გურიის მოამბე

მარინა ტოტოჩავა-აუცილებლად დიდხანს იცოცხლებს ადამიანი, თუ ექიმი მას ჰორმონების დისბალანსს ნატურალური ფორმით მოუგვარებს

რატომ არ უნდა ჭამო რვაფეხა გამრავლების დროს.
რა ფსიქოლოგიური შტრიხები აქვს და რით განხვავდება ადამიანებს შორის სექსი რვაფეხების სექსისგან.
სამყაროსგან ,ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლის მტკიცე გარანტი——— ჩადებულია მისი ჰორმონების ბალანსში.
აუცილებლად დიდხანს იცოცხლებს ადამიანი, თუ ექიმი მას ჰორმონების დისბალანსს ნატურალური ფორმით მოუგვარებს.
მარინა ტოტოჩავა
ამ თემის ძალიან მოკლე განხილვის დროს, მხოლოდ ინფორმაციული მიზანი მაქვს. რადგან, ფსიქოლოგიურ და ნევროლოგიურ ჭრილში მისი გაანალიზება ძალიან შორს წამიყვანდა. ყველას სმენია რვაფეხაზე, რომ ის ძალიან და ხან ადამიანზე ბევრად უფრო ჭკვიანია.მას შეუძლია სპორტული და პოლიტიკური პროგნოზები გააკეთოს და ეს მოგანიშნოს. რვაფეხა მოლუსკების ოჯახიდანაა. მისი ანატომიური თავისებურება შემდეგნაირია—— თავის მიდამოდან გამოდის 8 ხელი, რაც ადრე მეცნიერებს ფეხები ეგონათ და ზოგ ადამიანს ახლაც ასე ჰგონია. რვაფეხას კოგნიტური თავისებურებები მართლაც პოლისემანტიკურია და სამყაროს გონიერების ცენტრად აღიქმება.მისი შემეცნების არეალში ყველაზე მეტად დომინირებს ფიქრების სიმკვეთრე, გონიერება და გამოკვეთილი ცნობისმოყვარეობა.ეს ცნობისმოყვარეობა, გამოხატულებით არისტოკრატულად დინამიკური და ზომიერია.ის არ ჰგავს ხამ, მდაბიო აღზრდის ადამიანს, რომელიც ყველაფერში ცხვირს ყოფს და ვერ კმაყოფილდება სანამ დეტალებს არ გაარკვევს. ადამიანთა ურთიერთობაში ზედმეტი ინტერესი და კონკრეტულობა—— მდაბიოობის გამოხატულებაა. მაგალითად, აღზრდის მანერების დეფიციტის მქონე გეკითხება——–ამაში რა მიეცი ანუ რა ღირდაო.ღირსეული ადამიანი სხვა ოჯახის ეკონომიკას და მისი განკარგვის სქემას არ ჩაეძიება. როცა ოჯახის პრინციპი მეცნიერებმა სოციოლოგიურ ასპექტში პირველად განიხილეს, ის სახელმწიფოს სისტემას შეადარეს. სხვისი ოჯახის ინტერესი და საკუთარის გამოფენაც გონიერება არ არის. რაც არ უნდა გონიერი, ალალმართალი, კეთილი და ზედმეტად გულწრფელიც იყოს ადამიანი, თუ ის ფსიქოლოგიურად ჯანმრთელია, თავის ყველა სულიერ განწყობას გარეთ არ გამოაფენს.როგორც ჩვენი ბრძენი წინაპრები იტყოდნენ ——–ყველაფერი როგორც არ იჭმევა, ისე არ ითქმება.
რვაფეხა გაკვირდება, ბევრს იგებს ადამიანზე , მაგრამ, როგორც ვთქვი, ამას მანერების თავშეკავებით აკეთებს.მიუხედავად იმისა, რომ მისი ცნობისმოყვარეობა ჰიპერტროფირებულია.მეცნიერებს ფართო კვლევები აქვთ რვაფეხაზე . მათ დაადგინეს, რომ რვაფეხები გემოს და სუნებს ძალიან მკვეთრად აღიქვამენ და ერთმანეთისგან ანსხვავებენ. ანუ პანკრეასის ფსიქოლოგია მტკიცე აქვთ. სუნებზე პრობლემა და სუნების ვერ ატანა ქრონიკული ლატენტური პანკრეატიტით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ. მეცნიერები , რვაფეხების 300 ზე მეტ სახეობას აკვირდებიან.უპირველესად ისინი ,რვაფეხებზე ინტელექტის ინდივიდუალურ ვარიაციებს სწავლობენ . რვაფეხაზე დამკვირვებლების დასკვნით ,ისინი კანის ფერს იცვლიან. როგორც ჩანს, კანის ფერი იცვლება მათი ფსიქოლოგიური სტატუსების ცვალებადობის დროს.როცა რვაფეხა ნერვიულობს სისხლივით წითელი ხდება.თვალს თვალში გაგისწორებს და ხელებს გიშვერს. წადი შენი დედაც—–ის იდენტურ ვარიანტში. ნერვიულობის და გაბრაზების დროს, ის ზუსტად ისე იქცევა, როგორც ჰორმონალური ცდომის შედეგად ადამიანი, რომელიც ნერვული აგზნების სტატუსშია.ანუ ჰორმონალური გაავების დროს, ნერვული სტატუსებით ადამიანები და ცხოველები ერთმანეთისგან , თითქმის, არ განსხვავდებიან.
