“რუსეთთან ამერიკის ურთიერთობის შემდგომ დაძაბვასთან ერთად მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, პირველად ტრამპის მოსვლის შემდეგ, ამერიკის საელჩომ პირდაპირ გააკრიტიკა ქოცები „სიძულვილის ენის სამმართველოს“ შემოღების გამო”
აცხადებს, პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც მისი, ოფიციალური ფეისბუკ გვერდი აქვეყნებს;
“აქამდე ამერიკელები ყველა მწვავე საკითხებს სვამდნენ კულუარულ საუბრებში, მაგრამ საჯაროდ არაფერზე ამოუღიათ ხმა და ის რომ ალაპარაკდნენ ნიშნავს რომ ვაშინგტონს ყელში ამოუვიდა ივანიშვილის ვაჭრუკანა თამაშები, ხოლო ივანიშვილს ფუნდამენტურად არ ესმის ამერიკელების ის, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ჯეიდი ვენსმა სრულიად ნათლად თქვა, რომ ტრამპისთვის მიუღებელია, რომელ ქვეყანასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა, ივანიშვილმა ამ გამოსვლას ისეთივე წონა მიანიჭა, როგორც რომელიმე მდინარაძის ნაყრანტალევს და ვერ მიხვდა, რომ ტრამპის ფუნდამენტურ პრინციპებს ეჯახება. ხოლო ტრამპის ამერიკის გადაკიდება ივანიშვილს ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება ვიდრე ბაიდენის მთავრობის. თან გეოპოლიტიკურ ჭრილშიც, ვაშინგტონი ხელს უჭერს ყველა პრო-რუსულ ძალას, განსაკუთრებით რუსეთის სამეზობლოში, ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემობრუნება.საერთოდ, მიუხედავად ბევრი ადამიანის სკეფსისისა მინდა ვთქვა, ქართველ ხალხს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ამერიკის იმედი. ბოლოსდაბოლოს ის რომ საქართველო დღეს საერთოდ არსებობს რუკაზე, დიდწილად ბუშის რესპუბლიკური ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომელმაც შეაჩერა რუსები თბილისთან 2008 წელს და საქართველოს უმეტესი ტერიტორიებიდან უკან დაახევინა, ქოცებს უნდათ დაგვავიწყონ ეს გადამწყვეტი ფაქტი ჩვენი ისტორიის, მაგრამ არაფერი გამოუვათ” წერს სააკაშვილი;.








