სამეცნიერო -პრაქტიკული რეკომენდაციები – რომელი პროტეაზას დეფიციტის გამო კვდება ადამიანი ძალიან ადრე
მარინა ტოტოჩავა
1——ცილაა ადამიანი. გართულებული ან ქრონიკული დაავადებების დროს, ადამიანის სიცოცხლისათვის უნდა დავაკვირდეთ ცილებს. განსაკუთრებით ,სპეციფიკური ცილების გადახრა ამძიმებს დაავადებებს.თუ ექიმი ქრომოგრანინ A ს დეტალებში არ გაყვება , ენდოკრინული დაზიანება აუცილებლად მივა კიბომდე.
2—–მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვისაუბრე, დეტალებს ლიმფომაზე ისევ გამოვკვეთავ. ლიმფომით გარდაცვალებებს ძალიან დიდი სტატისტიკა აქვთ. ბევრი ისე კვდება ,საერთოდ არ იცის მისი სიკვდილის მიზეზი ლიმფომა რომ იყო. მან თავი ახალგაზრდებშიც იჩინა. ზოგს ახალგაზრდობიდან აქვს და საშუალო ასაკში კვდება.ლიმფომის და მიელომის დადასტურებას თავისი სპეციფიკური ანალიზები აქვს. თუ ადამიანს ემერტეს გადაღების შესაძლებლობა არა აქვს, ყურადღებით წაიკითხეთ რადიოლოგის რენტგენის დასკვნა .თუ რადიოლოგი წერს რენტგენის სურათზე———-შუასაყარი გაფართოებულია, მაშინ აუცილებლად უნდა გამორიცხოთ——–ჰოჯკინის ლიმფომა, არაჰოჯკინის ლიმფომა, ტუბერკულოზი, შუასაყარის კიბო და კიდევ რამდენიმე უფრო ნაკლებად საშიში დაავადება.ეს არის უმოკლესი და ნაკლებადბიუჯეტური გზა ბევრი ადამიანის გადასარჩენად. დამწყები ექიმისთვის კი, მნიშვნელოვანი ნახტომი ცოდნის დაუფლების გზაზე.3—-ლიმფომას ახასიათებს ბრმა ნაწლავში გადაგვარებული უჯრედები. ბრმა ნაწლავი იმუნიტეტის მძლავრი ცენტრია .ის ბნელი დრო ,თითქმის, წავიდა, ხალხი რომ ბრმა ნაწლავს მოსაცილებელ ორგანოდ თვლიდა. გადაგვარებული უჯრედების ბრმა ნაწლავში თავმოყრის და გაჩერების ფაქტი სწორედ იმის ძლიერი ილუსტრაციაა, რომ ის იმუნიტეტის ერთ-ერთი ცენტრია. შესაბამის სტატიაში ავხსენი, რომ კარცინოიდები ანუ დამპალი და გაფუჭებული ენდოკრინული უჯრედები იწვევენ სიმსივნეების ბევრ ტიპს. მაგრამ, თუ იმუნიტეტი საშუალოდ მაინც მუშაობს ან ექიმი ადამიანს ადექვატურად ეხმარება , დაგროვილი კარცინოიდული უჯრედები ბრმა ნაწლავის გახეთქვას იწვევენ. ერთგვარად ბუნება ეხმარება ადამიანს, რომ ეს დაზიანებული, სიმსივნის წარმომშობი უჯრედები ამ ტიპის ორგანული აფეთქების გზით მოაცილოს მას.საუბარია ,მხოლოდ, მწვავე პერფორაციაზე და არა გეგმიურ ოპერაციაზე.
მაგრამ ,პრობლემა ამით არ მთავრდება. ვისაც ეს ოპერაცია სასწრაფო წესით დასჭირდა, მან ლიმფომის შანსები ხან უნდა გადაიმოწმოს. მითუმეტეს ,თუ ერთზე მეტი გადიდებული ლიმფური კვანძი აღენიშნება ან ლიმფური კვანძი იზრდება.
4——დაბალი წონით დაბადებული ბავშვი, თირკმლის ქრონიკული დაავადების რისკის ჯგუფშია დიდხანს.
5——სეროტონინის დეტალური განხილვა არის მთავარი მაგისტრალური ხაზი ამ დაავადებების მორჩენის დროს——ფარისებრის პრობლემები და ჩიყვი, ტაქიკარდია– -გულის აჩქარება, ქრონიკული სუბფებრილური ტემპერატურა,ნევროზები, ფსიქოზები , შიზოფრენია, მაღალი წნევა, ქრონიკული დიარეა ,ჰორმონული დარღვევები , კიბო.
6— ქალი თუ ვერ დაორსულდება ,მაშინ ის ტოქსინების საბადოა.
7 -თუ ღვიძლი ისეა დაზიანებული, რომ მძიმე მეტალებით სავსეა და ვერ წმენდს ტოქსინებს, მაშინ არის———წნევა, კუჭ-ნაწლავის დაზიანება,ფსორიაზი,გამონაყარი, შაკიკი, ქოლეცისტიტი,აუტოიმუნური დაავადებები და სხვა. აბსურდულია ნებისმიერი დაავადების დანიშნულება, თუ ღვიძლის დახმარება არ არის. ყველა——ათასობით ბიოქიმიური რეაქცია მიდის ღვიძლში. ტოქსინები თიშავენ ღვიძლის მთვარ ფუნქციას-გლუტათიონის შექმნას.
8- აკნეს, ყაბზობის, დეპრესიის დროს, ქალებში ესტროგენების რიცხვი თუ არ გეცოდინება, სწორი მკურნალობის გზას ვერ დაადგები.
9-დაბალი წნევა თუ გაქვს, თუნდაც პერიოდულად და იღლიის ლიმფური კვანძები გადიდებულია——ლიმფომა გამორიცხე.
10——კაცებში ტესტოსტერონი თუ დაქვეითებისკენ მიდის ფარული დიაბეტი გამორიცხე.
11—-თუ ღვიძლის მარტო 4 ფერმენტით შეფასდება მისი მდგომარეობა, მის რეალურად არსებულ სტატუსზე არაფერი არ გვეცოდინება. რადგან, ღვიძლს 100 ზე მეტი ფერმენტი აქვს.ღვიძლის დაზიანების გამო ნაღვლის მჟავები შემცირებულია და ეს არის დე ვიტამინის დაქვეითების მიზეზი. ყოველ მესამე ადამიანს, ამ ქვეყანაში დე ვიტამინი დაქვეითებული აქვს. ამის მიზეზი ღვიძლის არასრულფასოვნებიდან მოდის. თუმცა, სამწუხაროდ ,ამ დროს არც ისე იშვიათია— ღვიძლის ბრწყინვალების დასკვნები. ნაღვლის მჟავები თუ ნორმაა ქოლესტერინიც ნორმა.ასევე კუჭ-ნაწლავიც ნორმაა. გარდა სხვა ფაქტორებისა, ნაღვლის მჟავების დაქვეითებაა ქოლესტერინის სიჭარბის მიზეზი.სიცოცხლის მართვა ხდება ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან.ექიმმა გამრავლების ტაბულასავით სხარტად უნდა იცოდეს, რომელი ნაღვლის მჟავის დაქვეითების ან მომატების დროს რა ჩივილები აქვს ადამიანს.რადგან, ამის ირგვლივ გადაიშლება მთელი მედიცინა.მაგალითად, სამი ტიპის ნაღვლის მჟავა ნორმის ზევით თუ მოჭარბდა ,ალერგია , სიწითლე და ქავილი იქნება. ნაღვლის მჟავების შესახებ სულ იმიტომ ვსაუბრობ, რომ აქ არის ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის გასაღები.ნაღვლის მჟავების სრული შესწავლით, ექიმს მედიცინის სამყაროს ნათელი კარი ფართოდ გაეღება. რადგან ,ისინი დაკავშირებული არიან ყველა სიმპტომთან და პრობლემასთან. მედიცინაში დიდი სიბრმავე და აბსურდია ,ნებისმიერი პროცესის განხილვის დროს , ერთ-ერთ მთავარ ბაზისად ,თუ ნაღვლის მჟავებზე არ დაეყრდნობა აზროვნება.
