ნაჩქარევი ოპერაციები. ანუ ციტოკინების შებოჭვა , სხვა აუცილებელ მოქმედებებთან ერთად ,ფარისებრის სიმსივნიდან გამოხსნის ერთ-ერთი დიდი ამოცანაა .მაგრამ ,შებოჭვა დროებითი საშველია. მიზეზის აღმოფხვრა ,რომ ციტოკინი არ მოჭარბდეს ——ეს არის მაღალი დონის მედიცინა. ყველა მძიმე დაავადების გამოსავალს წყვეტენ ციტოკინები. ისინი დეტალურად დავახასიათე მათზე სტატიაში. მომდევნო თავებში ისევ შევეხები.
ციტოკინებიდან, ამ დროს, უპირველესად, უნდა ვაკონტროლოთ—სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა .ის თუ ნორმაშია –მოახდენს აპოპტოზს ანუ დამპალი და სიმსივნური უჯრედების გამოდევნებას; აფერხებს სიმსივნეების განვითარებას,აჩერებს ძლიერ ვირუსებს, აჩერებს ტოქსიკური ნივთიერებების გამრავლებას; დაბლა სწევს ოქსიდაციურ სტრესს, რომლის დაქვეითების შემდეგ— არ არსებობს სიმსივნე და მძიმე დაავადებები. ამიტომ განვიხილავ ოქსიდაციურ სტრესს ასე ხშირად. ნორმაში მყოფი –სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა —ოქსიდაციური სტრესის სტაბილიზებით ორგანიზმში დაამყარებს ფიზიოლოგიურ სტატუსს , რომლის დროსაც მძიმე მეტალები და სხვა მკვლელი ნივთიერებები ნაკლებია—- სასარგებლო და სასიცოცხლოებზე. სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას მომატება რთული დაავადებები და სიმსივნეებია. ზედა ან ქვედა ზღვარზეც რომ არის ანალიზში, ორგანიზმში დაუთვლელი პრობლემებია. ექიმისთვის პირველი ამოცანა– მისი ნორმაში ყოფნა .
აუცილებლად როდის ვიღებთ კალციტონინის ანალიზს—1-ახალშობილებში ბაქტერიული ინფექცია. 2-სისხლის საერთო ანალიზში ნეიტროფილების დაქვეითება. რადგან ,ნეიტროფილების , თუნდაც მცირე დაქვეითების დროს, ორგანულ ინფექციებთან ერთად ,ფარისებრის ღრმა კრიზისი უნდა განიხილო.3- გახანგრძლივებული რთული ფილტვების ანთება.4-ბავშვებში საშარდეს გაქრონიკულებული ინფექციები .5-მენინგიტის ან ენცეფალიტის დროს, რომ ისინი დამბლით არ გართულდეს. რადგან, თუ მენინგიტის და ენცეფალიტის დროს ფარისებრს და თირკმელზედა ჯირკვლებს მართავ—- დამბლა არ განვითარდება.6-ფარისებრის ყველა პრობლემის დროს .დავაკონკრეტებ, რადგან სასიცოცხლო პრობლემაა—კალციტონინი ნორმაში რომ იყოს ანუ ფარისებრის კიბო და ეს დასახელებული დაავადებები და სხვები რომ აიცილოთ, ამისთვის ნორმის ფარგლებში უნდა იყოს –გასტრინი, ქოლეცისტოკინინი, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა, ფერიტინი და გლუკაგონი. ამათგან უმეტესობა, კუჭ-ნაწლავის და პანკრეასის ჰორმონებია. როგორც ხშირად ხაზს ვუსვამ—სიცოცხლის ხანგრძლივობის შესაძლებლობები მოძრაობს სიცოცხლის დამჭერ და მაკონტროლებელ კუნძულებზე ანუ ჰიპოფიზზე ,ჰიპოთალამუსზე და ეპიფიზზე. მათთან ღრმად და ძირფესვიანად დაკავშირებულია ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვალი. მაგრამ ,ნებისმიერ მომენტში ,პანკრეასი ამ ყველაფრის შემაჯამებელია და მისი ფსიქოლოგია ამ ყველაფერზე -ზუსტად, ადექვატურად რეაგირებს და ავლენს დაავადებებს და სიმპტომებს. პანკრეასის ფარულ ან ღია პრობლემას ვერცერთი დაავადების დროს ვერ გაექცევი. გაციების დროსაც კი. ტიპური ან ატიპური პანკრეატიტი ახლავს ყველა სიმსივნეს და ყველა ქრონიკულ დაავადებას. ჩირქოვანი კბილის დროსაც პანკრეასის ანთება მიდის. კერენსკის დროს ჩაბარდა ექიმის ერთი კითხვა პანკრეატიტის დასადგენად, რომელიც ეხება წელის სარტყელისებურ ტკივილს. პანკრეატიტი იმაზე უფრო ხშირია მოსახლეობაში , ვიდრე ეს დილეტანტს წარმოუდგენია. მედიცინის პოსტულატია–ყბაყურაგადანატან ბავშვს, მთელი ცხოვრება აქვს— უსიმპტომო, ფარული პანკრეატიტი და მისი პერიოდული გართულებები.
როგორც ვთქვი,კალციტონინი ფარისებრში იქმნება და კალციუმის და ფოსფორის ნორმის შემქმნელია. ამ ორი მინერალის მეტ-ნაკლებობა მეტაბოლიზმს უკუღმა გადააბრუნებს .ერთ-ერთი რაზეც მყარად დგას ვეგეტატიური ნერვული სისტემა ეს კალციტონინია. ამ ჰორმონის ბოლომდე დაზიანების შემდეგ ჰიპოფიზი შეუქცევად პროცესებს განიცდის .ჰიპოფიზი თუ ფიზიოლოგიურად გადაიკეტება ,მაშინ ხდება ფარისებრი ნამდვილად საოპერაციო. რადგან ,ამ დროს ის ყველაზე ახლო ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებს შექმნის ან შექმნას იწყებს. კალციტონინი უდიდეს როლშია გულის სწორ მუშაობაში. აბალანსებს ინსულინის სწორად გამოყოფას.კალციტონინის მატება , ხშირად იწვევს შაქრის მატებას და ინსულინის პათოლოგიურ დაქვეითებას .დე ვიტამინის ან კალციუმის სიჭარბის, რომლებიც პარანეოპლასტიკური ანუ კიბოსწინარე სინდრომებია ,ასევე, ჰიპერპარათირეოზის და ართრიტის დროს ,ამ პეპტიდის —კალციტონინის მექანიზმებს თუ არ გაყვები ბიოქიმიის სწორებით, შედეგი არ იქნება.
