კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის შესახებ შეიცავს არსებით უზუსტობებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებსა და მანიპულაციურ ინტერპრეტაციებს, რაც საზოგადოებაში არასწორი აღქმის ფორმირებას უწყობს ხელს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროექტი არ უკავშირდება შენობის გარე ფასადის ცვლილებას, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გარე პერიმეტრის მოწესრიგებას.
სამწუხაროა, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად საზოგადოებაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას
ნათქვამია, ოზურგეთის მერიის მიერ – საკუთარ ფეისბუკ გვერდზე – გავრცელებულ ინფორმაციაში;
დიდი ალბათობით, ოზურგეთის მერიამ, ტვ “პირველის” კორესპონდენტს, ნატო გოგელიას უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია;
ოზურგეთის მერმა გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციული შენობა და მიმდებარე ტერიტორია უნდა შეცვალოს და ტენდერიც გამოაცხადა _ 213 656 ლარი დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერის და მისი თანამშრომლების იზოლირებაზე
არადა, ამ შენობის ფასადი, 2022 წელს გაკეთდა და ასიათასობით ლარიც დაიხარჯა

ეჭვი მაქ Paata Kunchuliaს, ყოფილი მერის, Avtandil თალაკვაძის აუტანლობა აქვს
სხვანაირად ვერ ვხსნი, რატომ დაერია კუნჭულია თალაკვაძის გაკეთებულ ობიექტებს, როცა ქალაქში უამრავი, სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემაა მოსაგვარებელი

ეს ის ქალაქია, სადაც ყველა ქუჩა გადათხრილი, სადაც ადამიანებს სოციალურ დახმარებაზე უარს ეუბნებიან, სადაც გზებზე სახიფათო ორმოები, სადაც ბავშვები მოედნების განახლებას ითხოვენ….
უფრო მეტს, რათქმაუნდა გაიგებთ ტვ პირველზე
პ.ს. მერი ისევ დუმილის რეჟიმშია და იმედი მაქვს, ოზურგეთელებს, განცხადებით მაინც აუხსნით, ბატონო პაატა, რასთან გვაქ საქმე და რატომაა მერიის შენობის შეფუთვა და გალამაზება გზების დაგებაზე მნიშვნელოვანი
პ.პ.ს. კიდევ ერთი ამბავია აქ _ ეჭვი მაქ, ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელ საკრებულოს თავმჯდომარეს “უჩალიჩებენ” _ David Darchia ჯერ ხომ ცოლმა გამოკეტა “გარაჟში” და ახლა მერი კეტავს სარკოფაგში
დაწერა გოგელიამ;