12——- არცერთი ორგანო არ დაზიანდება, თუ პარალელურად ფილტვების პრობლემაც არ განვითარდა. მეტი დეტალებისთვის,იხ. ჩემი სტატია ფილტვის ფიბროზი. ორგანოებს ფილტვებიდან მიეწოდებათ სასიცოცხლო ჟანგბადი. თუ ადამიანს ფილტვების ფიბროზი აქვს,არ არსებობს, რომ რომელიმე ორგანო, მაგალითად ,ღვიძლი პრობლემური არ ჰქონდეს. ფილტვის ფიბროზი არასოდეს არ არის იზოლირებული დაავადება. მაგალითად, რევმატიული ართრიტი ყოველთვის, ყველა ვარიანტში ბოლოს რთულდება ფილტვის ფიბროზით .ბავშვთა კიფოზები აუცილებლად გამოიწვევენ—— რომელიმე ასაკში ფილტვის ფიბროზს. გაქრონიკულებული მაღალი წნევის დროს, ქალებში, უხშირესად , თირკმლის არტერიის ფიბროზია. ფილტვის ფიბროზის მიზეზი უჯრედული მატრიქსის ნივთიერებების დაქვეითებაა.უმკურნალოდ მიტოვებული ფილტვის ფიბროზის გართულებებია———ემფიზემა, გულის ქრ უკმარისობა,ფილტვის წნევა, ფქოდი—-ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომი და კიბო. ფილტვის ფიბროზის უკან ძალიან ხშირად იმალება———-ფილტვის ქრონიკული ანთება, ტუბერკულოზი,ასევე ყველაზე უმძიმესი დაავადებები——– სარკოიდოზი,სკლეროდერმია,სისტემური წითელი მგლურა,ვეგენერის გრანულომატოზი, შოგნერი , დერმატომიოზიტი.ფილტვის ფიბროზის მკურნალობის დროს ამ დაავადებებს მუდმივად უნდა აკვირდებოდე.
13——თუ ქალს გენეტიკაში სიმსივნე აქვს, მას სიმსივნის შანსი ეზრდება იმის მიხედვით ,მის ქმარს რამდენად მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყოლია სიცოცხლის განმავლობაში. რადგან, ყველა ახალ პერსონასთან სქესობრივი კავშირის დროს, გენეტიკური მიკრობების ან მათდამი განწყობის გაცვლა და გადაცემა ხდება.რაც ძლიერ ამცირებს ორივეს ჯანმრთელობის ხარისხს.
14-ასთმის და რინიტის მაპროვოცირებელი უხშირესად არის ლოგინის ტკიპები. საკმარისი არ არის თეთრეულის ხშირი გამოცვლა. ლეიბებს მეტი მოვლა უნდა.ხშირი ბერტყვა და განსაკუთრებით ,ყინვაში რამდენიმეჯერ გაფენა.
15——ბევრჯერ განვიხილე მონოკლონური დაავადებები, რომლებიც სიმსივნეების წინა სტადიაა . მათი მკურნალობით კიბოს აცილება შეიძლება. ბევრჯერ განვიხილე მიელომა— ძვლის ტვინის სიმსივნე. მედიცინა ამტკიცებს და პრაქტიკაშიც ვხედავთ, მიელომა წლები აქვს ადამიანს . ის დადის სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ჩივილებით.მაგრამ, მიელომა არ უფიქსირდება ,რადგან, ამაზე არავინ ეჭვობს.ამის გამო, ადამიანი 70 წლის ასაკში უცებ კვდება. ამიტომ, მიელომა ან მონოკლონურები გამორიცხე თუ ტკივილი განმეორებადია ———ხერხემალში, თავის ქალაში, მენჯში, ნეკნებში ან მხრის და ბარძაყის ძვლებში. ან თუ კიდურებში ჩხვლეტა გაქვს, თუ ნეკნი ადვილად ტყდება ან მხარი ადვილად გივარდება სახსრიდან, თუ მოტეხილობა განმეორდა და სხვა. მოტეხილი ნეკნის დროს თუ მიელომაა, მისი დასტატუსება ხშირად არ ხდება, მაგრამ, გამოცდილი ექიმები მის მომავალს აუცილებლად დაინახავენ .თანამედროვე მედიცინაში არასეკრეტირებული მიელომა ჰქვია ——–განმეორებად ანემიებს, ნეკნების ტკივილს,მალის ადვილად დაზიანებას,თვალის ვენების პრობლემას. თვალის ვენების დაზიანების დროს , თუ პრობლემა განმეორდა—– პლაზმოციტოზი უნდა გამოირიცხოს .კარგად დაუკვირდით ამ ტექსტს, რადგან ,ძალიან ბევრი დაგვიანებული შემთხვევა მინახია.ხშირად ვიმეორებ და გახსოვდეთ———დაღლა, უენერგიობა— ძვლის ტვინის გამოფიტვა და დეენემის სასიცოცხლო შაქრების დაცემაა. მალა თუ მოგტყდა ნუ დაუჯერებ—— ეს არაფერიას. აკლასტა და მსგავსი პრეპარატები დროებით შველიან და მხოლოდ პროცესს ახანგრძლივებენ. ნამდვილი მკურნალობა კი გვიანდება. მალის გაბზარვა ან მოტეხა ——ეს დიდი სიგნალია სამყაროდან, რომ ძვლის ტვინი რაღაც დროში სიმსივნეს აპირებს.
მიელომა, ხშირად, თირკმლების გახანგრძლივებული პრობლემის ფორმით მიდის. ადამიანს ჰგონია ,რომ მარტო თირკმლები აწუხებს და მხოლოდ ნეფროლოგთან მკურნალობს .
ყველა გახანგრძლივებული დაავადება სინდრომია—— სათავეში წამყვანი პათოლოგიის.ამ დროს გულის , ფილტვის ,წნევის და სხვა გართულებები, ხშირად მიელომის ხარჯზეა.
კისტები,ცისტები უდიდესი მყვირალა სიგნალებია, რომ ქსოვილები და უჯრედები გადაგვარებას იწყებენ.
16——–ესტროგენების ძლიერი დაქვეითება შიზოფრენიის გამოვლინების ერთი დიდი მიზეზია.
17——ესტრადიოლი თუ გადახრილია, ძვლებში დიდი პრობლემები დაიწყება და ღვიძლს ამ ეტაპზე უკვე უკიდურესად უჭირს. ღვიძლი ამ დროს ან ციროზისთვის ემზადება ან აკნეს ვერ უმკლავდება ——- უკიდურესი დაშლაკვის ხარისხის და ჰორმონული ცდომების გამო ან ლიბიდოს დაცემას ვერ აფერხებს და სხვა კიდევ ბევრი პრობლემაა.
18— გლუტამატი და მონოამინოოქსიდაზა შესაბამის სტატიებში დეტალურად განვიხილე.ისინი ნორმის ზემოთ რომ აიჭრებიან ,მაშინ აუცილებლად დაუფიქსირდება ადამიანს—————-ან შიზოფრენია ან პარკისონი ან ჰიპერაქტიურობა ან რთული აუტიზმი ან კიბო. მაოს ინჰიბიტორები რომლებიც ამ პროცესებს ბოჭავენ 15 ნივთიერებაა ,მაგრამ ვერ ჩამოვთვლი, რადგან ,სპეციფიკური ვარიაციები აქვთ დანიშვნის .დავასახელებ, მხოლოდ ,რამდენიმე ნატურალურ ნივთიერებას,რომლებიც , მაოს ინჰიბიტორების მსგავსად, ამ ორი უძლიერესი ფენომენის დაქვეითებას გარკვეულწილად ეხმარებიან———კოჭა, კრაზანა,კურკუმა.
19-მსოფლიო მედიცინის თანამედროვე სტანდარტით, თუ——-თრომბოქსანი, ფიბრინოგენი და დეენემის ნუკლეოტიდები ნორმაში გექნება ანუ ფიბრინოგენის მართვა შეეძლება ექიმს და დეენემის ნუკლეოტიდებს შეავსებს ან გააჯანსაღებს——გულის სტენტირება აღარ დაგჭირდება და არ იქნება——- ინფარქტი,ინსულტი, არტერიის გახეთქვის შესაძლებლობა, თრომბი არ კონგლომერატირდება. არც ამილოიდური ფოლაქი შეწებდება, რომელიც სწრაფ სიკვდილებს , ალცჰაიმერს და ამილოიდოზს ანუ ორგანოების სკლეროზს იწვევს. დღეს ყველა პაციენტში დეენემის ნუკლეოტიდების განხილვის და კორექციის გარეშე ,მკურნალობის ხარისხი—– შეესაბამება უკიდურესად ჩამორჩენილ მიდგომას და სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვის.აუცილებლად დადგება დადებითი შედეგი ნებისმიერი დაავადების დროს, თუ ექიმი დეტალურად განიხილავს დეენემის ნუკლეოტიდების შემადგენლობას და დეფიციტურ მდგომარეობებს შეავსებს.
20——-თუ ქალს ექიმი დასჭირდა, მითუმეტეს ქრონიკული დაავადების დროს ———-ყველა ქალმა უნდა აიღოს პროგესტერონის ანალიზი. ვერცერთი რთული პროცესი რომელიმე დროში, პროგესტერონის ცვლის დარღვევას გვერდს ვერ აუვლის.
21——ნებისმიერი თავის ტკივილი, თუნდაც გაციების , მითუმეტეს, შაკიკის ან ჰიპოფიზის ადენომის დროს არის————პროსტაგლანდინების ნორმის ზევით მატება. გამაყუჩებელი მხოლოდ დროებით ავიწყებს ტვინს ტკივილს.