4–ჰიპოფიზს სიღრმისეულად აზიანებს მისი პეპტიდის PACAP-ის დაზიანება ან შემცირება. ის 40 ამინომჟავას შეიცავს და გაბატონებულია ტვინსა და ენდოკრინულ სისტემაში.კერძოდ, ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსშია. უდიდესი გავლენა აქვს ბევრ პრობლემაზე .მაგალითად , მაღალი წნევა არ მოხდება მისი პრობლემის გარეშე.სიცოცხლის ხანგრძლივობაში, კიბოს და ქრონიკული დაავადებების არდამართებაში PACAP ძალიან დიდ როლშია .უახლესი სამეცნიერო დასკვნებით, ის ეპიფიზში ააქტიურებს მელატონინის დაქვეითებულ ცვლას. ეს კი სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს. დამამცირებელია მედიცინისთვის, იმ დონეზე ყოფნა, სადაც მელატონინს ,მხოლოდ, ძილის წამლად აღიქვამენ. როცა ის აგრესიული კიბოების დროს ნორმის ზევით მოჭარბებულია,ხოლო პასიური კიბოების დროს ნორმაზე დაბალია. ასევე დაბალია ორგანული ფუნქციების მკვეთრი დაქვეითების დროს .PACAP ის ფენომენს ნეიროტროფიკული ფაქტორი ჰქვია.მისი ცვლის გამოსწორებით ვახდენთ ტვინის სწორ მკურნალობას და აღდგენას.
5–ჰიპოფიზის თანდათან კვდომაა იოდის წარმოების დარღვევები.რასაც მოყვება არა მარტო ჩიყვი, არამედ მთელი ორგანიზმის დაზიანება და უამრავი დაავადება.
იოდის ნაკლებობაა——-ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა,სიყრუე, ტვინის და სხვა თანდაყოლილი ანომალიებით დაბადებული ბავშვი,თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი,ფარისებრის ჰორმონების შემცირება,ჰიპოთირეოზი სხვადასხვა ასაკში, ფარისებრის ფუნქციების დაქვეითება,დეპრესია, სისუსტე, დღე ძილიანობა, მცივანობა, კანის სიმშრალე,თმის ცვენა, ყაბზობა, უფრო დაბალი და ხან მაღალი წნევა, სუსტი პულსი,ქოლესტერინის სიჭარბე,ფარისებრი ჯირკვლის გადიდება,ენდემიური ჩიყვი,წონის მატება, ადენომა, კარცინომა, კუნთების ტკივილი და სხვა.
ქოლესტერინის სიჭარბე ჯანმრთელად ვერ კომპენსირდება და ინფარქტ-ინსულტით ან ნაადრევი სიკვდილით გართულდება ,უპირველესად— იოდის ცვლის დალაგების გარეშე.
თვითნებური აბორტების და მკვდრადშობადობის დროს ჰიპოფიზის დაზიანების ფონია იოდის თანდაყოლილი ნაკლებობით.
იოდის ნაკლებობისგან არის—-ბავშვის განვითარების დეფექტები—მეტყველების პრობლემა, ასევე მოძრაობის .იოდის ნაკლებობის გამოხატულებაა ძლიერი დიზბაქტერიოზი, ნაწლავების პრობლემები, ტოქსინების მოჭარბება.
იოდის ნაკლებობის დროს ფარისებრი საკმარისად ვერ ქმნის თიროქსინს და FT3-ს, შედეგად თირეოტროპული ჰორმონი მატულობს , ფარისებრი ჯირკვალი გადიდდება და ჩიყვია. იოდის უკმარისობა უდიდესი დარტყმაა ჯერ ჰიპოფიზისთვის და როცა ის ვეღარ შეაკავებს ამ პროცესებს ,უკვე პათოლოგიების სიმძიმე მთელ ორგანიზმზე გადადის . ჰიპოფიზი ძალიან ბევრს იღებს თავისთავზე. ის დიდხანს აკავებს სიცოცხლეს, მიუხედავად იმისა , რომ ადამიანს ბევრი დაავადება აქვს და ცხოვრების ბოჰემური რეჟიმი. განსაკუთრებით, ველური კვება, როცა ზოგი ადამიანი უფრო არასწორად არჩევს საკვების ხარისხს და რაოდენობას, ვიდრე ნებისმიერი ცხოველი. როცა ჰიპოფიზი ფიზიოლოგიურ პარალიზებას იწყებს ანუ ატროფიას, ორგანიზმში ადვილად იკვეთება მძიმე დაავადებები და სიმსივნეები. ამას უხშირესად ერთვის შინაგანი ორგანოების ოპერაციული დანაკარგები. იოდის უკმარისობით ორგანიზმი თანდათან იცვითება , იფიტება და იშლება. ყველაფერს ადაპტირებულად ეგუება ჰიპოფიზი ძალიან დიდხანს, გარდა იოდის ცვლის დარღვევისა .განსაკუთრებით, სწრაფად კნინდება ჰიპოფიზი იოდის სიჭარბეზე.
როგორ გამოვიცნოთ ბავშვთა ასაკში იოდის უკმარისობა—–ბავშვს არა აქვს სწავლის ინტერესი, ვერ ითვისებს, ზარმაცის სახელი აქვს,ადვილად ეძინება,თმა სუსტი აქვს, შეკრულობაა,ფრჩხილები ძლიერი არ არის,ადვილად იმატებს წონაში.
ბავშვებში კრეტინიზმი იოდის ცვლის მოშლის გამო მიიღება.
კანის ყველა პრობლემა ,მომატებულ ან შემცირებულ იოდს უკავშირდება—-აკნე, დერმატიტები, ზოგან ფერის შეცვლა და სხვა.
პოდაგრა ხშირად არის—ლეიკემიის და ლიმფომის ფონზე.მაგრამ ,ის ყოველთვის არის—-ფარისებრის ძლიერი დაზიანების ფონზე.
ფარისებრს ბევრი სამედიცინო ვარიაცია აქვს და ისინი ყველა, ხშირად არ განიხილება . ფარისებრის კვანძების დროსაც ,ზოგან პასუხი შეიძლება იყოს–ეს არაფერია, რაც დაუშვებელია.
როცა ფარისებრში კვანძია ამაზე მეტი რა სიგნალი მოგცეს ჰიპოფიზმა, რომ ფარისებრი და თირკმელზედა დაზიანებულია , ფილტვები დასუსტებულია, ორგანიზმში ბევრი გადახრებია ან სიმსივნისთვის ემზადება.
პოდაგრის საწყისი მიზეზი—-ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შექმნის დროს–იოდის ნაკლებობაა, ხოლო მთავარი მიზეზი დენემის სტრუქტურის რღვევაა.
იოდის დეფიციტის გამო, ფარისებრის ჰორმონები შემცირებულად წარმოიქმნება და ამის შედეგია ჰიპოთირეოზი.
ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი მოდუნებულია. ჰორმონებს ცოტას ქმნის .ჰიპოთირეოზს უხშირესად იწვევს იოდის დეფიციტი. მაგრამ, ყოველთვის ეს არ არის ჰიპოთირეოზის მიზეზი. ჰიპოთირეოზი იოდის ჭარბი მიღებითაც ემართებათ ,არასწორი დოზით დანიშნული წამლის გამო. ჰიპოთირეოზს ხშირად ახლავს ჩიყვი. ჰიპოთირეოზის დროს—პულსი, ტემპერატურა , წონა,ხმის ჩახლეჩა, ქოლესტერინის სიჭარბე პრობლემებს ქმნის .მაგრამ ,მისი გამოკვეთილი და ხშირი მონაცემებია—უენერგიობა, წონის მატება, ჭარბი მენსტრუაცია, სიცივის აუტანლობა,კანის და თმის სიმშრალე, ქოლესტერინის სიჭარბე.