როცა რვაფეხა, ადამიანს თავისი საცეცებით ანუ ხელებით ეხება, ის ამით გაცნობის და ინტერესის რიტუალს ატარებს.როცა ის თეთრია ,მაშინ ნერვები მშვიდად აქვს და ამ დროს ადამიანებზე გონიერ დაკვირვებას ახდენს.რვაფეხას სიცოცხლე მაქსიმუმ 5 წელია. ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე, მას ახალგაზრდობის და ხანგრძლივი სიცოცხლის გენები, სირტუინის ცილები და სხვა ამ რიგის ანუ დიდხანს სიცოცხლის ფაქტორები ჭარბად არა აქვს. მისი მთავარი ღირსება და ძალა———–დიდი რაოდენობით ნეირონების რიცხვშია. რვა ხელის გამო, ნეირონული სისტემა უხვი აქვთ და ამიტომ რთულად აზროვნებენ და ადვილად გამოდიან ფიზიკური პრობლემებიდან. ანუ ძალიან ადვილად აღიდგენენ დაზიანებულ ჯანმრთელობას. ადამიანებში, რაც მეტი ჯანმრთელი ნეირონი ფუნქციონირებს, მით მალე აღდგება დაზიანებული ჯანმრთელობა.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რვაფეხებს აქვთ ინტელექტი. მათი ინტელექტის ტიპი და სტრუქტურა ადამიანების ინტელექტისგან განსხვავდება.სამყაროში ყველა არსებას რაღაც გონება , სხვადასხვა მოცულობის ტვინი და ინდივიდუალური აზროვნება გააჩნია. ყველა არსების ტვინის თავისებურებები სპეციფიკურია, ჭიანჭველადან—- სპილოს ჩათვლით. მაგალითად ,ძაღლები ———ჭკვიანები, მგრძნობიარეები , ერთგულები და კეთილები არიან. მათ ,ადამიანებზე ბევრად უფრო ძლიერი მადლიერების გრძნობა აქვთ.ისინი ბევრ ადამიანზე უფრო გონიერი და ადამიანური არიან . განსხვავებით ადამიანებისგან, რომელთა უმრავლესობას მადლიერების მეხსიერება სკლეროზული აქვთ. ძაღლი არასოდეს გივიწყებს სიკეთეს და თანადგომას. ძაღლს უფრო მეტად აქვს ადამიანის დაცვის და ემპათიის უნარი, ვიდრე ზოგ ადამიანს. თუ ადამიანს მეორე ადამიანის დანდობის, დაცვის და ურთიერთპატივისცემის უნარი გენეტიკურად არ უდევს ფსიქიკის შრეებში,მაშინ მას ამის სწავლება სჭირდება . მაშინ ადამიანს ამ მიმართულებით შემეცნება უნდა გაუძლიერო. ძაღლს კი ეს ინსტიქტურად აქვს.ეს მხოლოდ მცირე დეტალებია ძაღლების უნივერსალური ფსიქიკიდან. მაგრამ ,მაღალგანვითარებული ცნობიერებით , განყენებული აზროვნებით და ანალიზის მკვეთრი უნარით ცხოველები მაინც არ გამოირჩევიან.რითაც გამოირჩევა რვაფეხა.რვაფეხა აზროვნებს, გრძნობს, აანალიზებს. ბევრ ადამიანს ანალიზის უნარი არ გააჩნია და ტვინის მოცულობის შესაბამისად,მხოლოდ ზედაპირულად აქვს .რვაფეხას აქვს მკვეთრი შეგრძნებები და სამყაროსადმი დიდი ინტერესი .დიდი ბრიტანეთის კანონით რვაფეხა მგრძნობიარე პერსონაა. სხვადასხვა რვაფეხაში განსხვავებული ადამიანების ტიპაჟებს ამოიკითხავთ. მიუხედავად ტვინის მრავალფეროვნებისა მათი მორალური და სულიერი პორტრეტები ადამიანებივით განსხვავებულია.რვაფეხების სხვადასხვა ტიპებია ———კანიბალები, მშვიდები, მეტად ნერვიულები, გაწონასწორებულები,სუიციდისკენ მიდრეკილები, სტრესის და შფოთის ქვეშ მყოფები .ჩემი აზრთ ფსიქიკის ასეთი მოზაიციზმი დამოკიდებულია მათ გენურ მუტაციებზე და შესაბამისად, კონკრეტულ ჰორმონალურ სტატუსებზე .მიუხედავად ამისა, რვაფეხა ზღვის გონიერი ცხოველების ლიდერია.
ვფიქრობ რომ, ტვინის ნეირონების მოქმედებების სიზუსტით გამოხატულ შემეცნების უნიკალურობას,მათივე ნეირონების———-სიმტკიცე, დრეკადობა, სიმრავლე და მრავალფეროვნება განაპირობებს. ნეირონებზე ნევროლოგიურ ჭრილში რომ ვისაუბრო, ამ თემას დასასრული აღარ ექნება, იმდენად რთული და ღრმაა ეს ფენომენი. რვაფეხაში გამოვკვეთავ მხოლოდ——- ნეირონების სიმრავლეს,სასიცოცხლო აქტიურობას, შემეცნების სიღრმეს და მათი კედლის დრეკადობის მაღალ მაჩვენებელს .რვაფეხაში, როგორც უკვე ვთქვი,ნეირონების ჭარბი რიცხვი არის მიზეზი———-დაავადებებიდან ადრე გამოჯანმრთელების.
ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია——– არტერიის, ვენის, სისხლძარღვის ,კაპილარის ,ნეირონების კედლის დრეკადობაზე ,ტვინის ეპიფიზ ჰიპოფიზ ჰიპოთალამუსიდან მათი მართვის სიზუსტეზე და სიძლიერეზე. ადამიანი შეიძლება გენიოსი იყოს , მაგრამ ————-თუ ის დადამბლავებულია ან მეტყველების და მოძრაობის უნარის შეზღუდულობითაა დაბადებული ან აუტიზმის ურთულესი ფორმა აქვს ან ჰემორაგიული ინსულტი აქვს გადანატანი და სრულად ვერ ფუნქციონირებს , ასევე მიასთენია ან სხვადასხვა კუნთური მოდუნების რომელიმე პრობლემა აქვს——— მაშინ ის ვერ ავლენს თავის ტვინს სრულფასოვნად . რადგან ,მას მუშა ნეირონების რიცხვი ძალიან შემცირებული აქვს. ანუ რაც მეტი ჯანმრთელი და მუშა ნეირონი აქვს ადამიანს,მით ხანგრძლივია სიცოცხლე და მეტად ჯანმრთელია ის . ავიღოთ ადამიანის ტიპაჟი, რასაც ხშირად ვახასიათებ. ფსიქიატრიაში ამ სტატუსს ჰქვია—-სწავლული იდიოტი. ეს ტიპაჟი თავის დარგის გენიოსია. მაგრამ , ემპათიის გამოხატვის უნარი არა აქვს, ლურსმნის მიჭედებაც არ სურს, მეზობლის პრობლემაზე არ რეაგირებს,ცეცხლი რომ მოედოს მეზობელს საშველად არ ადგება, სხვისი პრობლემისადმი სრული უინტერესობა აქვს ,კომუნიკაციის უნარი დასუსტებულია , თავისთავში ჩაკეტილია. იმიტომ, რომ მისი ტვინი არ გამოირჩევა——-ნეირონების სიუხვით, დრეკადობით , შემეცნების სიღრმით . საერთოდ,კონკრეტულ დარგში განათლება დიდებულია , მაგრამ ,მას თუ შემეცნების უნარები და მყარი მენტალობა არ ახლავს—- ადამიანი ფსიქოლოგიურად სრულფასოვანი არ არის.ზედა თაობებს ჰქონათ ასეთი გამოთქმა—— ზედმეტად ნასწავლი ხალხი ხშირად სულელები არიან. ამაში გულისხმობდნენ დიპლომირებულ სპეციალისტებს დაქვეითებული შემეცნებით და არამყარი მენტალობით.