22——ხშირად ვიმეორებ—- თუ სწორი მკურნალობა არ დაურჩა, სველი პლევრიტის მომავალი ევრო-ამერიკული სამედიცინო სტანდარტით არის—–ან ღვიძლის ციროზი ან ფილტვის კიბო ან ტუბერკულოზი. ამის მაგალითი ექიმებს უამრავჯერ გვინახია.ზოგ ადამიანს ჰგონია—- გადაიტანა სველი პლევრიტი, მორჩა და მკურნალობა აღარ უნდა. ასეთი ადამიანები სახიფათო ბომბის მტარებლები არიან, სანამ სწორად არ იმკურნალებენ. რატომ ღვიძლის ციროზი? მსოფლიო მედიცინის დადგენილი მექანიზმით——ფილტვის პლევრიტის მთავარი პრობლემა ღვიძლშია. ღვიძლი როცა პროტეინებს სრულფასოვნად ვერ ქმნის,მაშინ ღვიძლიდან ზედმეტი სითხე სისხლძარღვებით ფილტვში გადადის .ვისაც სველი პლევრიტი გადაუტანია, ქრონიკულად დაზიანებული ღვიძლი აქვს .ეს თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტანდარტია და ასეთ შემთხვევაში ღვიძლის შეფასებისას——- ეს არაფერია ს თქმა, იმის გამო, რომ ანალიზებში ღვიძლის 4 ფუნქცია ნორმაა —- უცოდინარობად ითვლება.
23——თუ ადამიანს ბუასილის კვანძი ქრონიკულად გამოვარდნილი აქვს და გამწვავებამდე ტკივილი არაა,მაშინ , რომელიმე დროში,აუცილებლად მოიმატებს ესტროგენები და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი ნორმის ქვევით დაიკლებს. ამიტომ, რადგან ,ეს ორი ფენომენი სიმსივნეებთან არის დაკავშირებული და სამყარო ამით გაფრთხილებს,ეს პრობლემა უნდა დააბალანსო.ამ პრობლემის, როგორც ქირურგიული , ასევე ორგანული მკურნალობაც შეიძლება.
24—-ალერგიას თუ სიწითლე და ქავილი ახლავს, პროსტაგლანდინები, კერძოდ, პროსტაციკლინებია გააქტიურებული ზედმეტად და მათი რიცხვი მომატებულია.
25—–ცე ვიტამინი არ შეიძლება———–1–ჰიპეროქსალურიის დროს ანუ შარდში როცა ოქსალატებია მომატებული 2—გალაქტოზის აუტანლობის დროს 3—-ლაქტაზას დაქვეითების დროს 4—გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის პრობლემის დროს.5- ასევე, სიმჟავის დამკლებ პრეპარატებთან ერთად ცე ვიტამინის დალევა,თირკმლის პრობლემებს ძალიან აუარესებს 6- ბე17 ვიტამინთან ანუ ამიგდალინთან ერთად ცე ვიტამინი რომ მიიღო ,ციანიდისგან სასიკვდილო შეტევა შეიძლება განვითარდეს. აქედან გამომდინარე ,თუ ცე ვიტამინს სვამ, ნუშის მიღებას ძალიან ერიდე, რადგან მასში ბე 17ია. თუ ცე ვიტამინმა ნორმის ზევით მოიმატა ,თირკმლები აუცილებლად გართულდება.როცა თირკმლით დაავადებულს ვიტამინების კომპლექსი სჭირდება, იქ ექიმები ვარჩევთ მას ცე-ს გარეშე ან ცე-ს უმნიშვნელო რაოდენობით.ყველაფერი უნდა იყოს ნორმა. არც მეტი და არც ნაკლები.ცე ვიტამინის ნორმა ადამიანის სიცოცხლის საწინდარია.ცე——-აშენებს კოლაგენს. ქმნის თიროზინს, რაც ფარისებრის სასიცოცხლო ბაზისია.ამუშავებს გასტრინის და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ფერმენტებს. ამ ორ ჰორმონის რიცხვზეა დამოკიდებული სიმსივნეების 90 პროცენტი.
26—-კვლევების დასკვნით——— თუ იოდდეფიციტურ მოსწავლეს, ფტორი მომატებული აქვს, მას TSH ნორმის ზევით აუცილებლად აუმაღლდება.
27—–თუ ჰიპოთირეოზზე მკურნალობ და ყავის ყოველდღიური მომხმარებელი ხარ , თუნდაც ერთი ჭიქის, მედიკამენტები, თითქმის, არ შეგეწოვება.
28——- იოდზე ,მის ცვლაზე და ფარისებრზე ბევრი სტატია მქონდა . ასევე,უამრავჯერ ავხსენი რეკომენდაციებში.მაგრამ მაინც გაურკვევლობაშია საზოგადოება. რადგან ,ეს რთული საკითხი და ნებისმიერი დაავადების ბაზისია. ამიტომ, საჭირო დეტალებს მოკლედ გეტყვით .ევრო-ამერიკული ხანგრძლივი კვლევებიდან დასკვნების ძალიან მოკლე ანალიზს გავაკეთებ. ჯვაროსანთა ოჯახი ანუ ჯვარცმული ბოსტნეულის კლასი ანუ თალგამისებრთა გვარი ანუ კომბოსტოს ჯიშები და ასევე თალგამი ,ძალიან ბევრს შეიცავენ———–სტრუმოგენებს .ისინი , უშუალოდ, პირდაპირ მომქმედები არიან ფარისებრის ჰორმონებზე.ანუ ადამიანი,თუ ბროკოლს ან სხვა ტიპის კომბოსტოს ერთ ჭამაზე ბევრს ჭამს——–გაძღომამდე, ის ომს უცხადებს და აზიანებს თავის ფარისებრს. ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის სნობური სენია —-რაღაცის მოდად ატაცება ,შინაარსისა და მეთოდების ცოდნის გარეშე . მისით აღტაცება და აუცილებელ სტილად დანერგვა , მექანიზმების აკადემიური ცოდნის გარეშე.
დავაკონკრეტებ—-სტრუმოგენები ანუ ზობოგენები ხშირად იწვევენ ჩიყვს. სტრუმოგენების ჭარბად მიღება ამატებს ფარისებრის ჰიპერფუნქციის შანსებს ან ზომაში ადიდებს ფარისებრს.მითუმეტეს, თუ იოდდეფიციტის ფონია.დასკვნა—ბროკოლის ან კომბოსტოს მომეტებული ჭამის დროს, ფარისებრი ——საჭირო რაოდენობის იოდს ვერ შეითვისებს.
სავაჭრო ბრუნვა და ბროკოლის შემოტანის და გასაღების კოლოსალური რიცხვები რომ ნახოთ ,ამ მექანიზმების მცოდნეებს ყველას ძალიან შეეეშინდება. დღიურ დოზაზე რამდენიმე გრამითაც კი, უმცირესი გადაჭარბება ამ ტიპის პროდუქტების, თირეოიდული ჰორმონების სწორად შექმნას აბრკოლებს. ზოგი პროდუქტი რთული ნივთიერებების ჰიპერშემცველობით გამოირჩევა და მათი თვითნებურად გამოყენება ექიმების გარეშე აკრძალულია.მაგალითად ,ზოგი ტიპის სიმსივნის დროს ამერიკულ ნატურალურ პრეპარატს ვნიშნავთ, რომელიც მხოლოდ ბროკოლს შეიცავს.მაგრამ, კონკრეტულ პაციენტს ,რომ მისი დოზა გამოუანგარიშოს ექიმმა, შეიძლება ექიმს ამისთვის ბევრი დრო დასჭირდეს პაციენტის მონაცემების მიხედვით. ევრო-ამერიკული კვლევებით, ბროკოლის მცირე ან ზომიერი მიღება სასარგებლოა და ისიც კვირის ,მხოლოდ ,რამდენიმე დღეს. ხოლო გადამეტებული ჭამა იწვევს ან ართულებს ჰიპოთირეოზს. თუ ჰიპერთირეოზი აქვს, მაშინ უკიდურესად დააზიანებს ადამიანს. ბროკოლის ხშირი ჭამით ადამიანი ებრძვის მის ორგანიზმს და ასუსტებს ფარისებრს. არც უარყოფაა საჭირო და არც ზედმეტი მიღება. მაგრამ, სანამ შეჭამ, უზუსტესად უნდა გქონდეს გამოკვლეული იოდის რიცხვი და უნდა იცოდე ჰიპოთირეოზი გაქვს თუ ჰიპერთიორეოზი . ან ამ ორიდან ,მიახლოებული მდგომარეობა რომელთან გაქვს. ეს ორი ,რადიკალურად სხვადასხვა დაავადებაა და კვებაც მკვეთრად განსხვავებული აქვთ. ჰიპერთირეოზის დროს ბროკოლმა შეიძლება პარკუჭების ფიბრილაციამდე ,გულის გაჩერებამდე და ჰორმონების მოჭარბებამდე მიგიყვანოს .ჰიპერთირეოზი ისედაც იოდის და ჰორმონების სიჭარბეა.
ბროკოლის ან სხვა რომელიმე სტრუმოგენის ჭარბად მიღების შემდეგ, თიროიდული შტორმი რამდენიმეჯერ მინახია, თავისი ძლიერი ტაქიკარდიით.
ზოგს ჰგონია, ყოველდღე ბროკოლს თუ შეჭამს ,ამით ფარისებრს დაიცავს. ამ დროს კი ის თავის ფარისებრს ამით აზიანებს.აუტოიმუნური თირეოიდიტი ,რომელიც ურთულესი ვარიანტია ფარისებრის დაზიანების და სტატისტიკურად, ხშირად სიმსივნით რთულდება, უმეტესად მიიღება არასწორი კვებით და სტრუმოგენების არასისტემური გამოყენებით. გგონიათ დიდი განსხვავებაა ბროკოლს და ჩვეულებრივ კომბოსტოს შორის?კომბოსტოში ბროკოლთან შედარებით სტრუმოგენები ოდნავ ნაკლებია.სტრუმოგენების გამოა ბროკოლზე მასიური აღფრთოვანება.თუმცა ბევრმა არც იცის რატომ ეწაფება ბროკოლს. სტანდარტული კომბოსტო უფრო გაწყობს, თუ ისეთი ექიმი არ გყავს, რომელიც ყოველ კვირაში კალორაჟს დეტალებში გითვლის.ბევრი ადამიანი ამბობს, რომ კომბოსტო წყენს , რადგან ბერავს, გაზებს უძლიერებს და სხვა სიმპტომებს. როცა ზომაზე მეტს ჭამ , ფონურად დაზიანებულ კუჭ-ნაწლავს ამ დროს სწორედ ჭარბი იოდი აღიზიანებს. თუ დღიურ კვებით ნორმას არ გადააჭარბებ, კომბოსტო დაზიანებულ კუჭ-ნაწლავს არ გააღიზიანებს. სტრუმოგენული ბალანსის დაცვისთვის უბრალო კომბოსტო უფრო საიმედოა, ვიდრე ბროკოლი.ზომიერება ყველაფერში საჭიროა.ზომიერება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარია. ზედმეტი —წყალიც კი ტოქსიკურია.
მარწყვი, ბევრ წამალზე მეტად აჯანმრთელებს ადამიანს, ცვლის პათოლოგიურ რეაქციებს და გამოსწორებისკენ ეხმარება .მაგრამ, ისიც სტრუმოგენია, როგორც კომბოსტო და ბროკოლი.როცა მარწყვი ალერგიას გაძლევს, ეს ნიშნავს ,რომ სტრუმოგენების რიცხვი ისედაც მომატებული გქონდა და მარწყვმა უფრო მოაჭარბა.
ადამიანს თუ მკურნალობა დაენიშნება ფარისებრზე და საერთოდ, ნებისმიერ დაავადებაზე და არ იცის იოდის რიცხვი ნაკლები აქვს თუ მეტი ნორმასთან ,ამაზე დიდი სიბრიყვე მედიცინაში არ არსებობს. მითუმეტეს, იოდის პრობლემების ენდემიური კერაა მთელი საქართველო.ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ სულიერს ,აქ ფარისებრის რაღაც მცირე პრობლემა მაინც აქვს.
ადამიანები ,რომლებიც გასახდომ დიეტაზე იმყოფებიან ან წონის შიშით ძალიან ცოტას ჭამენ ,მათ იოდდეფიციტის დიდი შანსები აქვთ და დიეტაში აუცილებლად წყალმცენარეები უნდა გამოიყენონ.
ყველაზე მეტი იოდი—— თევზში , ზღვის პროდუქტებში და წყალმცენარეებშია. მაგრამ,სანამ ჭარბად შეჭამ უნდა იცოდე იოდი რამდენი გაქვს .თუ მეტი ან ზედა ზღვრისკენ გაქვს იოდი, თევზით და ზღვის პროდუქტებით ორგანიზმს დააზიანებ. ეს არის მოკლე გზა სიმსივნეებისკენ. ადამიანს, თუ იმის შესაძლებლობა აქვს, რომ პირადი სტომატოლოგი და პირადი სტილისტი ჰყავდეს, თუ ის ცივილიზებულია, მაშინ აუცილებლად უნდა ჰყავდეს პირადი თერაპევტი. რომელიც ამ დეტალებში გაარკვევს და სიცოცხლისკენ მეტ ნაბიჯებს გადაადგმევინებს. სხვა შემთხვევაში არა მარტო ზიანის მიყენება,ასევე მეჯღანუაშვილობა გამოდის ———–რესტორანში მაგიდა გაავსოს ზღვის პროდუქტებით, როცა იოდის სიჭარბე აქვს.
ადამიანს ათასობით ნივთიერება აქვს , ყველა სასიცოცხლოა. ისინი ცოტა გადახრებზე არ ყვირიან და მძიმედ არ აზიანებენ. მაგრამ, როგორც ——–აკატეჰეს, სომატოტროპინის , ესტროგენების, გასტრინის,პროლაქტინის, ესტრადიოლის ,დოფამინის, სეროტონინის , სომატოსტატინი ს და სხვა ასეთი სახიფათო ნივთიერებების გადაცდომა სწრაფი სიმსივნეების გამომწვევია, ასევე იოდიც, მცირე ცდომასაც არ ითმენს და ადამიანს სწრაფად აზიანებს ,თან დიდი გართულებებით.ყველაზე სწრაფ და აგრესიულ კიბოებს იოდის სიჭარბის ფონი აქვთ. ხოლო იოდის , დიდხანს დაუბალანსებელ სიმცირეზე ნელა მიმდინარე სიმსივნეებია.
ნორმაშიც რომ გქონდეს იოდი, იოდიანი საკვები ზედმეტი თუ შეჭამე ფარისებრი ჩლუნგდება. ცნობილ სამედიცინო შეცდომების ჩამონათვალში პირველ სამეულშია , ჰაიდლაინში არსებული იოდიანი წამლის ზედოზირებით მიღებული——ჰიპოთირეოზი. ან მოიმატებს თირეოიდული ჰორმონების შექმნა და ეს უკვე იქნება ჭარბი იოდით მიღებული ——–ჰიპერთირეოზი.
ხოლო, თუ იოდი დიდი ხანია მაღალია და ეს სრულიად უპატრონოდ არის ანუ იოდის ქრონიკული სიმაღლეა————-ამის შედეგი აუცილებლად იქნება——-აუტოიმუნური თირეოიდიტი.რადგან, ეს ვითარება თირეოგლობულინს სტრუქტურულად და ფუნქციურად აზიანებს.
ისევ დავაკონკრეტებ-სტრუმოგენების შემცველებია——-ბოლოკი, ბროკოლი,თალგამურა,თალგამი,კომოსტოს ჯიშები.
იოდდეფიციტი ფონური სტილის პათოლოგიაა, საიდანაც ფოიერვერკივით იშლება და გამოდის უამრავი დაავადება.ის მარტო, საკვებში იოდის დეფიციტი ს დროს არ ვითარდება.
იოდის რიცხვი ზუსტად უნდა დაიდგინო, თუ ამ კატეგორიებიდან რომელიმეს ეკუთვნი———თუ ქალი ხარ და ასაკში შედიხარ ან ასაკში ხარ,თუ კონტრაცეპტივებს იღებ, თუ მწეველი ხარ, ძლიერი ვირუსის ან ბაქტერიული პროცესის გადატანის შემდეგ, როცა ქრონიკული დაავადება ან სიმსივნეა, ორსულობის პერიოდი,თუ გონებრივი სამუშაოთ ხარ დატვირთული, თუ შფოთვის ან სტრესის ქვეშ ხარ და სხვა.
იოდის ნაკლებობის უფრო ხშირ ნიშნებს უკვე ,ალბათ ,მეასეჯერ ჩამოვთვლი—–გულმავიწყობა, ზედმეტი შფოთი და დაბნეულობა, ლიბიდოს და ერექციის დაცემა, წონის მატება ან კლებაც, ხან კანკალი,ხან შეშუპება, ფრჩხილების დაზიანება, მშრალი კანი,დეპრესია, უმოტივაციობა, ნევროზი,ფარისებრის ზომის მატება და სხვა.
იოდდეფიციტის გართულებაა ————-მკერდის დაავადებები., ფსიქოზები, ნევროზები,ენდემიური ჩიყვი ,ჰიპოთირეოზი,ფილტვის დაზიანება, სუნთქვითი პრობლემები, ფარისებრის ადენომა და ბევრი სხვა.
ორგანულად ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დაავადების— ქრონიკული რინიტის ,რომლის ფონი ხშირად სიმსივნეები ან ურთულესი დაავადება ვეგენერის გრანულომატოზია ან სხვა კომბინაციური პრობლემებია ——– მიზეზებში იოდის ცვლის მოშლა ერთი წამყვანი ფაქტორია.მხოლოდ, ძალიან გამოცდილ ექიმს შეუძლია ქრ რინიტის დროს მჟავა–ტუტოვანი გადახრების სიღრმის დაფიქსირება და მართვა. ზუსტად , მჟავა-ტუტოვანის ცდომის მომენტში ეჭედება ადამიანს ცხვირი .ჩვენი მედიცინა მეტ განვითარებას მოითხოვს. ამის მაგალითი ,თუნდაც ,ქრ რინიტის მკურნალობის აქ არსებული სქემების კარუსელია———ანტიბიოტიკი, აეროზოლი , ანტიჰისტამინური .შემდეგ კურსზე ისევ იგივე . შემდეგ—კვლავ ისევ იგივე, სხვა სახელწოდებით. ჩვენს პირობებში ქრონიკული რინიტი შეტოვებულია, მხოლოდ, ლარინგოლოგის კომპეტენციაში. რაც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. რადგან, პრობლემა სუნთქვას და მის რითმს უკავშირდება.რასაც ეყრდნობა კრებსის ციკლი მთელი სასიცოცხლო მეტაბოლიზმით. თუ რინიტის მიზეზი მხოლოდ ლარინგოლოგის ჩარჩოებშია, ის მალევე უნდა გაუმჯობესდეს.
იოდდეფიციტის პროფილაქტიკაში გადამწყვეტია———– კალიუმის რიცხვის კონტროლი.კალიუმის ზუსტი რიცხვის განსაზღვრა ჩვენთან ვერ ხდება.
ჩვენი ქვეყანა მთლიანად იოდდეფიციტის ენდემიურ ზონად არის დაფიქსირებული კვლევების შემდეგ.
გახსოვდეთ ჰიპოთირეოზი, რომელიც სწორი მკურნალობის გარეშე ,ნელა მიმდინარე სიმსივნეებს იწვევს. მეტი განგაში გამოაცხადეთ ჰიპერთირეოზზე. პრობლემების მოჭარბების დროს ——-ეძებეთ ჰიპერთირეოზი ანუ იოდის სიჭარბე. ის უფრო საშიშია, რადგან ურთულეს, სწრაფ სიმსივნეებს იწვევს.
ამ ორ პრობლემაზე ნაკლები ჩაღრმავების გამოა სიკვდილობის ასეთი სტატისტიკა.
29——ბე 12 ის დაქვეითების დროს თიმინი იშლება. თიმინი დეენემის მთავარი შემადგენელი ნაწილია. თანამედროვე სტანდარტებით ბე12 ის ნორმა აითვლება თუ ბე 12 400 ან მეტია .ზედა ზღვარი ან სიჭარბე უფრო საზიანოა.როგორც ხშირად ვამბობ, დეენემის განხილვის თემებში, ციტოზინი და თიმინი პირიმიდინებია. თანამედროვე მედიცინის დასკვნით პირიმიდინები კიბოს აჩერებენ. ამიტომ არის ბე12ის შემცირება ან გადაჭარბება საგანგაშო .ბე12ის დეფიციტის ან სიჭარბის დროს დეენემი იშლება .თუ ბე 12 ვერ არის ნორმის ამპლუაში, ის სწორად ვერ დაჟანგავს ცხიმოვან მჟავებს და ვერ შეუწყობს ხელს მათ რითმულ გადაადგილებას. ეს ვითარება მთავარი ფონია,არამარტო ქოლესტერინის მოჭარბების, არამედ სიმსივნეებისაც. ნაღვლის ცხიმოვანი მჟავების ტემპის წუთითაც შეჩერება, ნიშნავს უამრავ დაავადებას და ჯამში სიცოცხლის შეჩერებას.
30——-პოდაგრა იწყება იოდის ცვლის მოშლით.პოდაგრის დროს დაკნინებულია იოდის პეროქსიდაზა. პოდაგრის გართულებაა-ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის უკმარისობა.
31—თუ არ გვეცოდინება პროტეაზები და არ გავედევნებით ფერმენტ პროტეაზას ზოგ მავნეობას ან ნორმიდან ცდომას, ვერ მოვარჩენთ რთულ დაავადებებს და ვერ შევაჩერებთ სიკვდილობებს .ამისთვის ექიმებმა პროტეაზებზე ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. 31 ნომერში ადამიანები თავის ჰორმონალურ ტანჯვას ამოიცნობენ და სიკვდილის შეჩერების გზებს დაინახავენ. ფერმენტი ,რომელიც შლის ზოგ იმუნოგლობულინს და განსაკუთრებით ,იმუნოგლობულინ A ს , ეს არის პროტეაზა . იმუნოგლობულინების ნორმა ——- ეს არის ნორმული იმუნიტეტი და ხანგრძლივი სიცოცხლე. იმუნოგლობულინები არის ჭიშკარი, რომლის გაღების შემდეგ, ექიმი ადამიანის ორგანიზმის დეტალებზე ძალიან ბევრს იგებს. იმუნოგლობულინების გადახრა, ეს არის ფართო და უპირობო გზა სიმსივნეებისკენ. ზედა და ქვედა ზღვარი იმუნოგლობულინების გადახრაა. როცა პროტეაზა შლის იმუნოგლობულინ A ს და ის დაქვეითდება, შედეგად მიკრობები ლორწოვან გარსებზე ძალიან ადვილად ჭარბდებიან. შედეგად ადამიანებს აქვთ———თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის დიდი შანსები. თუ ამ დროს აკატეჰე დაქვეითებულია ——-ეს კლასიკური სიმსივნეა თირკმელზედა ჯირკვლის. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე საქმეში ბოლომდე ჩაუხედავ , დამწყებ ექიმსაც კი აბნევს.
უამრავჯერ დეტალურად მისაუბრია თირკმელზედა ჯირკვალზე. მისი პრობლემა ხშირად არ გამოიხატება ტკივილებით ან სიმსივნური წანაზარდებით . ის გამოიხატება——- სისხლძარღვების რთული ათეროსკლეროზით ან ინფარქტით ან ინსულტით ან დიაბეტით ან სიმსუქნით, ან ჭარბბეწვიანობით ან ლიბიდოს დაცემით ან კუჭ-ნაწლავის პრობლემებით ან აკნეთ ან ალერგიით ან სიგამხდრით და სხვა დისკომფორტებით .ცნობილი ფაქტია, რომ თირკმელზედა ჯირკვლის დეტალები ყველა ექიმმაც კი არ იცის, თუ ის პროფილური არ არის. მაგრამ, რეალობაა, რომ თავად თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებია პროფილური და საბაზისო ნებისმიერი პათოლოგიისთვის. ამიტომ არის ხშირად——გაურკვევლობა, უდიაგნოზობა, სწორი მკურნალობის დაგვიანება, გაპარული სიმსივნეები და სიკვდილობა. ვაგრძელებ კიდევ რა აღენიშნებათ ადამიანებს ,როცა პროტეაზა იმუნოგლობულინ A- ს დააქვეითებს. ეს არის თირკმელზედა ჯირკვლის კლასიკურად გამოკვეთილი სიმპტომები ———-ჰირსუტიზმი ანუ ბეწვიანობა ან დერმატიტი ან ჭარბი წონა ან აკნე ან ჩიყვი ან ჭინჭრის ციება ან ჰორმონების გადახრა ჰიპოფიზის დაზიანებით, ყაბზობის და დიარეის პრობლემები და სხვა. ასეთ პაციენტებში ლორწოვანი გარსის სიმსივნეები ხშირია.
ახლა განვიხილავ სხვა პროტეაზას ანუ ფონ ვილებრანდის ფაქტორის დამშლელ პროტეაზას ——–ADAMTS 13-ს .ფონ ვილებრანდის ფაქტორი, სისხლის ურთულესი სასიცოცხლო კომპლექსის უმთავრესი ფიგურაა. მას უდიდესი როლი აქვს შედედების დროს. ანუ როცა თრომბოციტები ერთმანეთს ეწებებიან.როგორც ადრე ავხსენი შეწებებას ჰქვია ადჰეზია. თრომბი მიეკუთვნება ადჰეზიურ ფენომენს.