ხშირად, პრიმიტიული განხილვით ათეროგენობის ინდექსი ,მხოლოდ გულის სტატუსის შეფასებაა. ევრო-ამერიკული სტანდარტით, როცა ათეროგენობის ინდექსი მომატებულია, უნდა გამორიცხო ეს დაავადებები—- მძიმე ჰიპოთირეოზი; თირკმლის ატიპური ,ფარული რთული დაავადება;ფარული ან ღია დიაბეტი, ძვლის ტვინის კიბო —მიელომა და ღია ან ფარული პორფირია.
იოდის დაქვეითებამ ან მეტობამ ,არ არსებობს ფარისებრი რთულად რომ არ დააზიანოს, რასაც მოყვება თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის ძლიერი ზიანი.

ხოლო, იოდის დეფიციტით დაბადებული ბავშვი, ზრდასრულობაში მთელი სიცოცხლე განწირულია ამ დაავადებებით—ჭარბი ქოლესტერინი, გულის სარქვლის პრობლემები, ჰორმონული გადახრები, სახსრების და ღვიძლის დაზიანება,თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანება–ალერგიებით , დერმატიტებით და სხვა. იოდის ღრმა დეფიციტით დაბადებული ბავშვი ვერ აიცილებს ცხოვრებაში— ლიბიდოს დაქვეითებას , ჰორმონულ გადახრებს,ქოლესტერინის სიჭარბეს და დიდი შანსი ექნება ინსულტის და ინფარქტის, რადგან აუცილებლად გაუჩნდება პრობლემები გულის მიტრალურ სარქველში.
ჰიპოფიზის სწრაფი კვდომაა და აგრესიული სიმსივნეებია იოდის სიჭარბის დროს. იოდის სიჭარბეა—–მეტალის გემოს შეგრძნება პირში,ჭარბი ნერწყვდენა,აკნეს ზოგი ტიპი, კუჭ-ნაწლავის ზოგი ნიშანი; ლორწოვანი გარსების სიმშრალეები–თვალის ან საშვილოსნოს ან ცხვირის ; გამონაყარი და სხვა .იოდის სიჭარბე ჰიპერთირეოზია .ეს არის ფარისებრის ზედმეტი გააქტიურება. ზოგ შემთხვევაში კი ,უკიდურესი გააქტიურება, რაც სიმსივნეებამდე მიდის. რადგან ,ფარისებრის დიდი გააქტიურების და გაავების დროს, კატექოლამინები იმატებენ. ესენია— ადრენალინი, ნორადრენალინი, დოფამინი, სეროტონინი და სხვები. ისინი ნეიროტრანსმიტერებია. მედიცინის სტანდარტია—ზედმეტად გაავებული ნეიროტრანსმიტერები—-კატექოლამინები ყოველთვის აგრესიულ კიბოებს იწვევენ.
შეიძლება ძლიერი ჩიყვი, მარტო დოფამინის მატებით იყოს გამოხატული და ფარისებრის მონაცემები არ იყოს შეცვლილი. ფარისებრი, ზედმეტი გააქტივების ანუ ჰიპერთირეოზის დროს იმაზე მეტ ჰორმონებს ქმნის, რაც ნორმული ფუნქციონირებისთვის ორგანიზმს სჭირდება. დაავადებები სახიფათო ხდებიან ჰიპერთიროიდიზმის დროს .ანუ იოდის სიჭარბის დროს.ეს არის დიდი ბიძგი სიმსივნეებისკენ. უფრო გამოკვეთილი და პირველი ამ დროს არის თიროქსინის და ტრიიოდთირონინის მატება. რაც იწვევს თირეოტოქსიკოზს. ჰიპერთირეოზის მთავარი მიზეზი იოდის მატებაა. სამწუხაროდ, ბევრმა ისიც არ იცის—– ჰიპერთირეოზი ანუ იოდის სიჭარბე რომ აქვთ. ისინი ისე მკურნალობენ , ცხოვრობენ და იკვებებიან, როგორც ნორმაზე დაბალი იოდის დროს . ეს კი ,უკიდურესად დამზიანებელია. მათ ,მაღალი იოდი აზიანებთ . ყველაზე აგრესიული სიმსივნეები ჭარბი იოდის გამოა.
ჭარბი იოდის შედეგია—-აგზნებადობა, ადვილად გაბრაზება, მკვლელობები, გაუპატიურება,შურისმაძიებლობა, აგრესიულობა, ბოღმიანობა, შურიანობა; კამათის დროს იმპერატიული ხასიათი და აგრესიული ზეწოლა;სწრაფად განვითარებული სიმსივნეები და სხვა.
მაღალი იოდის დროს უნდა შეიზღუდოს იოდით მდიდარი საკვები. რა არ უნდა ჭამო იოდის სიჭარბის დროს–ნიორი, ზღვის მცენარეები, კელპი, კომბოსტო, თუნა, ხამანწკები, ძროხის ღვიძლი, ქათამი ,მინდვრის სალათა —ვალერიანელა, არონია,შავი მოცხარი,ნიგოზი, ქამა სოკო, მიწის თხილი, კეშიუ, გოგრის თესლი, ისპანახი, ბროკოლი, ბარდა,ზღვის კომბოსტო, წყალმცენარე ვაკამე,ზღვის წყალმცენარე—უნდარია,ჰიჯიკი ,არამე,თევზი–პიქშა,ვირთევზა, კრევეტები,თევზი მინტაი–ვირთევზასებთა ოჯახიდან, სკუმბრია,თინუსი, ლამინარია, ზღვის თევზი;ძროხის, თხის და ვირის რძე და სხვა. უფრო მეტი მონაცემებისთვის იხ .ჩემი სტატია იოდზე.
ისევ ვაკონკრეტებ—-ჭარბი იოდი იწვევს თიროიდული ჰორმონების გამოყოფის სიჭარბეს და ჰიპერთირეოზს. ამის შედეგია ფარისებრის ზომის მატება , ჩიყვი, აგრესიული სიმსივნეები.
თუ ფარისებრის კვანძი იოდის სიჭარბის გამოა ,ეს ჰიპერთირეოზია ანუ გაავებული ფარისებრი ჯირკვალი. სისხლში და შარდში უნდა აიღოთ იოდის ანალიზი, უპირველესად სისხლში.
ვიმეორებ,იოდის სიჭარბე უფრო ხშირად მაშინ ხდება,როცა იოდის დეფიციტის დროს წამალი არასწორად დაინიშნება—-ეს მსოფლიო მედიცინის ექსპერტების დასკვნაა .ისევ დავაკონკრეტებ—ჭარბი იოდი ააგზნებს ფარისებრს და თიროიდული ჰორმონები უხვად გამოიყოფიან. ესაა ჰიპერთირეოზი. ამის ფონზე ფარისებრი იზრდება და ჩიყვი მიიღება. ზედმეტი იოდი ფარისებრს და მთელ ორგანიზმს ფუნქციურად აკნინებს .ფარისებრის ჰორმონების სიჭარბისგან თუ თვალები გადმოიწევა, ეს ჰიპერთიროიდიზმის ფონზე გრეივსის დაავადებაა.
ვიმეორებ—იოდის სიჭარბე ანუ ჰიპერთირეოზი ჭარბი ჰორმონების წარმოქმნაა ფარისებრით. ადამიანი ამ დროს უკიდურესად იფიტება და მეტ ძალებს კარგავს.ორგანიზმი გაძლიერებულად იხარჯება და მეტაბოლიზმიდან ამის კორექცია არ ხდება. მეტაბოლიზმი სიზიფეს შრომას ემსგავსება. დახარჯული ენერგიის კომპენსირება ვერ ხდება . ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიის შექმნის უნარი დაკარგული აქვს და შრომას და სიცოცხლისათვის უშედეგო პასიურ ბრძოლას აგრძელებს .ამიტომაა— შფოთვა, ძილის გაუარესება, კუნთის სისუსტე, დარღვეული მენსტრუაცია,სიცხის აუტანლობა, უენერგიობა, ადვილად დაღლა და სხვა. ისეთი შემთხვევებიცაა, როცა ადამიანებს ჰიპერთირეოზი აქვთ თავისი დაავადებებით და სიმსივნით და ისევ იოდის მაღალ დოზებს იღებენ წამლებით .დღეს კარგი ენდოკრინოლოგი და საერთოდ, გამოცდილი თერაპიული პროფილის ექიმები, საზოგადოების იშვიათი განძია, სიცოცხლის ნამდვილი დამცველებია და ძალიან დასაფასებლებია. მედიცინა ღიად ადასტურებს არასწორად დანიშნული იოდის პრეპარატის დამღუპველ შედეგებს. რაც სამედიცინო შეცდომების ჩამონათვალში პირველ სამეულში ავიდა.
მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის გამო ბევრ ჭკვიან , მშვიდ და გონიერ ქალს გიჟის მარკა მიაკერა საზოგადოებამ. რადგან, ფსიქიკის გადახრის სიმტომები გამოავლინა.
კიბოს მაქსიმალური შანსის სქემის უმოკლესი გრაფიკი რომ შევქმნათ, დარღვევების მთავარი მონაკვეთი ასე განაწილდება—-იოდი, რკინა, ჟანგბადი. ფიზიოლოგიურად იოდის ქმედება იდენტურია—ჟანგბადის, წყალბადის და რკინის.
7-ჰიპოფიზის დაზიანებას ამკვეთრებს ჰელიკობატერია. ჰელიკოს ფონზე ბევრია ზიანია ,მაგრამ 5 გამოკვეთილი უარყოფითი ფენომენია, რაც ჰიპოფიზს ძალიან ასუსტებს 1—რკინის შეწოვა ძლიერ ქვეითდება, რაც ფიტავს ძვლის ტვინს და ჰიპოფიზს. 2– აგრესიული ბაქტერიები მრავლდებიან და ჭამენ რკინას.3–სისხლი ფარულად და ჩუმად მცირდება და ქრება.4- ძვლის ტვინი თანდათან განილევა და ბოლო ეტაპებზე—მიელომას ან ლიმფომას ან სხვა კიბოს ს გამოვლენს.5–ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლები თანდათან დეგრადირდებიან და მუშა ფუნქციებს კარგავენ. რასაც ეჭიდება ამ დროს იმუნიტეტი ადამიანის გადასარჩენად—–ესაა სიმჟავის აწევა. ეს მომენტი ბევრჯერ ავხსენი დეტალურად .აწეული სიმჟავე არის ორგანიზმის ბრძოლა შემოჭრილ ანტიგენებთან სიმსივნეების ასაცილებლად. მაგრამ, ამას პირიქით ,ხშირად, ომეპრაზოლებით და მისი რიგის წამლებით ებრძვიან. ხელოვნურად, არანატურალური, არაორგანული ფორმით დაწეული სიმჟავის დროს ,კუჭ-ნაწლავში სოკოები და მიკრობები კოლოსალური რიცხვით მრავლდებიან .ბუნებას თავისი წესები აქვს და ეს მაღალი დონის მედიცინამ იცის.

9–ჰიპოფიზს უკიდურესად აზიანებს კუჭ-ნაწლავის დაავადებები და სიმსივნეები. მაგალითისთვის, მხოლოდ, შაკიკის ურთულესი მექანიზმის ერთი მონაკვეთი ავიღოთ. შაკიკი, ადამიანის ყველაზე სასიცოცხლო — შარდოვანას ციკლის მოშლაა. მაგრამ, შეტევის პროვოცირება ხდება ნაწლავში, საჭმლის ერთი ნამცეცის მეტ ხანს გაჩერებით, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის ჰორმონის—გასტრინის ცდომას და შედეგად—- ტვინის ქსოვილის ლოკალურ შეგუბებას. თითის პატარა ჭრილობაც კი ჰიპოფიზის სპაზმს იწვევს. ტვინის შეგუბება შაკიკის სახით ჰიპოფიზისთვის რამდენიმედღიანი , თითქმის, პარეზია .შაკიკის დროს ჰიპოფიზი,თითქმის , კრუნჩხვაშია . ნებისმიერი ტიპის კრუნჩხვა ჰიპოფიზის მწვავე უკმარისობაა .შაკიკის ყველა მექანიზმი გახსნილია და მისი მორჩენა შედეგიანად ხდება. თუ წინა საუკუნეებში შაკიკი არისტოკრატულ დაავადებად ითვლებოდა, დღეს შაკიკით იტანჯებოდეს ადამიანი, ეს უკვე დაბალი ტონია.
ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების და სიმსივნეების დროს ჰიპოფიზი თანდათან ატროფიას განიცდის. ჰიპოფიზის ატროფიის დროს ჰორმონალური სიმსივნე არ იყოს, ეს უნიკალური შემთხვევა იქნება მედიცინის.
10–ჰიპოფიზის დეგრადირებას იწვევს ცილა ფოდრინის დაქვეითება. ფოდრინი ტვინის საბაზისო ცილაა მეხსიერებისთვის . ფოდრინის დაქვეითება იწვევს ნეიროტრანსმიტერების გამოფიტვას და კვდომას.ფოდრინის ნაკლებობით იწყება ტვინის იშემია და ჰიპოქსია. ფოდრინი დაქვეითებულია—ქცევითი აშლის, შიზოფრენიის, დეპრესიის ,პარკისონის, ნევროზების, ალცჰაიმერის, დემენციის და სხვა მსგავსი დაავადებების დროს .მისი დაუბალანსებლობა ამ დაავადებებს ძალიან ართულებს.