ადამიანის ნებისმიერი მწვავე ან ქრონიკული ტკივილი, მაგალითად—–თავის, კისრის,ხერხემლის, წელის,გულის,თირკმლის, ღვიძლის , მუხლის და სხვა სახსრის, ყურის, კბილის და სხვები, ნიშნავს , რომ ამ მიდამოებში ნეირონები დროებით ან სამუდამოდ ბლოკირებულია და ტვინიდან სიგნალები ვეღარ მოაქვთ. თუ ადამიანს რამე ტკივა, მას უპირველესად, ტვინის რომელიმე უბანი აქვს დაზიანებული. სხეულის ნებისმიერ ნაწილს ტვინის გარკვეული უბანი კურირებს და კვებავს.მიზეზებს სჭირდებათ მკურნლობა. გამაყუჩებლის თვისებების წამლები, ამ ტკივილებს ტვინს, მხოლოდ , დროებით ავიწყებენ. პერიფერიული ნეირონები კი თანდათან სამუდამოდ კვდებიან. არასრულფასოვანი მკურნალობით,პარალელურად , ტვინში ის უბნები კარგავს ფუნქციებს და კვდებიან, რომლებიც ამ მტკივნეულ ადგილებს კვებავდნენ და აინერვირებდნენ.
ჯანმრთელობის ხარისხი დამოკიდებულია გენერალ ტვინის უნარებზე და მისი კარგად გაწვრთნილი მრავალრიცხოვანი ჯარის ———-ნეირონების რაოდენობაზე ,მდგრადობაზე და აქტიურობაზე. სწორედ ამით გამოირჩევა რვაფეხა——–ბევრი ხელების გამო მას ურიცხვი ნეირონები აქვს და შესაბამისად, გონების მეტი სიმკვეთრე და სიმძაფრე. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ანუ მკვებავ გარემოს ——–რვაფეხა მინერალების ოაზისში ცხოვრობს. რაც განაპირობებს მისი ნეირონების კედლის დრეკადობას. სამყარომ ზღვის , განსაკუთრებით ,მცენარეული ბინადრები ადამიანებს მიუძღვნა ხანგრძლივი სიცოცხლისათვის. ქრონიკული დაავადების ან სიმსივნის დროს პაციენტის გაჯანმრთელების გარანტია ——-დანიშნულებაში ,ერთი მაინც ,ისეთი მედიკამენტი, რომლის შემადგენლობაში ზღვის ბინადარი მცენარეა. რადგან, ზღვის მცენარის იოდი ,ადამიანის ორგანიზმის იოდის ზუსტად იდენტურია და მისი მოქმედების ზომიერებას განაპირობებს. ამიტომ არის ხშირი ადამიანებში, ხელოვნური იოდით მიღებული —–ჰიპერთირეოზის და ჰიპოთირეოზის ჯანმრთელობისათვის დამანგრეველი მონაცვლეობა.
ნებისმიერი ორგანოს ჯანმრთელობა იწყება ტვინიდან. ტვინის წარმომადგენელი ყველა ორგანოში არის ნეირონები.ტვინის ბრძანება ორგანოებში მოაქვს ნეირონებს.ნეიროტრანსმიტერების სიძლიერე და სიმკვეთრე ნეირონების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ნებისმიერი აღდგენა დაავადებისგან ან ჭრილობისგან ,ნეირონების სიძლიერეზეა დამოკიდებული. რვაფეხას, ნეირონული სიძლიერის და სიუხვის გამო ხვლიკივით—- გაძლიერებული რეგენერაციის უნარი აქვს. მას შეუძლია დაკარგული ხელის მალე აღდგენა. სწორედ ამაშია ჭარბი და ვარგისიანი ნეირონების სასწაულმოქმედი ძალა. ადამიანის გამოჯანმრთელება ნეირონების აღდგენაზე პირდაპირაა დამოკიდებული.სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში ეს ძალიან იშვიათად ხდება.ანუ მკურნალობაში ნეირონებზე აქცენტირება.
ფროიდი იყო პირველი, რომელმაც დაინახა ნეირონების ნეიროპლასტიკურობა და მათი უმტკიცესი კავშირი——მეხსიერებასთან, შემეცნებასთან,ინტელექტთან და მოტორიკა—- კოორდინაციასთან.
მეცნიერები გამოყოფენ რვაფეხას თავდაცვით და თავდასხმის ხასიათების ადექვატურობას. ნეირონული მაღალგრძნობადობის გამო , რვაფეხას ,ტკივილის მკვეთრი აღქმა , დამახსოვრება და გაანალიზება შეუძლია. ის არასოდეს გაჩერდება იმ ტერიტორიაზე ,სადაც მას ატკინეს. მისი თვალის გუგა მართკუთხა ფორმისაა და ამის შედეგად ის ირგვლივ 340 გრადუსით ხედავს. ადამიანი კი, ირგვლივ 190 გრადუსით ხედავს.
რვაფეხას ხელებში ათასობით ნეირონ– რეცეპტორია ,რომლებიც გემოს შეგრძნებებს ადიფერენცირებენ. ძლიერი ვირუსების და ზოგი მძიმე დაავადების დროს,როცა იმუნიტეტი დაცემულია ,ადამიანში ვირუსი იმ მინერალების და ნივთიერებების მოქმედებას აპარალიზებს, რომლებიც მათი ნორმის დროს გემოს აღქმას განაპირობებენ . ეს ნივთიერებები გემოს აღქმას ახორციელებენ ნეირონ რეცეპტორებით. ანუ ძლიერი პრობლემის, რთული დაავადების დროს პათოლოგიური დარტყმების ეპიცენტრი ნეირონებია. ნეირონები ეპიფიზ—ჰიპოფიზ—-ჰიპოთალამუს—–პანკრეასის ჯარისკაცები და ინფორმატორებია. დარტყმის ეპიცენტრს მთავარ პათოლოგიურ კლინიკურ სურათში ნეირონების ბლოკირება ქმნის. ადამიანში——– იმუნურ, სტრესულ თუ ფიზიკურ დარტყმას,უპირველესად ნეირონები იღებენ . პროცესები დაავადებების დროს მაშინ უმჯობესდება, როცა ნეირონები აღდგენას იწყებენ.
რვაფეხას ლურჯი ფერის სისხლი აქვს.მას თვლიან ყველაზე ჭკვიანად უხერხემლოებს შორის.მისი ტვინი მთელი სხეულის წონაა .ცნობილი ფაქტებია——–რვაფეხები ხსნიან ბოთლის სახურავებს, გონიერად აკვირდებიან ახალ გარემოს,ფერებს უცებ იცვლიან ფსიქოლოგიური სტატუსის მიხედვით.