ამ პროტეაზის შესწავლამ, მსოფლიო მედიცინის სამეცნიერო და პრაქტიკული დონე მაღალ კვარცხლბეკზე აიყვანა.რადგან, ის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია სიკვდილის ასაცილებლად და გაჯანმრთელებისთვის. ფონ ვილებრანდის დამშლელი პროტეაზა ანუ ADAMTS 13———-ეს არის პროტეაზის ტიპი, რომელიც მუდმივად ბლოკავს და ანეიტრალებს თრომბიციტების ზედმეტ ადჰეზიას ანუ გაწებებას და თრომბების ჩამოყალიბებას .ის სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი გარანტია. ის ხელს უშლის როგორც მიკროთრომბების შექმნას, რომლებიც უკვე ჩივილები, ტკივილები და სხვადასხვა დისკომფორტებია, ასევე წინ ეღობება დიდი თრომბების ანუ შეწებებულ თრომბოციტების მსხვილ კონგლომერატებად ჩამოყალიბებას .მასიური თრომბები კი –მძიმე დაავადებებს, ემბოლიებს , უეცარ სიკვდილებს და სხვა სიკვდილსაშიშ მდგომარეობებს იწვევენ. ანუ ფონ ვილებრანდის დამშლელი პროტეაზა ხელს უშლის სასიკვდილო პოზიციებამდე მისულ თრომბწარმოქმნის პროცესებს .ამას ის აკეთებს ვილებრანდის ფაქტორის გახლეჩის მეთოდით.
ამ პროტეაზის ანუ ვილებრანდის ფაქტორის დამშლელი პროტეაზის ——–ADAMTS 13 ის ნაკლებობა არის———-პრობლემური ცხოვრება,ნაადრევი სიკვდილი ან ინფარქტი ან ინსულტი ა ნ ორგანოების ჩაშლა ან სტენტირების საჭიროება ან სეფსისის მომატებული შანსი და სხვა ყველაფერი ცუდი. ანუ მუდამ სიცოცხლის საშიშროებების რისკები . ამ ტიპის ანუ სასიცოცხლოდ საჭირო პროტეაზის ნაკლებობის მიზეზია———-მისი გენის ADMTS 13 ის ნაკლებობა ან ამ პროტეაზის მიმართ აუტოანტისხეულების გაზრდა. მისი ანალიზი უხელფასო ადამიანისთვის ძვირია. მაგრამ, ექიმებს მისი ,თითქმის, ზუსტად გამოთვლა შეგვიძლია. თუ ანალიზში ADAMTS 13 ის პროტეაზა დაქვეითებულია, მაშინ ამ პრობლემის გამო,ადამიანის სისხლის მიმოქცევაში ვილებრანდის ფაქტორის გადიდებული მოლეკულები გროვდება. ვილებრანდის ფაქტორის მსხვილი მოლეკულების დაგროვება აუცილებლად გამოიწვევს —–არტერიებში,სისხლძარღვებში, ვენებში და კაპილარებში თრომბიციტების აქტიურ გაწებებას და თრომბებს. განსაკუთრებით, პირველად, ეს ხდება პატარა სისხლძარღვებში და კაპილარებში.ეს არის თრომბოციტალური პურპურას მთავარი მექანიზმი.ასევე, თირკმლის პაპილარული ნეკროზის,რომელსაც თირკმლები გაჩერებამდე მიჰყავს.ასევე—– ინფარქტის, ინსულტის,გართულებული პროსტატიტის, ღვიძლის პრობლემის და სხვა. ექიმებს დიდი შრომა და დროის ხარჯვა გვჭირდება ეს ანალიზი რომ გამოვთვალოდ და ავაცილოთ პაციენტებს .პაციენტებმა არც იციან რას აკეთებენ, რა დიდ შრომას დებენ მათი სიცოცხლისთვის ის ექიმები ,რომლებიც მექანიზმებზე ვმუშაობთ. ეს ანალიზი, სამედიცინო სტანდარტით ,უნდა აიღოს ადამიანმა, განსაკუთრებით , შემდეგი დაავადებების დროს ——–პურპურა, ნებისმიერი მიკროანგიოპათია; ვენების, სისხლძარღვების და არტერიების პრობლემა;ღვიძლის დაავადება, სიმსივნეები, თვალის დაავადებები, ინფარქტის და ინსულტის შანსი, თირკმლის დაავადებები, ნებისმიერი თრომბოზული გართულება,ორგანული უკმარისობები,ორსულობის გართულება და სხვა.
ევრო-ამერიკული სტანდარტით და შესაბამისი , სისხლის სისტემის პოსტულატით———ADAMTS -13 პროტეაზის დეფიციტი , სტატისტიკით, სიკვდილობის დიდი რიცხვის იდენტურია. ამიტომ, ნებისმიერი დაავადების დროს —-სისხლის სისტემის, ფიბრინოგენის და სისხლის სხვა კომპონენტების კონტროლი —-უმთავრესია .ბოლომდე დაზიანებულ ორგანოთაც აცოცხლებ ადამიანს, სანამ მასში თრომბოზი არ მოხდება. უხშირესად ვამბობ, როცა სისხლძარღვში თრომბია , ამის გამო ამ სისხლძარღვისკენ მიმავალ—– ჟანგბადით და საკვებით დატვირთულ სისხლს გზა გადაკეტილი აქვს . შედეგად, სისხლძარღვი კვებას და ჟანგბადს ვეღარ იღებს და ამ ორგანოს ქსოვილში ლპობა იწყება .
პროტეაზა არის ფერმენტი, რომელიც ცილას შლის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფრაქციებამდე. ეს პროცესი, რომელიც შესაბამისი ფერმენტებით ხდება—– სიცოცხლის ანალოგია. ფერმენტების ნაკლებობაა ყველა დაავადება. ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული,გაიგოს რომელი ფერმენტები აკლია კონკრეტულ ადამიანს.
32——ისევ ფარისებრზე , რადგან მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია, სამეცნიერო ზუსტი კლინიკური სტანდარტების. 32-ში ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის პრობლემებია.
რას ნიშნავს ,როცა ფარისებრის ექო ზოგ მონაცემს გიწერს. თავად გადაწყვიტეთ —– შაბლონური—–ეს არაფერიაა ,თუ ძალიან საყურადღებო ან საშიშია. მაგალითად გიწერს ——–ფარისებრის ფიბროზი. ზოგადად, ყველა ორგანოს ფიბროზს ერთი მექანიზმი აქვს .შედეგებია სხვადასხვა. ფარისებრის ფიბროზი ეწოდება პროცესს, როცა ფარისებრის ჯანმრთელი ქსოვილი გამქრალია და ის ჩანაცვლებულია ნაწიბურით. ანუ გამქრალი ჯანმრთელი ქსოვილის მაგივრად იმუნიტეტი იძულებული გახდა გარღვეული და დაშლილი ქსოვილი ანუ კოლაგენის დაფშვნილი ჯაჭვი შეეწებებინა. ეს ნაწიბურია ფიბროზი.ანუ ფარისებრი ჯირკვლის საღი ქსოვილი იძულებით არის შეცვლილი, ნასესხები შემაერთებელი ქსოვილით. კოლაგენის ჯაჭვი გადის ყველა ქსოვილში. ადამიანის ორგანოები ,ძვლები, სახსრები და ყველა ქსოვილი შედგება კოლაგენის ჯაჭვისგან და მისი ათასობით ნივთიერებისგან. ანუ ეს ყველაფერი ფარისებრის ამ ადგილზე—- ჩაშლილია, დაკარგულია ,გამქრალია დ ა ეს სიცარიელე შეწებებულია ნაწიბურით. ეს იყო ძალიან მოკლედ აღწერილი———ფარისებრის ფიბროზი. ფარისებრის ფიბროზი ფაქტიური მკვლელია. რადგან , ადამიანის სიცოცხლე დაშენებულია—-ფარისებრის ჰორმონების წარმოქმნის პროცესზე .ფიბროზი წინ ეღობება და ხელს უშლის ფარისებრის ჰორმონების წარმოქმნას. ამის შედეგი უფრო ხშირად——–ჰიპოთირეოზია.
ფარისებრის კვანძი———-მსოფლიო მედიცინის სტანდარტით -არის ფარისებრი ჯირკვლის შიგა ქსოვილში პარანორმალური მოვლენა. ის ან სითხით გაბერილია ან მკვრივია.კვანძი შეიძლება იყოს კოლოიდური ან იყოს ცისტის სახით.
თუ რადიოლოგი ექოს პასუხში წერს—– მომატებულ ექოგენობას ფარისებრი ჯირკვლის,მაშინ ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილის ქსოვილი გამაგრებულია ან გამკვრივებულია. მომატებული ექოგენობა— ბევრს უწერია. გამაგრებული და გამკვრივებული ფარისებრის ქსოვილი არა თუ—- ეს არაფერია , არამედ, ეს შეიძლება ბავშვობიდან ან თუნდაც ახალშობილობიდან დაწყებული ფარისებრის ანთება იყოს. ანუ ეს არის დიდი ხნის დაწყებული ფარისებრის ანთება———–უმეტესად კი ,აუტოიმუნური თირეოიდიტი. ეს დაავადება იმიტომაა გამოკვეთილად მძიმე ვარიანტი ფარისებრის ,რომ დიდი ხნის დაწყებულია და უპატრონოდ მიმდინარეობდა.რბილად რომ ვთქვათ—-ნაკლებად დაკვირვებული პედიატრის ფონზე. ამიტომ იწვევს ხშირად აუტოიმუნური თირეოიდიტი, სტატისტიკურად მეტ სიმსივნეებს.
