გურიის მოამბე

ოზურგეთის სარაგბო სკოლის აღზრდილი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ითამაშებს

19 წლის ქართველი მორაგბე, დავით არობელიძე, კარიერას, საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. ახალგაზრდა სპორტსმენი TOP 14 ის კლუბ ვანში ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ქართული სპორტული პორტალი, https://asport.ge – ავრცელებს;

გავრცელებული ინფორმაციით ქართველ მორაგბესა და ფრანგულ კლუბს შორის 2+1 ფორმატის კონტრაქტი გაფორმდა. არობელიძე ახალ გუნდს სექტემბრიდან შეუერთდება.

ცნობისთვის: დავით არობელიძე ოზურგეთის არწივების აღზრდილია. გასული სეზონი კი მან თბილისის “არმიაში” გაატარა და ამჯერად ძალებს ევროპულ საკლუბო რაგბიში მოსინჯავს.

საფრანგეთის უმაღლესი ლიგა – TOP 14Super Rugby Pacific თან ერთად (სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარი კლუბური ჩემპიონატი –  მასში მონაწილეობენ უძლიერესი პროფესიონალური კლუბები ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, ფიჯიდან და წყნარი ოკეანის რეგიონიდან) მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.

ეს პირველი შემთხვევაა ოზურგეთის სარაგბო ოჯახის ისტორიაში და თავისთავად-უკვე-უდიდესი წარმატება;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights