რქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის განცხადებით, “რუსეთი ეცადა და ეკლესიაში ჩააქრო შუქი”.
მამა დოროთე ყურაშვილმა ამბიონიდან მრევლისთვის მიმართვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არა პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერევა.
მისი აზრით, “არცერთ წმინდა მამას არ ექნება ნათქვამი, რომ ამბიონიდან პოლიტიკური ქადაგება არ შეიძლება”.
”მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა ეცადა და ჩააქრო შუქი ეკლესიაში, შუქი ჩააქრო, სიბნელე უნდა. ესეთი პროპაგანდა მიდის, რომ ჩემზე რომ ითქვა თუნდაც, რომ პოლიტიკური ქადაგებები და რაღაც, ეს თვითონ პოლიტიკური ქადაგებები არცერთ წმინდა მამას არ ექნება ნათქვამი, რომ ამბიონიდან პოლიტიკური ქადაგება… იმიტომ, რომ პოლიტიკა არც ერქვა არასდროს, ძალიან ახალია პოლიტიკოსი, ადრე იყო მეფე, მოურავი, ვეზირი, თავადი და პოლიტიკოსი არავინ არ იყო, იყვნენ საზოგადო მოღვაწეები. პოლიტიკა თვითონ სიტყვა ნიშნავს საზოგადოებრივ ურთიერთობას. არისტოტელე რომ ამბობს, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია, ნიშნავს, რომ ადამიანი არის საზოგადოებრივი არსება, რომელსაც საზოგადოების გარეშე გადარჩენა არ შეუძლია.
ეკლესიის ამბიონიდან, ტაძრის ამბიონიდან მე საზოგადოების გადარჩენაზე, საზოგადოების ხსნაზე რომ არ ვისაუბრო, ეს მე არავისგან არ გამიგია, დღეს მესმის ეკლესიაში თითქოს მე პოლიტიკაში ვერევი, არ ვერევი პოლიტიკაში. საზოგადოების ცხოვრებაში ვერევი,” – თქვა მამა დოროთე ყურაშვილმა.