ცისტა , არ არის კიბო. ის დეფორმირებული, გადაგვარებული ღრმულია და შემოხვეული აქვს კაფსულა.ცისტაში ან სითხეა ან მომკვირვო მასა ან ჰაერი.
როცა რადიოლოგი წერს ——–ფარისებრში კოლოიდური ტიპის სტრუქტურის არსებობას——–ეს არის სითხით სავსე კვანძი. არც ის განეკუთვნება ამ ეტაპზე სიმსივნეს.ის წარმოიქმნება დიდი ხნის განმავლობაში———-ფარისებრის ფუნქციების მოშლის და იოდის დაცემის გამო.
საერთოდ, კოლოიდურ სითხეს თავად ფარისებრი ქმნის, რომ ამით ჰორმონები შექმნას .როცა კოლოიდური სითხის მცირე ნაწილი ფუნქციებს კარგავს ,ფარისებრის შიგა მოშლების გამო ———-იოდის დეფიციტი , ანთებები და სხვა, მაშინ ამ კოლოიდური სითხის ეს ფუნქციადაკარგული ნაწილი ფარისებრის ქსოვილში კაფსულად ჩაწვება ანუ ჩაკაფსულდება და მას ამ შემთხვევაში კოლოიდური კვანძი ეწოდება.
ფარისებრის კვანძი თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტანდარტით———–ფარისებრის უკმარისობას ნიშნავს. ვინც იტყვის ,რომ ფარისებრის კვანძი— არაფერია, მა ს ცოდნის პრობლემები აქვს მედიცინის ამ განხრაში. ფარისებრი———სიმსივნემდე ,ფარისებრის კვანძის აუცილებელ , დარღვეულ გზას გადის. მარტო ექოს თუ უყურე და ისიც ვერ განჭვრიტე, ვერ მიხვდები როდის გადაგვარდება ფარისებრი ჯირკვალი —— სიმსივნედ. ეს დღეს ძალიან ხშირია და ზოგი რომ კვდება, ისიც არ იცის ფარისებრის სიმსივნე რომ აქვს. ან არ გადაგვარდება ფარისებრის სიმსივნედ და რომელიმე ორგანოს კიბოს გამოიწვევს.
ყველა ორგანოს სიმსივნის გზა————– ფარისებრის აუცილებელ, დაზიანებულ სადგურს გაივლის.
ფარისებრი როდის არის სიმსივნურად გადაგვარებული, ამას ხან ექოს მონაცემები გიჩვენებს, ხან კი ვერ გიჩვენებს , მაგრამ მაინც მიგანიშნებს. ამის დადასტურებას ,არის თუ არა ჯერ ფარისებრის სიმსივნე , უზუსტესად ამტკიცებს სხვადასხვა ლაბორატორიული მონაცემი, მაგალითად, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა ,ზოგი ინტერლეიკინი და სხვა.მარტო კალციტონინით ფარისებრის ოპერაცია არ უნდა გადაწყდეს .რადგან ,ეს ფენომენი სხვა დაავადებების დასტურიცაა.
საერთოდ კალცინატი, თრომბებით სავსე მუდმივმოქმედი ზარბაზანია.პეტრიფიკატი ყველა ორგანოში ერთი ხასიათისაა.ეს უფრო ვრცლად ბევრჯ
ერ ავხსენი—–როცა კალცინატი პეტრიფიკატის სახით ლაგდება, ის ყოველთვის იმ ქსოვილში ჩაწვება,სადაც ფონად უჯრედები უკვე დისტროფიას და ნეკროზს განიცდიან.ამიტომ, მის დაფიქსირებაზე, უპირველესად ,ტუბერკულოზი და შემდეგ სიმსივნე უნდა გამორიცხოთ.
მარტო ფარისებრზე არა, საერთოდ , ზოგადად, მოკლედ ვიტყვი ცისტებზე ნებისმიერ ორგანოში.რამდენიმე გენი ცისტების დროს შეცვლილია .ესაა ერთი მშობლისგან მიღებული გენი. ცისტები ყოველთვის სითხით არიან სავსე. უპირველესად, კისტა და ცისტა ძვლის ტვინის დიდი ნაადრევი განგაშია ,რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მივა სიმსივნემდე ან ორგანოს დაშლამდე ან ძვლის ტვინის სისუსტის გამოვლინებამდე —–მენინგიტით ან ეცნცეფალიტით და სხვა. თირკმლებში ცისტა არღვევს არა მარტო თირკმლის ფუნქციებს, არამედ, მთელი ორგანიზმის სისხლის მიმოქცევას. სისხლი სრულფასოვნად ვერ იფილტრება და თირკმლები და მთელი ორგანიზმი იშლაკება. ამიტომ ,შ არდის გამოყოფა იმატებს. ღვიძლის და პანკრეასის ფიბროზების ჩამოყალიბებაში ცისტებს დიდი უარყოფითი როლი აქვთ. ცისტის გამო ღვიძლს ძალიან უჭირს . პოლიცისტოზი, საყლაპავის ვენების პათოლოგიურ სტატუსს ართულებს. სისხლიანი შარდი პოლიცისტოზის რთული ფორმის ნიშანია. კონკრემენტების ანუ კენჭების ჩამოყალიბებას ცისტები მკვეთრად უწყობენ ხელს. ცისტები ახშობენ მილაკებს. პოლიცისტოზი გენეტიკურია.
თირკმლის პოლიცისტოზი აზიანებს არა მარტო თირკმლებს , არამედ ღვიძლს, ფილტვს და წინამდებარე ჯირკვალს კაცებში.
კისტა დიდი სიგნალია, რომ ამ ადამიანს მემკვიდრული დაზიანება აქვს .ამ ორგანოს კი ადრე თუ გვიან, თუ სწორი მკურნალობა არ იქნება ,მუშაობის შეწყვეტა ემუქრება.რადგან, კისტა და ცისტაც ძვლის ტვნის დიდი სისუსტე არიან.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტიპებია——1-ანაპლასტიკური —- ძალიან იშვიათია, მაგრამ უაგრესიულესი. 2—მედულარული—-გენეტიკური მუტაციების გამოა.3—ფოლიკულური. ის უფრო ძვლებში და ფილტვებშია.ანუ ძვლის ან სახსრის ან ფილტვების გაგრძელებული პრობლემის დროს ფარისებრის ფოლიკულური კიბო გამორიცხე. 4—-პაპილარული . ფარისებრის კიბოების 80 პროცენტზე მეტი ეს კიბოა.თუ დროზე გამოიცნობ და უმკურნალებ ,თითქმის, არავის კლავს.ამ ტიპის ფარისებრის კიბო ყველაზე ხშირად ლოკალიზდება კისრის ლიმფურ კვანძებში.
არ გაატარო კისრის გადიდებული ლიმფური კვანძი უყურადღებოდ. ყველა დაავადება გამორიცხე , რაც მისი გადიდების დროსაა და უპირველესად, ფარისებრის პაპილარული ტიპის კიბო .ანუ ფარისებრის ყველაზე ხშირი კიბო——–კისრის ლიმფურ კვანძებშია. გააკეთე დიდი რეაქცია კისრის გადიდებულ ლიმფურ კვანძზე. დამწყებ ექიმებს მივმართავ———არ შეეშვა პაციენტს, სანამ არ დაადგენ კისრის ლიმფური კვანძი რატომ არის გადიდებული.თუ ამ დროს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს გამორიცხავ და შემდეგ ყურადღებას მიიპყრობს—— ან ტემპერატურა ან კვანძის უფრო გადიდება ან დაღლილობა და სხვა ჩივილები, მაშინ ფარისებრში ეძებე მიზეზები.
33–მჟონავი ნაწლავის სინდრომი, რომ არ ჰქონდეთ ადამიანთა უმრავლესობას, მაშინ არ იქნებოდა ამდენი დაავადება და სიკვდილობა . ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად მეტი იქნებოდა . მჟონავი ნაწლავის სინდრომის დროს, ნაწლავის კედლის განვლადობა და სიმტკიცე მოშლილია. ნაწლავის კედელს აკლია ნაწლავის სპეციფიკური ამინომჟავები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც კედლის სიმტკიცეს და ელასტივობას განაპირობებენ. ნაწლავის კედლის კოლაგენის ჯაჭვის ნივთიერებები შემცირებული ან დასუსტებულია.ნაწლავის სპეციფიკური ფერმენტები დაკლებული ან გამქრალია. ნაწლავის ლორწოვანი გარსი და ზოგადად, მისი კედელი იმ კონსისტენციამდე უნდა იყოს მტკიცე და დრეკადი, რომ გაატაროს ,მხოლოდ წყალი და ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები. როცა მეტი არასაჭირო ნივთიერება გააღწევს ნაწლავის კედლიდან ორგანიზმისკენ ,ეს უკვე არის მჟონავი ნაწლავის სინდრომი. ასეთ ნივთიერებებში იგულისხმება—- ტოქსინები, შლაკები, მძიმე მეტალები, შხამები და სხვა- ორგანიზმის ინტოქსიკაციის წყაროები.