11–ჰიპოფიზს განსაკუთრებით ძლიერად აზიანებს მძიმე მეტალების სიჭარბე. ეს ვრცელი თემა დეტალურად განხილული მაქვს შესაბამის სტატიაში. მაგალითად, ვერცხლისწყლით ქრონიკული მოწამვლის დროს სისხლის ქრონიკული შეუდედებლობა მიიღება და მედიცინაში აღწერილია შემთხვევები — ქალების ამის გამო დაღუპვის მშობიარობის დროს. მშობიარობას მართავს ჰიპოფიზი და ასეთ შემთხვევაში ის ფიზიოლოგიურ კომპენსაციას ვერ აკეთებს.ამიტომ არის სწორი პროფილაქტიკური მეთვალყურეობა სასიცოცხლო,რომ მსგავსები დროზე დაფიქსირდეს და გართულება არ მოხდეს.მელოგინე ქალის გარდაცვალების მეტი წილი მოდის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის ფონზე, რომლის დროსაც ,ჰიპოფიზის ორგანიზმისადმი დამცავი ფუნქციები ,თითქმის, პარალიზებულია. ასევე ,განსაკუთრებით აზიანებს ჰიპოფიზს–ტყვიით , კადმიუმით, დარიშხანით და სხვა მეტალებით ინფიცირება. რადგან ,ამ დროს დიდი დარტყმაა ფარისებრ ჯირკვალზე , რომლის უკმარისობა ჰიპოფიზის მთავარი დამზიანებელია.
12–ამინომჟავების დაზიანება ყველა დაავადების მთავარი ფონია. რადგან ,მათში სამყაროდან ჩაწერილია ადამიანების სიცოცხლის სრული ისტორია .ადამიანის მთელი სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობის ხარისხი კოდირებულია ამინომჟავებში .ისე და იმდენს იცოცხლებს ადამიანი, როგორი ვითარებაცაა ამინომჟავებში. ამინომჟავების თითოეული ცვლილება ჰიპოფიზის სტატუსის სახეა .მუდმივად ვსაუბრობ მათზე. ახლა მხოლოდ,თითო წინადადებით დავახასიათებ ზოგს.
ჰისტიდინის გადახრით იშლება ყველა უჯრედული გარსი .პირველად კი ,მიელინის გარსი და დემენციის,სკლეროზის , ალცჰაიმერის და ინსულტის ფონი დგება. ჰისტიდინის დეზორგანიზაციაა— ყველა სახის ალერგია, ასთმა, ასთმური ბრონქიტი და კანის გამონაყრით მიმდინარე დაავადებები.
ალანინი კურირებს ტვინს და შაქრის მეტაბოლიზმს. დიაბეტი მისი ცვლის სრული მოშლის შემდეგ იწყება .ციროზის დროს ალანინის სრული მოშლაა. დიაბეტი არ არსებობს ღვიძლის ძლიერი დაზიანების გარეშე.
არგინინის ცვლის ყველა საფეხური თუ დალაგდება, კიბო და ინფარქტი არასოდეს არ იქნება.ის გულის და არტერია -სისხლძარღვების მარკერია. არგინინი კურირებს სპერმის ხარისხს და დეენემის შექმნაში უმთავრესია .გლუტამინის ცვლის კომპონენტების სწორად აწყობა დიაბეტის გართულებისგან გადამრჩენია,იმპოტენციას ეღობება.
ორნითინი ახლიდან ქმნის დაზიანებულ და დაკნინებულ ზრდის ჰორმონს , რომლის ნორმა ჯანმრთელობის ნიშანია. ასევე ეხმარება შარდოვანას ცვლის აღდგენას, რომლის დარღვევის შემდეგ შაკიკი და უამრავი მძიმე დაავადებაა . ასევე, ორგანოების გადაგვარება იწყება , უპირველესად, ღვიძლის.
ასპარაგინის ცვლის მოშლა მძიმე ჰორმონული გადახრებია და უპირველესად ,გულის დაავადებებია. ის მთავარია დეენემის შექმნაში. ასპარაგინის მოშლა აუცილებლად მივა ინფარქტამდე ან სტენტის საჭიროებამდე, თუ სწორად და სრულად არ მკურნალობ . ასპარაგინი არის გულის დაზიანების მთავარი მარკერი .
ტრიფტოფანის ზოგი ეტაპი მთლიანდა უკავშირდება ფსიქიკას და მის ქვემდებარე დაავადებებს .
მეთიონინს დიდი გავლენა აქვს გოგირდის შემცველ ნაერთებზე და უჯრედებს იცავს დაზიანებისგან. გოგირდის შემცველ მოლეკულებზე უკვე დაწვრილებით ვისაუბრე შესაბამის სტატიაში.გოგირდის შემცველი ამინომჟავების , ექიმების მიერ რეგულირება და საჭირო დროს პაციენტზე დამატება ცვლის დაზიანებულ დეენემს,შედეგად უჯრედები სწორად იწყებენ მეტაბოლიზმს და ხდება სიმსივნეების აცილება და უამრავი დაავადებისგან გამოჯანმრთელება. გოგირდის შემცველი ნივთიერებების სწორად ჩასმა თუ შეუძლია ექიმს საჭირო დროს, ის ყველა დაავადებას ჯანმრთელად წარმართავს სიმსივნეების ჩათვლით. ისინი ჩემი იმედი და დასაყრდენია მკურნალობის დროს. რადგან, ძალიან დაგვიანებულ პროცესებზე დიდ გარღვევებს აკეთებენ.
თუთია და სელენი არ შეიწოვება, თუ მეთიონინის ცვლა დარღვეულია.
გარდა სხვა სასწაულმოქმედი თვისებებისა, ლიზინი პირდაპირ კავშირზეა ჰიპოფიზთან და ჰიპოთალამუსთან და სტრესის რეცეპტორებს კურირებს.
