“ვინც კი აზროვნებს, ყველა ან ქუჩაშია, ან პროტესტშია” – ამის შესახებ არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერში ძალიან ბევრმა ადამიანმა იგრძნო, რომ ის ქვეყანას სჭირდება და ეს ადამიანები, მიუხედავად პრობლემებისა, გახარებულები არიან, რომ ამ დროში დაიბადნენ.
”ძალიან იშვიათად არის, ერში ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, რომ ადამიანები, პიროვნებები იგრძნობენ, რომ ის სჭირდება ქვეყანას. ეს იგრძნო ბევრმა, ძალიან ბევრმა იგრძნო, რომ ის სჭირდება ქვეყანას – თუ არა მე, აბა ვინ. ასეთი ადამიანები ერთის მხრივ ძალიან შეწუხებულები არიან, მაგრამ მეორეს მხრივ გახარებულები არიან იმ მხრივ, რომ მათ მოუწიათ ამ დროს ცხოვრება, მიუხედავად ამ პრობლემებისა, ამ დრომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოაჩინა.
ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ ეს მოვლენები რომ არ ყოფილიყოო, თქვენ ხომ არ გამოჩნდებოდით და თქვენ არ გაგიცნობდით, თქვენ არ მეცოდინებოდით და რა ბედნიერებაა, რომ გამოჩნდით და რამდენზე მითქვამს მე, რომ მე ხომ არ მეცოდინებოდით, რომ ასეთი მოაზროვნე ხართ და ასეთი კარგი.
ძალიან დიდად მოაზროვნე ადამიანები, მე იმიტომ მჯერა გამარჯვების, რომ ვინც კი აზროვნებს, ყველა ან ქუჩაშია, ან პროტესტშია, ან აპროტესტებს,” – განაცხადა არქიმანდრიტმა.