ნებისმიერი სიმსივნის თუ მძიმე ან ქრონიკული დაავადების დროს ნაწლავის კედელში ჭარბი მძიმე მეტალებია. ექიმის ვალია ,უპირველესად ,მძიმე მეტალების ჯერ კონკრეტულად გამოცნობა, შემდეგ განეიტრალება და გამოყვანა ორგანიზმიდან. ყველა მძიმე მეტალს ინდივიდუალური დეტოქსის ხერხი აქვს .ამიტომ, ჯერ ვადგენთ ,რომელი მძიმე მეტალის კუმულაციას განიცდის პაციენტის ნაწლავი. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, ამერიკული, ნატურალური მედიკამენტების მწარმოებელი ფირმა, თითქმის ,ორი საუკუნეა მუშაობს, ნაწლავებიდან მძიმე მეტალების დეტოქსის წამლებზე.შემადგენლობაში სულ იშვიათი მცენარეებია. არც ნაწლავს, არც მთლიან ორგანიზმს სამკურნალო შედეგი არ ექნება ,ნაწლავიდან მძიმე მეტალების დეაქტივაციის გარეშე. რადგან ,მათ ფონზე შექმნილი მძიმე დიზბაქტერიოზი მთლიანად მთელს ორგანიზმში შლის ნივთიერებათა ცვლებს და შედეგად რთული დაავადებებია. მეთილაციის მოშლა ,რომელზეც ხშირად ვსაუბრობ, დაზიანებული ნაწლავიდან იწყება.მეთილაციის მოშლის დროს სისხლი სხვა—-პათოლოგიურ რელსებზე გადადის და არც წამალი ერგება ადამიანს და არც საკვები. ანემია ამიტომ მეორდება, დაავადებები ქრონიკულდება , სიმსივნეები ჩნდება. მეთილაციის მოშლის დროს ღვიძლი, თითქმის,პარალიზებულია და ბიოქიმიური რეაქციები არასწორად მიდიან.
რა დაავადებებია მჟონავი ნაწლავის სინდრომის დროს ?———-გასტრიტი, კოლიტი, სიმსუქნე, დიაბეტი, ართრიტი , ასთმა, კუნთური პრობლემები,დიარეა, მუცლის შებერვა,ცელიაკია, წყლული, მეტეორიზმი,ქრონიკული დაღლის სინდრომი,აუტოიმუნური დაავადებები,კუჭ-ნაწლავის ყველა დაავადება,დიზბაქტერიოზი, სიმსივნეები, სისხლძარღვების და არტერიების რთული ათეროსკლეროზი და სხვები.მჟონავი ნაწლავის სინდრომი, ყოველთვის ნაწლავის პერფორაციას არ ნიშნავს. ის ნაწლავის კედლის გაფაშრება და სისუსტეა.ეს სინდრომია მთავარი მიზეზი,ზოგი ადამიანის ორგანიზმი რომ სოკოებით, ტოქსინებით და ბაქტერიებით სავსეა .ამის შედეგი უპირველესად, ღვიძლის და შემდეგ ყველა ორგანოს დაბინძურებაა .მჟონავი ნაწლავის სინდრომის ფონი ყოველთვის აქვთ ამ დაავადებებს————-კვებითი ალერგია, ჭინჭრის ციება, ეგზემა, დერმატიტი,ფსორიაზი, აკნე. ხოლო, როცა ——-ან წყლულია ან დიარეა ან შებერილი მუცლის პერიოდული სინდრომი ან ქრონიკული დაღლ ა, მაშინ ეს სინდრომი უფრო მკვეთრია .თუ უკიდურესად მძიმე ფორმაა ,მაშინ გადახრილია ანალიზები———-1ენდომეზიუმი ,რომელზეც ბევრი გესაუბრეთ წინა თემებში 2—–ზონულინი 3-კალპროტექტინი.
არა მარტო უჯრედული მატრიქსის სასიცოცხლო კომპონენტების, არამედ რომელიმე ორგანოს სპეციფიკური ნივთიერებების რიცხვს და მდგომარეობას თუ არ განვსაზღვრავთ ისე რეალური მორჩენა არ მოხდება .როცა ნაწლავის ლაბილურობაზეა საუბარი, სხვა ნივთიერებებთან ერთად ლიგნანების სტატუსი აუცილებლად უნდა განისაზღვროს. იხ. ჩემი სტატია ლიგნანები. ნაწლავებში, ლიგნანებისგან რეაქციებით მიიღება ენტეროლიგნანები . ისინი უძლიერესი ანტიოქსიდანტებია და ნაწლავის სიცოცხლეს და სიმტკიცეს განაპირობებენ.თუ ნაწლავი მტკიცე არ იქნება, არცერთი დაავადება არ მორჩება. ვერ შეაკავებს ღვიძლი, დასუსტებული ნაწლავების ფონზე გაჟონილ ტოქსინებს და შლაკებს. ამიტომ უდრის ჯანმრთელი ნაწლავი——- მაღალ იმუნიტეტს.
მჟონავი ნაწლავის სინდრომის დროს სიცოცხლისათვის მთავარი საკვები ნივთიერებები ვერ შედიან ორგანიზმში და იკარგებიან. ტვინი ვერ იღებს აუცილებელ ნივთიერებებს ,რომ დემენცია, ალცჰაიმერი ,სკლეროზი აიცილოს.ნაწლავის კედელს მედიცინა საბაჟოს ადარებს. მან მხოლოდ წყალი და საკვები ნივთიერებები უნდა გაატაროს და ამ სინდრომის დროს უამრავ ნაგავს ატარებს.
უკიდურესად მოშლილი და მძიმე— მჟონავი ნაწლავის სინდრომის ფონია—-მუცლის ღრუს სიმსივნეების,ღვიძლის ციროზის, ბრმა ნაწლავის პერფორაციის ანუ გახეთქვის, წყლულის, ეროზიის, ფსორიაზის,ე გზემის, ცელიაკიის, ყაბზობა——აშლილობის, მძიმე აკნეს, ბუასილის და სხვა დროს. ამ დროს ღვიძლი ტოქსინებში იხრჩობა .იმუნური სისტემა თანდათან სუსტდება.ყველაზე პირველად და სწრაფად იწამლება—— პანკრეასი, ღვიძლი ,ტვინი და თირკმლები.
ჯერ მჟოვანი ნაწლავის სინდრომია და შემდეგაა სხვა დაავადებები.
არამარტო კუჭ-ნაწლავის ,არამედ ტვინის კიბოს დროს მჟონავი ნაწლავის სინდრომი ,ისეთივე მკვეთრია, როგორც კუჭის წყლულის შემთხვევაში, თუნდაც კლინიკური გამოხატულება არ ჰქონდეს. ამ დროს ტოქსინების ორგანიზმში შედინება მაქსიმალურია.ნაწლავს თუ მძიმე მეტალებს არ მოაშორებ, ნებისმიერი დაავადების მკურნალობა აბსურდული ან დროებითი შედეგისაა .სამწუხაროდ, ზოგისთვის, მძიმე მეტალების გაწოვა მკურნალობის უცხო ხილია, მაგრამ ,ადამიანების სიცოცხლისათვის მასიურად უნდა დავნერგოთ.
ამიტომ , ინდივიდუალური , ჯანმრთელი და ნატურალური კვება შეუცვლელია ადამიანისთვის. ძალიან მოძველებულია ერთ დაავადებაზე ყველასთვის ერთი დიეტა. დიეტა არის მხოლოდ ინდივიდუალური. თუნდაც, იგივე დაავადების დროს ყველა ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის რეაქციები მიდის. მედიცინის განხრა ნუტრიგენომიკა ამტკიცებს,რომ საკვები გენს ცვლის. იმ ექიმებს, რომლებსაც ეპიგენეტიკით გამოგვყავს საკვებიც და წამალიც ,შედეგიც იმიტომ გვაქვს.ნუტრიგენომიკა და ეპიგენეტიკა ამტკიცებენ ,რომ რასაც ჭამს ადამიანი, ის შთამომავლობაზეც აისახება.რადგან ,ადამიანი გენეტიკური გრძელი ჯაჭვის ბოლო რგოლია ამ ეტაპზე. ამინომჟავების გამოთვლის გარეშე ამიტომ ხდება მკურნალობა დაბალის ხარისხის. ამინომჟავებზე ასახულია გენეტიკური მიდრეკილებები. კონკრეტული ამინომჟავები აკონტროლებენ ნაწლავის კედელის სრულყოფილებას და მთლიანად კუჭ-ნაწლავს.ისევე ,როგორც სხვები სხვა ორგანოებს.