რაც შეეხება პროლინს—ის ყველა ცნობილი პრობლემის ბუდეა ,მაგრამ, ჩვენთან, უხშირესად ,მისადმი ყრუ დამოკიდებულებაა . ჰიპოფიზს ძალიან ასუსტებს და ენერგიას ართმევს —გულის დაზიანებული მიტრალური სარქველი. ზოგი კარდიოექოსკოპისტი ორიენტირებულია ,მხოლოდ, მანკზე და სტენტირების საჭიროებაზე. როცა მიტრალური სარქველი სუსტად პროლაბირებს ამას ღიმილად აღიქვამს და ეს დიდი პრობლემა ამ დროს—ეს არაფერიაში გადის. ამ დროს კი ადამიანების ცხოვრება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თანდათან ინგრევა და 10 ან 20 წლის შემდეგ უდიდესი დაზიანებებია, მათ შორის სტენტირების საჭიროების ჩათვლით. არაფერი რომ არ ვთქვა ინსულტის მაქსიმალურ შანსებზე. თითქმის, მასიური გახდა გულის დაზიანებული მიტრალური სარქვლისადმი ლოიალური დამოკიდებულება. ამიტომ, უამრავჯერ განვიხილე მიტრალური სარქვლის დაზიანების შედეგები ,რადგან ეს მთავრდება არა მარტო ინფარქტით და ემბოლიით ,არამედ ყველაზე ხშირად ინსულტების მიზეზია, თუნდაც 90 წლის ასაკში .მეცნიერულად დადასტურებულია და სტატისტიკა მყარია, რომ ინსულტის დროს სისხლძარღვის გამგლეჯი თრომბი ტვინში ლოკალიზდება——ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის და დაზიანებული ფარისებრის ფონზე——გულის მიტრალური სარქვლიდან. გარეუჯრედულ მატრიქსაზე სტატიაში—–მატრიქსას ანუ ადამიანის სხეულის მთავარ ქსოვილოვან ბადეს , სადაც სასიცოცხლო ნივთიერებები წარმოიქმნება, როგორ შლის ამინომჟავების პეპტიდური კვანძების წარმოქმნა —- ეს ავხსენი. ადამიანი, კუნთოვანი ბოჭკოების ამ ბადეების, ცილოვანი პეპტიდების და კოლაგენის სპირალების ქსელია . როცა ეს ქსოვილოვანი ბადე დაშლას იწყებს, ეს გამოიხატება ამინომჟავების სტატუსებზე. პეპტიდების ბადის ჩაშლაა ან ლოკალური გამკვრივებაა — არტერიების, სისხლძარღვების დაზიანება , შინაგანი ორგანოების დაავადებები და მათი სასიკვდილოდ დამძიმება, ასევე–ფიბროზი, პოლიპი ,კისტა, მიომა, მასტოპათია და სხვები. პეპტიდური ბადეების და კოლაგენის სპირალების შექმნაში მონაწილეობს ბევრი ამინომჟავა. მაგრამ ,მთავარი როლი აქვს პროლინს და გლიცინს .ადამიანს პროლინი მომატებული ან დაკლებული რომ აქვს, ეს იმის სიგნალია, რომ აქ ან მძიმე დაავადება დაიწყება ან სიმსივნე, უპირველსად კი ,გულის ქსოვილის კუნთოვანი ბადე იწყებს დაშლას. ამის შედეგია—ან პულსის სიჩქარე ან არითმია ან ინფარქტი ან ინსულტი ან ტინიტუსი და სხვა. როცა მიტრალური სარქველი ბოლომდე არ პროლაბირებს –ან კუნთის ჰემოგლობინი —მიოგლობინი პერიოდულად გადახრილია ან გულის პეპტიდები . პროლინის გადახრის ფონზე ეს არამარტო გულის დაზიანებას გაუწყებს, არამედ ინსულტის გაზრდილ შანსებს და ამის პირველი ნიშანი ტინიტუსია ანუ ხმაური ყურებში. ტინიტუსის 99 პროცენტიანი გართულება —ინსულტია, თუნდაც ღრმა ასაკში. პროლინი და გლიცინი გულის სარქვლებს კურირებენ, სხვა სპეციფიკურ ფერმენტებთან ერთად . დაზიანებული პროლინი ამინომჟავების დესტაბილიზაციის დროს ,კუნთის ალფა სპირალურ უბანში, რომელიმე ჯანსაღ ამინომჟავას ამოაგდებს და ჩაენაცვლება. ეს იწვევს ალფა სპირალის სეგმენტის გრაფიკული სტრუქტურის მოშლას .ეს ერთ-ერთი ბიოქიმიური ნაწილია —პოლიპის, მიომის, ფიბრომის, კისტის ,კალცინირების და მსგავსების შექმნის მექანიზმში. პროლინი ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა—ტინიტუსში, გულის პრობლემებში,ინფარქტში , ინსულტში და მატრიქსის კუნთოვანი ბადის სხვა მოშლებში. ალფა სპირალის სეგმენტური მოშლაა—-ტინიტუსი, გულის პრობლემები, ორგანოების დაზიანებები,ინსულტი და სხვა .პროლინი გაზრდილია რომელიმე ამინომჟავას გაძევების ხარჯზე. პროლინის მოშლის დროს ჰემოგლობინი არასტაბილურია და ორგანიზმი გაღარიბებულია ჟანგბადით . პროლინის პრობლემის მქონე ადამიანებს სულ ჰიპოქსია აქვთ სრულფასოვან მკურნალობამდე. ანუ ჟანგბადის ნაკლებობა და შესაბამისად, დაავადებები. პროლინი ,გლიცინი , ელასტინი და სხვები რომ არეულია, კოლაგენის ბადე იშლება. ამიტომ არის ამდენი ქალური სიმსივნეები გლიცინის სიჭარბესთან დაკავშირებული . არტერიის, სისხლძარღვის და ნებისმიერი ორგანოს დაზიანება, ასევე პოლიპი, მიომა, კისტა და სხვა ასეთი წარმონაქმნები , ამინომჟავების დეზორგანიზაციის შემდეგ— უჯრედული მატრიქსის ბადის მოშლაა. არასრულფასოვანია ნებისმიერი სამედიცინო გადაწყვეტილება და დანიშნულება, თუ ის ამინომჟავების დეტალური გააზრების ფონზე არ წყდება. რადგან, ამინომჟავები ექიმებს ესაუბრებიან, თუ როგორ აცოცხლონ დიდხანს პრობლემური ადამიანები .ერთი ამინომჟავის ინდივიდუალურად დეტალური გარჩევაც კი დიდ დროს და შრომას მოითხოვს. მაგრამ, ეს არის ყველაზე სწორი და რეალური გზა ადამიანის სიცოცხლისთვის.