რვაფეხას სამი გული აქვს .როცა ის მიცურავს , ამ დროს მისი მთავარი გული გაჩერებულია .ადამიანს ერთი გული აქვს, მაგრამ ხშირად ის ადრე კვდება. რვაფეხას სამი გული აქვს და მაინც უფრო ადრე კვდება. გულის მარაგი სიცოცხლის ხანგრძლივობას არ განაპირობებს. ღეროვანი უჯრედების გადანერგვაც არ განაპირობებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას და კონკრეტული დაავადების ბოლომდე მორჩენას. მითუმეტეს , როცა ექიმს შეუძლია ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგზე , ბევრად უფრო ხანგრძლივი და ბუნებრივი შედეგი, ღეროვანი უჯრედების დასალევი ფერმენტების დამატებით შექმნას. რადგან, როცა დაიხარჯება გადანერგილი ღეროვანი უჯრედები, დაავადებაც აღდგება და ამის არაერთი მაგალითი გვინახია. ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი პირობაა———-ჰორმონალური სისტემა ნორმაში უნდა ფუნქციონირებდეს, რომ ადამიანს ყველა დაავადება მოურჩეს და დიდხანს იცოცხლოს. სხვა შანსი ხანგრძლივი სიცოცხლის, ამ სამყაროში არ არსებობს . რადგან, თავიდანვე , სამყაროდან ადამიანში, მისი ხანგრძლივი სიცოცხლისთვის ეს პრინციპია ჩადებული. არაექიმიც გამოიტანს დასკვნას, რომ სიცოცხლისათვის——————მთავარია მტკიცე და უხვი ნეირონები და უპირველესად ,ჰორმონული სისტემის მწყობრში ყოფნა.რადგან, სამყარომ ადამიანის და არა მარტო ადამიანის სიცოცხლის წყაროდ და მაკონტროლებლად ორგანიზმში ჰორმონები ჩადო.ხანგრძლივი სიცოცხლე პირდაპირაა დამოკიდებული ჰორმონების რიცხვზე და ბალანსზე.ის ექიმები, რომლებიც ნებისმიერ პაციენტში, ყველა ფაქტორებს ვაკონტროლებთ და უპირველესად, ჰორმონების გამოთვლით და დაბალანსებით ვმკურნალობთ,ასე ვაღწევთ დადებით შედეგებს.მიუხედავად შესაბამისი ანალიზების ქონა არქონისა, ამ სტილით მომუშავე ექიმები თითო პაციენტზე ღამეებს ვათენებთ ყველა ჰორმონის რაოდენობის და ამ მომენტისთვის არსებული თვისობრივი სტატუსის გამოთვლაში.ის ბუნებრივი მედიკამენტები, რომლებიც დაბერებას დიდხანს გადაწევენ და სიცოცხლეს ახანგრძლივებენ, უშუალოდ ჰორმონებზე დადებითად მომქმედი არიან და მათ ნატურალურ პოზიციაში აბრუნებენ.
რვაფეხა ითვლება მშობლის იდეალურ მაგალითად, მანამ ———-სანამ ჰორმონები აერევა.ეს უნდა იყოს მინიშნება მედიცინაზე. ადამიანი ან ავადდება ან შეცდომებს უშვებს ან ხასიათობრივი მანკები გამოუვლინდება ან აგრესიული ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მას ჰორმონული ფონი ერღვევა. ყველაფერი პრობლემური—- რვაფეხაში ,ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანში——- ჰორმონული სტატუსის დარღვევით იწყება.
რვაფეხას ინტელექტი მსოფლიო მეცნიერებას აოცებს. მას შეუძლია ——ფსიქოლოგიური სარჩულის გააზრების ფონზე აღიქვას ყველაფერი, მიხვდეს მომავალი საშიშროების შესახებ და გაშორდეს ამ ადგილს; ადვილად ,გონიერად და შედეგიანად დააბალანსოს ცხოვრებისეული სირთულეები. ვფიქრობ, რვაფეხა მარტო რომ ნადირობს ესეც ჰორმონალური ცდომის გამოვლინებაა. ადამიანს რომ აქტიური სიცოცხლიდან იზოლაცია სურს, კონტაქტური უნარები შეზღუდულია , არ აინტერესებს გარე სამყარო , არც მეზობელთან ურთიერთობა სურს ,არც მეგობრებთან, სხვისი სიხარულის გაზიარება არ შეუძლია, შურით და ბოღმით შეპყრობილია,შურისძიების გარეშე ბოღმებს ვერ ანეიტრალებს—– ეს ჰორმონების დეგრადირების მაგალითია. ახლა კომუნიკაციების მეტი საშუალებებია .ადრე ,დემენციას და ალცჰაიმერს მაშინვე ვცნობდით. გაზეთების კითხვის აზარტულად მოყვარული ხალხი, კითხვას თავს ანებებდნენ .
ჰორმონების არევის პერიოდში რვაფეხას აქვს პათოლოგიური გამოვლინებები ,რაზეც მისი ფსიქო-ნევროლოგიის მეტი შეფასება უნდა მოხდეს , თუნდაც იმიტომ ,რომ ფსიქოლოგიური შტრიხებით ის და ადამიანი ძალიან ჰგვანან. რვაფეხას ხელები ,როგორც ვთქვი,უამრავ ნეირონს შეიცავს. გარდა უზარმაზარი ტვინისა მისი პლასტიკური აზრები ნეირონების სიუხვის და დრეკადობის ხარჯზეა. რვაფეხას კოგნიტური უნარები ცხოველთა შორის ყველაზე მაღალ დონედ შეფასდა მეცნიერებისგან.ეს უნარები მეცნიერთა შეფასებით——–ინტელექტის ზოგ სტრატეგიაში ,ადამიანების ტვინის შესაძლებლობებსაც უსწრებს.რვაფეხას ტვინი ურთულესია. მაგრამ ,ყველაზე ძლიერი ტვინიც კი შეიძლება გაასულელოს და გაამარტივოს ძლიერმა ჰორმონულმა ცდომებმა. ჰორმონული ჰარმონია ყველაზე მეტად ირღვევა ——–სექსის დროს, გამრავლების პერიოდში,სექსის დეფიციტის დროს, მომწიფების პერიოდში, გადამწიფების პერიოდში მენოპაუზის დროს ,რთული დაავადებების დროს . ჰორმონული დისბალანსი ყველა დაავადების მთავარი მიზეზი და სათავეა .ასეა ცხოველებშიც და ადამიანებშიც. მაგრამ ,რვაფეხებში ბუნებამ ეს ჩადო უფრო მკვეთრად ,ალბათ იმიტომ, რომ უფრო მეტად დავაკვირდეთ ამ მოვლენებს და ადამიანები დავიცვათ გართულებებისგან.
სექსის დროს რვაფეხას დიდტვინიანობა უკვე მთავრდება და ყველა საზღვარს სცილდება. სექსის დროს დედალი რვაფეხა, კაც——რვაფეხას ჭამს. რადგან, ძალიან არეულია უჭკვიანესი დედალი რვაფეხას ტვინი ჰორმონების გადაჭარბებისგან. საერთოდ, ადამიანშიც ჰორმონების სიჭარბეა მეტი აგრესიული პათოლოგიების გამომწვევი ,ვიდრე სიმცირე. ჰორმონების სიჭარბე—— სიმცირეზე ადამიანებში სიმსივნეები და სხვა დაავადებებია. მაგრამ , ადამიანებში სიჭარბე უფრო მძაფრ სიმსივნეებს და ჩივილებს იწვევს .მაგალითად, ადამიანებში იოდის სიჭარბეზე, უფრო აგრესიული სიმსივნეებია ,ვიდრე სიმცირეზე.
ქალ–რვაფეხასთან სექსის დროს მამალ რვაფეხას ცხოვრება უმართლებს, თუ მამალი მსუქანი და ფიზიკურად ძლიერია.რადგან, გამხმარ მამრს ქალი რვაფეხები ადვილად სანსლავენ და ყველა იმ ბოღმას ინეიტრალებენ, რაც კაცი რვაფეხებისგან შეურაცხყოფა ან უხეშობა ადრე მიუღიათ. ქალი რვაფეხა ყოველთვის მსუქანია.მამრები კი უმეტესად გამხდრებია. ვარაუდია, რომ გამხმარმა მამრმა, მსუქან დედალს სიმსუქნეზე დასცინა. თუმცა ამაშიც დევს რაღაც ტვინიერი . საერთოდ, ადამიანებში სიმსუქნეზე დაცინვა დიდი კოგნიტური დისონანსის და მენტალობის სისუსტის გამოხატულებაა. მითუმეტეს ,პათოლოგიურად მსუქნების დაცინვა, რომელიც არა სიმახინჯე ,არამედ ლეპტინის და ადიპონექტინის მძიმე მოშლაა ანუ რთული დაავადებაა. ამ სივრცეში ასეთ მაგალითებს ხშირად ვხედავთ. ერთი დადებს პათოლოგიურად მსუქანი, დაავადებული ქალის სურათს და ყველა მენტალურად გამოფიტული ადამიანი ამ პრობლემური ქალის ვიზუალს,ადამიანური ემპათიის მაგივრად— დასცინის ანუ ფსიქოლოგიურად ანძრევენ და ტვინის ფსიქიკურ შრეებში განტვირთავენ მათი ძველი თუ ახალი ბოღმების სანაგვეს. ჩემი აზრით, დაცინვა ტვინის მიკროკრუნჩხვაა, როცა ნაკლები მოცულობის ტვინის მქონე ფსიქოლოგიურად არასრულფასოვანი ადამიანი, თავისი ფსიქიკის ჭუჭყიანი შრეების გამორეცხვას, ამით თვითდამშვიდებას და დაგროვილი ყველა ძველი ბოღმის განეიტრალებას ცდილობს. არასოდეს არ ახასიათებთ დაცინვა, თუნდაც მცირე ჩაცინება , განვითარებულ და კულტურულ, სრულფასოვანი ზომის ტვინებს. დაცინვა—- საკუთარი ფსიქიკური ნაგვისგან განტვირთვაა უდანაშაულო ადამიანის ხარჯზე.ამიტომ ითვლება ცოდვის სახეობად და სამყაროს ბალანსის კანონი, დამცინავს სხვა მხრიდან, მაგრამ, ყოველთვის ,მკაცრად უბრუნებს პასუხს.
ნებისმიერი წონის ყველა ადამიანი—- ქალი ულამაზესია .მითუმეტეს ,თუ ის სუფთა და ახალდაბანილია. ყველა გენიალური მხატვარი ჭარბწონიან ქალებს ხატავდა, როგორც სილამაზის სიმბოლოს. მთავარი ის კი არ არის ხარბი თვალი რას ხედავს. მთავარია მაღალგანვითარებული ლამაზი სული რას ხედავს და როგორ აღიქვამს. ყასაბი ხომ არ ხარ, ქალის ხორცი რომ აწონო. ჭარბწონიან ქალს უხშირესად იმიტომ დასცინის კაცი, რომ ამ კაცის ფსიქოშრეებში დაფლულია შიშის ფენომენი. ის ამ დროს ქალის უპირატესობას გრძნობს .დაცინვით კი თავისი ჩაკირული შიშის დამალვას ცდილობს.ქალები მებრძოლ გმირებად იბადებიან. ნამდვილი ქალი ცხოვრებაში ყველა მძიმე შრომას და ტანჯვას აიტანს და გმირის მედალსაც არ ელოდება. ოღონდ ღირსება არ უნდა შეულახონ.ადამიანი- ქალი სამყაროში ყველაზე ერთგული და ამტანი არსებაა. ის მამაკაცის უამრავ ცუდ თვისებას არ იმჩნევს. ქალები სუქდებიან ზედმეტი შრომის და ოჯახზე ჭარბი განცდების გამო. ნებისმიერი ღირსეული ქალი ფსიქოლოგიურად პოტენციური მოძალადე ხდება წონის დაცინვაზე. კაცი რომ ქალს წონაზე დასცინებს ,ის კაცი ფიზიოლოგიურად ქალია. ადამიანის ნორმალურობა და ღირსების სიღრმე ფასდება სხვებთან დამოკიდებულებაში. კაცის ღირსების შეფასების სარკე და კრიტერიუმი ქალთან მოქცევის ზომიერებაა. ადამიანი მაშინ არის ადამიანი, თუ ის სუფთა გულით და გონიერი ტვინით მოქმედებს და არა გარე ინსტიქტებით, რომელი ინსტიქტებიც მას ჭუჭყიან ცხოველად აქცევს. ადამიანების ფსიქიკის ყველაზე გონიერი ამომცნობი—- იუნგი ამბობს ———–შენი ხედვა სუფთა გახდება მაშინ,როდესაც საკუთარ გულში ჩაიხედავ. ვინც იხედება მხოლოდ გარეთ, მას სძინავს.ვინც იხედება შიგნით——გამოღვიძებულია.
ვაგრძელებ რვაფეხების სექსის აღწერას .მამრი რვაფეხა სექსის დროს თავის სამოქმედო მოედანს და საკუთარ თავს გონიერად იცავს. მან იცის, რომ სექსი ან პროკრუსტეს სავარძელში მტკივნეულ ჯდომად უჯდება ან სიკვდილად. ამიტომ , მამრი ,სპერმის ჩასხმის დროს დედალ რვაფეხას ტანით არ ეხება. არამედ ,ამას აკეთებს საცეცით. რადგან, კაცი რვაფეხასთვის თავისუფალი სექსი და სიკვდილი ერთია.