13–პროსტაგლანდინები. მათზე დეტალურად ვისაუბრე გარეუჯრედული მატრიქსის სტატიაში. ჩვენი მედიცინის ზოგ რგოლში ეს უკიდურესად სასიცოცხლო , ღერძული ნივთიერებები უცხოპლანეტელებივით უცნობი არიან . ადამიანთა სიცოცხლისათვის უმოკლესად ისევ განვიხილავ . მათი ნორმიდან გადაცდომა არა მარტო ასუსტებს ჰიპოფიზს ,არამედ ,მის ატროფიას ახდენენ და თანდათან აქრობენ. პროსტაგლანდინების ფუნქციებია—1–კუჭ-ნაწლავის დაცვა დიზბაქტერიოზისგან , ანთებებისგან , წყლულებისგან და კიბოსგან.2–თრომბის შექმნის პროფილაქტიკა.3–თირკმლის გამართულად ფუნქციონირება.4—ანთებების ,ცხელების ,ტკივილის პროფილაქტიკა.5–ჰორმონების გადაცდომისგან და შესაბამისად სიმსივნეებისგან დაცვა. პროსტაგლანდინებს გააჩნიათ ამფიპათიური სპირალები, რომლებიც მათი ნორმის დროს , ყველა ორგანოში უჯრედის და სისხლძარღვის გარსს ანმტკიცებენ და იცავენ გახეთქვისგან, ინსულტისგან, ინფარქტისგან, უეცარი სიკვდლისგან. მათი წარმოქმნა არაქიდონის მჟავასთან დაკავშირებული რეაქციებიდან იწყება. პროსტაგლანდინებს გააჩნიათ სიცოცხლის დამჭერი ორი მთავარი ცენტრი.ეს ორი ცენტრი იმდენადაა სიცოცხლის შემანარჩუნებელი და სიკვდილის ამცილებელი,რამდენადაცაა აქტიური მათი ციკლოოქსიგენაზა და პეროქსიდაზა. ჰემოგლობინის წარმოქმნის პროცესი პეროქსიდაზების გარეშე ვერ მოხდება.იხილეთ ჩემი სტატია-პეროქსიდაზები. მათ მომდევნო ნაწილებში ისევ დავახასიათებ. ყველა ტიპის ანემია პეროქსიდაზების პრობლემაა. პროსტაგლანდინები თუ ნორმაში არიან ,საჭიროების დროს კუმშავენ კუნთებს მაგალითად-მენსტრუაციის, მშობიარობის დროს და ზედმეტ სისხლდენას ააცილებენ. ისინი ჰიპოფიზის გავლენით მშობიარობას უსაფრთხოდ და გართულების გარეშე ატარებენ. მელოგინეს იცავენ ბევრი გართულებისგან ,მათ შორის ატონიური სისხლდენისგან.ვისაც ჭარბსისხლიანი მენსტრუაცია აქვს, მას მოშლილი აქვს პროსტაგლანდინები . მას აუცილებლად ექნება ჰორმონული გადახრები და უმკურნალობით ან არასწორი მკურნალობით—სიმსივნის შანსები. ასევე, იცავენ კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსებს-აგრესიული ფერმენტებისგან და მჟავებისგან და ამით ხელს უშლიან წყლულების და სიმსივნეების შექმნას . წყლული ან ეროზია ყოველთვის არის, სხვა მიზეზებთან ერთად, პროსტაგლანდინების დაზიანების შედეგი.სხვადასხვა ორგანოს ქრონიკულ ანთებებს იწვევს კონკრეტული პროსტაგლანდინის მატება. მაგალითად, PGI2 იმატებს გულის და სახსრების დაზიანების დროს. ყველა მნიშვნელოვანი დაზიანების და სიმპტომის დროს შესაბამისი პროსტაგლანდინი მომატებულია .მათი დარეგულირება სიმჟავის ბოლომდე მორჩენაა. ქრონიკული დაავადებების და კიბოს დროს მათი გადახრებია,რაც ამძიმებს მდგომარეობას. პროსტაგლანდინების ნორმის დარღვევაა—უნაყოფობა, ენდომეტრიოზი, თვითნებური აბორტი, ეკლამფსია, ართრიტი, ალერგიები, ეგზემა, ასთმა, თვალის პრობლემები,სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, გულის დაავადება,ინფარქტი ,ინსულტი,კანცეროგენების გაავება და სიმსივნეები, გლაუკომა და სხვები. მაგალითად, ენდომეტრიოზი იმიტომ მიდის ქალური ტიპის სიმსივნეებამდე, რომ ლოკალურად ხდება აღქმა და მიზეზის სათავო აქცენტი პროსტაგლანდინებზე არ არის. პროსტაგლანდინები მუდმივად არ წარმოიქმნებიან. ისინი იქმნებიან ,მხოლოდ ,ანთებების და ჰორმონალური მოშლების დროს, რომ ადამიანს მორჩენაში დაეხმარონ. ადამიანი უძლურდება მათი ნორმული პროდუქციის გარეშე ,განსაკუთერებით ავადმყოფობების დროს. ისინი როცა ნორმაში არიან ადამიანის უჯრედებსა და ცვლებს ერთმანეთთან აკავშირებენ და აჯანმრთელებენ. მაგრამ, თუ მომატებული არიან ,ამას ბიოქიმიურად მახინჯად აკეთებენ. ამიტომ, ნებისმიერი დაავადების დროს სასიცოცხლო და მთავარი მშველელია— მომატებული პროსტაგლანდინის ნორმაზე ჩამოყვანა, რაც არის სიცოცხლის და გაჯანმრთელების მთავარი პირობა. პროსტაგლანდინი E ერთი F ის მომატება იწვევს ღებინებას და ნაწლავურ აშლას. გადახრილი E და I 2 ბლოკავენ კუჭის მჟავის სასიცოცხლო ქმედებებს ,რომელიც იცავს კუჭ-ნაწლავს დაავადებებისგან და კიბოებისგან. E და F თუ ნორმაში იქნება , მშობიარობა ფიზიოლოგიური და სრულად უმტკივნელოდ მოხდება. E– ს მატება ყველა ანთებად გამონაჟონშია და შეშუპებას და ტკივილს იწვევს. პროსტაგლანდინი E 14 და E 2ის გადახრა უშუალო დამზიანებლად ითვლება ჰიპოფიზის და ფარისებრის. მათი გადაცდომა ჰიპოფიზის ფუნქციებს კეტავს და დაავადებების დამძიმების და ხშირად სიკვდილის მიზეზია. ისინი მჭიდროდაა დაკავშირებული აკატეჰესთან ანუ ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან. აკატეჰეს დაქვეითება ან მატება მძიმე ჰორმონული გადახრებია ჰიპოფიზში, ფარისებრში და თირკმელზედა ჯირკვალში. მედიცინა მტკიცედ ამბობს— აკატეჰე რაც უფრო ქვეითდება, მით უფრო კარგავს ქალი სიცოცხლის შანსს. მედიცინის პოსტულატია და მკაცრი გაფრთხილება—– ძალიან დაბალ აკატეჰეზე ქალმა სწორად თუ არ იმკურნალა, მას სიცოცხლის შეზღუდვა ემუქრება. ეს ორი პროსტაგლანდინი ასევე აკონტროლებს ტემპერატურას .სამედიცინო განმარტებით ცხელება,თუნდაც ,37მდე ,ეს ჰიპერთერმიაა ,ლეიკოციტების და ციტოკინების ზეგავლენით .მეორე განმარტებით ცხელება -ენდოგენური პიროგენების გამრავლებაა ანუ ორგანიზმთან ერთად მცხოვრები მიკრობების,რომლებიც იმუნიტეტის დასუსტების დროს ახდენენ პროსტაგლანდინ ე 2 ის ჭარბწარმოქმნას ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსში . ამის შედეგად კი სიცხეებია. ხოლო 36 და 5 ის ანუ ნორმალური ტემპერატურის ქვევით, მითუმეტეს 36 -ს დაბლა სიცხეები, თუნდაც პერიოდულად, ჰიპოფიზის და პროსტაგლანდინების უკიდურესი გადაგვარებაა . პროსტაგლანდინები მთავარი მაკონტროლებლებია—-თრომბის წარმოქმნა არ წარმოქმნის,წნევის ნორმის, შარდის ნორმული გამოყოფის , ფიზიოლოგიური მშობიარობის,გულ-სისხლძარღვთა სპაზმის, სიმსივნეების აცილების. არცერთი ქალი არასოდეს არ დაიღუპება მშობიარობის დროს, თუ ჰიპოფიზი ჯანმრთელი აქვს და შესაბამისად,ამ დროს პროსტაგლანდინები ნორმაში წარმოიქმნებიან .დადასტურებულია მეცნიერულად —თრომბი არ იქნება თუ პროსტაგლანდინი PJISP ნორმაში დარჩება. პროსტაგლანდინები სულ წარმოიქმნებიან ადამიანში დაწყებული ბაქტერიული პროცესების გასანეიტრალებლად. ორგანიზმი ბოლომდე ისე არ უნდა დააზიანო—— არასწორი რეჟიმით,არასწორი კვებით, არასწორი მკურნალობით ან მკურნალობის გარეშე,სამყაროდან და ღვთისგან საშველად მოვლენილი პროსტაგლანდინები მძიმე დაავადებების და ჯანმრთელობის პრობლემების დროს, პირიქით დამზიანებლები რომ აღმოჩნდნენ.