ჰორმონალურად ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი რვაფეხა ,თავის ჩადენილ შეცდომას არასოდეს გაიმეორებს. ამით განსხვავდება ის ზოგი ქარაფშუტა ადამიანისგან .იმიტომ , რომ რვაფეხას ჯანმრთელი ნეირონების , დიდი მოცულობის ტვინის და ცხოვრებაზე გაძლიერებული დაკვირვების უნარის გამო განვითარებული ფსიქიკა აქვს. ადამიანს, რომელსაც განვითარებული ფსიქიკა არ აქვს ,უკულტურობა ყოველთვის მოეპოვება მარაგში . ხოლო მის ფსიქიკურ შრეებში შური და ბოროტების თესლი მუდამ ღვივდება. ამიტომ აოცებს მეცნიერებს რვაფეხა , მისი გამოკვეთილი დაკვირვების უნარის და საზრიანოს გამო.
რვაფეხა მდედრის ფსიქიკა შეშლილობამდე აგრესიის სტატუსს აღწევს , მხოლოდ ჰორმონალური გადახრების დროს.
ფროიდი ამტკიცებს, რომ აგრესია ადამიანის ფსიქიკის ბუნებრივი ნაწილია,რომელიც უშუალო კავშირშია სიკვდილის ინსტიქტთან. ის სასიცოცხლო ენერგიის უკუპროპორციულია და თვითგანადგურებამდე მიდის. მდედრი რვაფეხას ნეირონები ჰორმონული აშლისას ,აგრესიის გამოხატულებით ისე მოქმედებენ როგორც მოწამლულები. ასეა ადამიანებშიც. დაავადებების დროს, როცა ჰორმონები მკვეთრად გადახრილია, დაკვირვებული ექიმები გრძნობენ ——პაციენტების ნეირონები და ნეიროტრანსმიტერები ისე ფუნქციონირებენ ,როგორც მოწამლულები. მედიცინა ადამიანის მორჩენისას უფრო მეტად უნდა დააკვირდეს ნეირონების გაჯანსაღებას. ამაზე არის დამოკიდებული დაავადების გამოსავალი და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. არის ამინომჟავების ტიპები ,რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ადამიანის ქცევაზე , ტვინის ჯანმრთელობაზე , ნეირონების სიჯანსაღეზე და მათი კოორდინაციის უნარზე.გონიერი პაციენტი ყოველთვის ხვდება ამ ტიპის ამინომჟავების დადებით შედეგებს .ნეირონების მართვის გარეშე მკურნალობა ნაკლებად შედეგიანია .მითუმეტეს ,ქრონიკული დაავადებების და სიმსივნეების. რადგან, ამ დროს ნეირონების ძლიერი დეგრადაცია მიდის.
მედიცინაში ეს სტრატეგია წინა პლანზე მასიურად უნდა გადმოვიტანოთ. ვერ წარმომიდგენია, ნეირონების აღდგენაზე არ ვიზრუნო რთული ან ქრონიკული დაავადებების დროს. მეტად ჯანმრთელი მიტოქონდრია და ნეირონი ნიშნავს უფრო ბევრად ხანგრძლივ სიცოცხლეს .იხ .ჩემი სტატია ნეიროგენეზი.სადაც ნეირონებზე გაიგებთ ბევრად მეტს .
მაგალითად,თუ ნევროზის დროს , რომელიც ფიზიოლოგიური გადახრების პირდაპირი შედეგია, არ გამოვასწორებთ ცდომილ ფიზიოლოგიას და დამამშვიდებელს ან ანტიდეპრესანტს მწვავე პერიოდის შემდეგაც დავნიშნავთ და არ ვიზრუნებთ დაზიანებული ნეირონების აღდგენაზე, ეს იქნება ამ ადამიანის სიცოცხლის შემცირების დიდი ხელშეწყობა.
ჩვენი საამაყო ქართველის—-დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას,ფსიქოანალიზის ვარსკვლავად თვლის მსოფლიო ფსიქო-ნევროლოგია. ეს თეორია ვრცელია და ერთ მომენტს მოკლედ ვიტყვი ჩემი სიტყვებით.ამ თეორიის მიხედვით,აგრესია არ განიხილება, როგორც გენეტიკური ბოროტება.არამედ, ამ დროს ადამიანი ბუნებრივ პასუხს აძლევს დამაბრკოლებელ ვითარებას,რომელიც სასიცოცხლო მოთხოვნილებებს უბრკოლებს ცხოვრებაში.ეს ადამიანი სოციალური ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე ზომიერ ლტოლვას ცვლის—— თავდასხმით დაბრკოლებაზე.ანუ ამ დროს ობიექტური რეალობა და პიროვნების კონკრეტული სწრაფვა ერთმანეთთან შეჯახებულია .ფროიდის გარეშე მაინც არაფერი გამოვა ,ამიტომ დავამატებდი ჩემს პაციენტებზე ნანახი პრაქტიკიდან———–დაბრკოლებაზე ინდივიდის თავდასხმა მით უფრო ძლიერია , რაც უფრო მეტადაა მისი ჰორმონები გადახრილი.
რვაფეხა არის ანტიოქსიდანტების ოაზისი. ხშირად ვამბობ და კიდევ ვიმეორებ—ადამიანი მაშინ კვდება ან დაავადებები უმძიმდება, როცა ანტიოქსიდანტების რიცხვს გადაჭარბებს ოქსიდანტების რიცხვი. უპირველესად ,ა მ დროს ნებისმიერ ასაკში სისხლძარღვები და მიტოქონდრიები ბერდება და ნეირონები ჩლუნგდება. ანტიოქსიდანტები, ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან, კლავენ და აძევებენ. თავისუფალი რადიკალები————იწვევენ კიბოს და ქრონიკულ დაავადებებს,ბოლომდე აზიანებენ სისხლის უჯრედებს,შლიან დეენემს,კლავენ და ამცირებენ ღეროვან უჯრედებს,ამოკლებენ ტელომერებს, მწყობრიდან გამოყავთ ნეირონები.ყველაფერი ეს იწვევს ადამიანების ნაადრევ დაბერებას და სიკვდილს. თავისუფალი რადიკალებიდან განსაკუთრებით სასტიკი და ხშირი მკვლელია წყალბადის ზეჟანგი .
სხვა ბევრ ინდექსებთან ერთად,ოპაც——–საერთაშორისო კოეფიციენტს ანუ ოქსიდაციურ სტრესის ჯამს ,იმიტომ ვთვლი ყველა პაციენტში, რომ მისი მატების შედეგია კიბო და მძიმე ქრონიკული დაავადებები. გამოცდილი ექიმები, შესაბამის მედიკამენტებს მკურნალობის დროს მხოლოდ ანტიოქსიდანტებიდან არჩევენ.
მსოფლიო ფარმაციაში,ყველაზე ხარისხიანი , მაღალი დონის, შედეგიანი ნატურალური მედიკამენტები ანტიოქსიდანტების კატეგორიაში არიან.
რვაფეხა კაროტინოიდების წყაროა. როცა ექიმი კაროტინოიდებით დააბალანსებს ადამიანის ყველა ორგანოს ,მაშინ იწყება გაჯანმრთელება. როცა კაროტინოიდები ამუშავდებიან ორგანიზმში, ღვიძლი რეალურ სუნთქვას იწყებს და მაშინ ახდენს ის ტოქსინების სრულად ფილტვრას.
საჭიროების დროს რვაფეხა კომუნიკაბელურად აქტიურია .მაგრამ ,მას როგორც ბრძენს დიოგენესეული მარტოობა მაინც უყვარს. სავარაუდოდ ,ასე თავის რთულ ტვინს ასვენებს.
მეცნიერებს უნდათ ბევრი დასკვნა გამოიტანონ ამ საოცარ არსებაზე. ამიტომ ,მათ სურთ უფრო გააქტიურებული რვაფეხა ნახონ. მას კი ტვინის დასვენება უნდა და ხშირად დიოგენივით თავის კასრში წვება. მეცნიერებმა მას MDMA მისცეს , უფრო რომ გაეაქტიურებინათ. MDMA-ს მოქმედების პასუხია სოციალური ურთიერთობების სიუხვე.მისი მიღების შემდეგ რვაფეხები სამალავიდან გამოვიდნენ. უფრო ჩქარი სექსი გაახურეს და ერთმანეთს მეტი ალერსი დაუწყეს.ადამიანში MDMA SERT-ს ანუ სეროტონინის რეცეპტორს უკავშირდება .მისი სიჭარბის დროს სეროტონინიც ჭარბია და ადამიანი ჰიპერაქტიური ან ხშირი სექსისკენ მიდრეკილია.
როგორც ხშირად აღვწერ, სეროტონინი და დოფამინი ქცევის , შემეცნების და მენტალობის ხერხემალი და მიმართულების მიმცემებია.სეროტონინის სიჭარბეს თან ერთვის ჰორმონების მოჭარბება და შედეგად აგრესიები და სიმსივნეები. მეცნიერულად დამტკიცდა—-რვაფეხას და ადამიანს სეროტონინის ბიოქიმიის იდენტური ბილიკები აქვთ. ადამიანში——ჰორმონული გადაცდომების ფონზე სეროტონინი ჩქარდება , ასევე ნელდება. აჩქარებული სეროტონინი ნიშნავს——— მოჭარბებულ ჰორმონებს, აჩქარებულ რეაქციებს , სიმსივნის გაზრდილ შანსებს, მეტ აგრესიას , მეტ ბოღმას. დაბალი სეროტონინის დროს, სხვა ტიპის ,უფრო ლატენტური სიმსივნეებია. გიკვირთ ხან ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რატომ არის ასეთი ბოღმიანი. ბოღმა საწამლავია ,როგორც ფსიქიკის ისე ფიზიოლოგიის. როგორც ხშირად ვამბობ, ჯერ ფსიქიკა ზიანდება შემდეგ ფიზიოლოგია. დაზიანებული ფიზიოლოგია უფრო მეტად წამლავს ფსიქიკას. ადამიანი ანატომიურად არასოდეს ზიანდება თავიდან. ჯერ ცნობიერება ითრგუნება, ფსიქიკა დეგრადირებას იწყებს ,შემდეგ კი გადადის ზიანი ანატომია ფიზიოლოგიაზე.ამის საფუძველი ჰ ორმონების სიჭარბე ან სიმცირეა . მაგრამ ,სიჭარბის დროს ადამიანის დეგრადირება უფრო სწრაფად მიდის.
რვაფეხას გააგრესიულების დროს, სავარაუდოდ, სეროტონინი და შესაბამისად—–ნორეპინეფრინი , ადრენალინი და გლუტამატი რიცხობრივად სიჭარბის პიკს აღწევენ.ზუსტად ასეთი გადახრები მიდის ადამიანში, მსგავსი პრობლემების დროს .
გამრავლების დროს კვერცხის გამოჩეკის წინ მდედრი უცებ იწყებს შიმშილობას.ხან კი ქვაზე ტვინს არტყამს ან თავის ხელებს ჭამს.ეს სულაც არ არის გასაკვირი. ჭკვიანი ადამიანებიც ჰორმონების გადაცდომის შემდეგ განსაკუთრებით——ადრენალინის, ეპინეფრინის ,დოფამინის ,სეროტონინის, გლუტამატის, ნევროლოგიური მჟავეების და სხვების ცდომის შემდეგ ფიზიოლოგიური ნორმებიდან გადადიან და სიმსივნეები და სხვა მძიმე დაავადებები ემართებათ, მათ შორის ფსიქიკური დაავადებები. რადგან ,ამ ნივთიერებების სიჭარბისგან აგრესიულობა მატულობს.ამის მთავარი მიზეზი ჰორმონების გადაცდომაა.ქოლესტერინის სიჭარბე აძლიერებს ჰორმონების დისონანს . თუმცა ქოლესტერინის სიჭარბე კლასიკური მაგალითია ჰორმონების მოშლის. ანუ ქოლესტერინი არ მოჭარბდება ჰორმონების მოშლამდე. სათავეში—-ჰორმონული მოშლის ფონზე ემართებათ ადამიანებს ორგანოების დაზიანებები , სიმსივნეები და ფსიქიკური დაავადებები.სიკვდილის მთავარი მიზეზი ყოველთვის ——–ძლიერი ჰორმონული მოშლაა. მედიცინას მეტ სარგებელს მისცემს რვაფეხას ჰორმონული კვლევები.
დედა რვაფეხა თუ არ მოკვდა ,მაშინ ის შვილებს შეჭამს. მეცნიერების აზრით, გაავებული —–ტვინის ჰიპოფიზი, ეპიფიზი და მხედველობის ჯირკვალი რომ ამოჭრან რვაფეხა დაწყნარდება. ჰორმონების ასეთი გაავება რვაფეხას სიკვდილის საწინდარია.