14-ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორის დაზიანება ჰიპოფიზის პრობლემაა. ფილტვის ანთების ანთებად გამონაჟონს რომ ააშრობ,შემდეგ ეს ფაქტორი უნდა აღადგინო,რომ დაზინებულ ადგილზე ფილტვის ახალი ჯანმრთელი ქსოვილი წარმოიქმნას.ასევე ხდება სხვა ორგანოების ანთებების დროს.ეს ფენომენი უძლიერესი იმუნური ფაქტორია .მისი დარღვევის დროსაა—თანდაყოლილი დეფექტები, მძიმე ანთებები ,სიმსივნეები , დაავადებების გაქრონიკულება და სხვა.ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს ,ის მაინც მოკვდა.მაგრამ ,თევზმა სასწაულები მოახდინა.ზებრა თევზის ფიბრობლასტები ქმნიან ცილებს,რომლებიც აღადგენენ არა მარტო ქსოვილის უჯრედებს, არამედ მის სიგნალებს. სწორი ნეიროტრანსმიტერული სიგნალების აღდგენის გარეშე ,არცერთი დაავადება ბოლომდე ვერ რჩება, მითუმეტეს, სიმსივნეები . რადგან, ახალი, ჯანსაღი ქსოვილები ვერ წარმოიქმნება. მედიცინა ბოლომდე დაზიანებულ გულს უკვე ცვლის. აღარ იქნება ამით ასე ხშირი სიკვდილობა .იქმნება მედიკამენტები ,რომლებიც ზებრა თევზის უჯრედებისგანაა. ფიბროზებს ექიმები ვშლით, ბევრი საფეხურის შემდეგ პეპტიდური ბადის ახალი ქსოვილის შექმნით და აღდგენით. ამ პრეპარატების დახმარებით ეს პროცესები დაჩქარდება. რეგენერაცია ანუ ქსოვილების თავისით აღდგენა და ახლის შექმნა ადამიანებში ნელა და ხანმოკლედ მიმდინარეობს .თევზებში კი დიდხანს გრძელდება.
15—ყველაზე გამოუსწორებლად ჰიპოფიზს აზიანებს არასრულფასოვნად ნამკურნალები ტვინის შერყევა.რომლის სტანდარტული მკურნალობის სქემა უკიდურესად მოძველებულია და ტვინის დაცვას ვერ აკმაყოფილებს.
კიდევ რამ შეუწყო ხელი ჰიპერთიროიდიზმის გამრავლებას
ის რომ მთელი ქვეყანა იოდის მოშლის ენდემიური კერაა და ეს ჩიყვი ს გავრცელების და ფარისებრის უკიდურესი დათრგუნვის ბაზისია ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე.
ამიოდარონი შედის ფარამაკოლოგიურ ჯგუფში—ანტიანგინალური პრეპარატები.იგულისხმება გულის ანგინა და ანტიარითმული საშუალებები.მისი წამლები შეიცავენ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს.ის ინიშნება არითმიის და ტაქიკარდიის უკიდურესი ფორმების დროს ,როცა სხვა საშუალებები ვერ მოქმედებენ. საშიში ნივთიერებაა .თუ ზუსტი დოზა არ იქნება, სასიკვდილო და მძიმე გართულებები აქვს.ინიშნება კრიტიკული ტაქიკარდიის და არითმიის დროს,რომლებიც უხშირესად ვოლფ–პარკინსონ—უაიტის სინდრომთანაა დაკავშირებული. ინიშნება წინაგულების თრთოლვის და ფიბრილაციის დროს,როცა სხვა პრეპარატები უმოქმედოა.ანუ სიკვდილსაშიში არითმიის და ტაქიკარდიის დროს მხოლოდ სტაციონარის პირობებში.მისი დოზის სიჭარბე სიკვდილით დამთავრებულა.მაგალითად, მედიცინის ისტორიიდან ,ბავშვებში განვითარებულა ჰასპინგ სინდრომი კოლაფსით. ამიოდარონის არასწორი დოზები იწვევენ ჰიპერთირეოზს .სტატისტიკურად ხშირია ამიოდარონის პრეპარატებისგან ჰიპერთირეოზები. ნებისმიერი წამლის დოზის სტანდარტს კი უნდა გაყვეს ექიმი, მაგრამ დოზის საბოლოო დასტატუსება უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით. ამ რიგის პრეპარატია ასევე ამიოკორდინი და სხვები.
ორი საუკუნეა ქართული მედიცინის ტკბილ პრეპარატად ითვლება კორდარონი და მისი რიგის გულის პრეპარატები. თითქმის აქამდე ,სანამ ახალი მედიკამენტების ტალღა არ შემოვიდა .წინა საუკუნის ქართველობის აბი გლუკოზა იყო გულის პრობლემების დროს.ხალხმაც შეიყვარა და ექიმებმაც. გულით დაავადებულებისთვის, თანმხლებ, ჩანთის წამლად იქცა.მისი შემადგენლობა ზუსტად იგივეა რაც ამიოდარონის .ანუ ამიოდარონის ჰიდროქლორიდი—-ანტიარითმიული , ანტიიშემიური და ტაქიკარდიის საწინააღმდეგო.აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას.მაგრამ, ის ძლიერ დამზიანებელია ფარისებრის პრობლემების დროს.კორდარონის და მისი რიგის პრეპარატების ქრონიკულად მიღებამ , რაც უხშირესი იყო ქართულ სამედიცინო რეალობაში, დიდი როლი შეასრულა ჰიპერთირეოზის რიცხვის გაზრდაში.თუ ფიცხი და ადვილად აგზნებადი ნერვული სისტემა გაქვთ ,ამიოდარონის შემცველ ამას და სხვა პრეპარატებს მოერიდეთ, რადგან ისედაც მიდრეკილი ხართ ჰიპერთირეოიდიზმისადმი. რადგან, ადვილად აღელვება ანუ ადრენალური სინდრომი ჰიპერთირეოიდიზმის ბაზისია. იოდის გადაჭარბებას ასევე ხელს უწყობს სხვა პრეპარატებიც, რაც ადრე დეტალურად განვიხილე. გაგრძელება იქნება მომდევნო ნაწილებში.