ქცევა და ხასიათის ცვალებადობა ყოველთვის პირდაპირაა დაკავშირებული ჰორმონებთან და ძლიერდება შიმშილის დროს.როცა ბებერი ძაღლი ,რომელიც ვეღარ კონტაქტობს გარემოში ძაღლებთან და სახლში გაუთავებლად ტირის, ის ჰორმონების დაუკმაყოფილებლობის გამო მოთქვამს.საშუალო განვითარების ქალი ჰორმონული დაუკმაყოფილებლობის გამო ბევრს წუწუნებს სხვადასხვა თემებზე და ეკონომიკაზე. ადამიანები უამრავ სისაძაგლეს ჩადიან ჰორმონული დაუკმაყოფილებლობის გამო——–შურის, ბოროტების, შურისძიების,ბოღმის ნთხევის, გაუპატიურების, მკვლელობის და სხვა სახით.ნებისმიერი დაავადება ჰორმონების ცდომაა. არც კი გაცივდები, თუ იმ დღეს რომელიმე ჰორმონი მცირედ მაინც არ გადაიხარა. ყველა დაავადებას ჰორმონების ცდომა უდევს საფუძვლად. მაგალითად, აკნე ურთულესი ჰორმონალური დაავადებაა. სადაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები მკვეთრად გადახრილი და დაზიანებულია.
ჰორმონების გაავების პერიოდში ზოგ რვაფეხას ტოქსიკური ნერწყვი აქვს და მოწინააღმდეგეს ადამბლავებს. მდედრი რვაფეხა კვერცხს თავგანწირული იცავს,მაგრამ მშობიარობის შემდეგ კვდება. რადგან ,ჭარბი ჰორმონების მოგერიებით და განეიტრალებით გადაღლილი და გამოფიტული ჰიპოფიზი სიცოცხლის ბოლო მშობიარობას მართავდა. რადგან, ნებისმიერი სიკვდილი ნებისმიერ არსებაში ჰორმონების ძლიერი გადაცდომის მიზეზითაა. რომელსაც სწორი მკურნალობის გარეშე ვერცერთი არსება ვეღარ უძლებს ადამიანის ჩათვლით. ნებისმიერი დაავადების მთავარი მიზეზი ჰორმონების გადაცდომაა .პაწაწინა რვაფეხები დედის გარეშე იზრდებიან.
ადამიანი იმდენად არის სრულფასოვანი და ნორმალური,რამდენადაც ძლიერი, დაბალანსებული, ანალიტიკური ტიპის ტვინი აქვს,რომელსაც ჰორმონული გამოხტომების შეკავება დიდხანს შეუძლია. დაბალი დონის მედიცინის ფონზე ადვილად მოხარხარე ბრიყვი ადამიანების გარემოცვაში , მშობიარობის შემდეგ ბევრ ძალიან ჭკვიან ქალს გიჟის მარკა მიაკერეს.შესაბამისი მკურნალობის გარეშე,ჰორმონების მკვეთრ ცდომას ფარისებრმა და ჰიპოფიზმა ვეღარ გაუძლეს და ფსიქიკა შეცვალეს.
ფროიდის აზრით, რასაც დღეს ნებისმიერი გონიერი ექიმი პრაქტიკულად ხედავს,სტრესის ჰორმონების ნორმული რიცხვიდან გადაჭარბება ნეირონებს შლის როგორც ფუნქციურად ისე სტრუქტურულად. ამის გამო თანდათან იშლება, ფორმას იცვლის ,დეგრადირდება და იშლაკება —-არტერიები, სისხლძარღვები,
ვენები ,კაპილარები,ნეირონები . ამას ბევრი მიზეზი აქვს,მაგრამ, მთავარი მიზეზი ჰორმონების გადაცდომაა .უფრო ეს ეხება—–სეროტონინს, გლუტამატს, დოფამინს, ესტროგენებს, კორტიზოლს, ნორეპინეფრინს , ადრენალინს , დეჰიდროეპიანდროსტერონს და სხვებს. ასევე, იმ მჟავეებს, რომლებიც ნევროლოგიასთან უფრო მჭიდრო კონტაქტში არიან.
ფროიდი ჰორმონებს, ძირითადად, ლიბიდოთ ახასიათებდა. მისი თქმით——- ლიბიდო ბიოლოგიურ-ფსიქიკური ენერგიაა, რომელიც უშუალო კავშირშია სექსუალურ ჰორმონებთან.
სრული ჯანმრთელობა ვერ მიიღწევა , თუ ექიმი ჰორმონების სპექტრს არ გააკონტროლებს და არ მართავს ნებისმიერ პაციენტში.
ფროიდის აზრით ლიბიდოს მოცულობა, არა მარტო ადამიანის ქცევას აკონტროლებს,არამედ რეპროდუქციულ უნარებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას. საბჭოთა პერიოდისდროინდელი მშრალი განმარტებით—-ლიბიდო არის ადამიანის ბუნებრივი ლტოლვა სექსისადმი.
ჩემი აზრით, ადამიანის მთელი ცხოვრება ———-ტვინსა და ნორმიდან გადაცდომილ ჰორმონებს შორის ბრძოლაა. გადაცდომილი ჰორმონების შედეგი არის დაავადებული და ბოლოს სრულად დეგრადირებული ადამიანი. მედიცინის მთავარი მიზანი ნებისმიერი დაავადების დროს ჰორმონების გაანალიზება და მართვა უნდა იყოს.
ფროიდი და იუნგი ერთი პერიოდი ერთად მუშაობდნენ და ბევრ სასარგებლო ნაშრომებს ქმნიდნენ. ფროიდი ,თეორიების შექმნის დროს, სამართლიანად , მაგრამ, იმდენად ხშირად აქცენტირებდა ჰორმონებზე და ლიბიდოზე ,იუნგმა მას ვერ გაუძლო და გაექცა.ეს უმცირესი გადახვევა ფსიქოანალიტიკაში გავაკეთე , ჰორმონალური პიკის პერიოდში რვაფეხას ჰორმონების განსაკუთრებული გაავების გამო. რასაც მისი უჭკვიანესი ტვინი შეშლილობის სტატუსში გადაყავს.
ამ სტატიის მიზანი იყო იმ საკითხის დაყენება, რომ სასურველია რვაფეხას მოპოვების დროს მიეთითოს მისი რეწვის პერიოდი. ანუ არ უნდა იყოს ის დაჭერილი გამრავლების პერიოდში, როცა ასეთ ჰორმონალურ რევოლუციას განიცდის მისი ჰორმონული სისტემა. რახან სნობურ მოდად იქცა რვაფეხას ჭამა——–შეჭამე სასარგებლოა,შეიცავს უნივერსალურ ამინომჟავებს , პროტეინებს, მინერალებს, ენერგიის მასტიმულირებლებს .მაგრამ————– არ შეჭამო ჰორმონალური ნგრევის პერიოდში მოპოვებული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights