ლადო მენაბდე
მანამ, სანამ პროდასავლური, პოლიტიკურ ოპოზიცია, ერთმანეთს უპირისპირდება, რეგიონებში ხელისუფლებამ, პროდასავლურად განწყობილ საჯარო მოხელეებს მორიგი რეპრესიული ტალღა “დაატეხა” თავს – მუნიციპალიტეტებში ე.წ. “რეორგანიზაცია” დასრულდა.. ადგილობრივმა მერებმა, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული შტატი შეამცირეს და რამდენიმე ასეულ თანამშრომელს ხელშეკრულებები გაუუქმეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ –
პირველი – ან თვითონ, უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მონაწილეობდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმართულ ფართო საერთო ეროვნულ პროტესტში
მეორე-ან მისი ოჯახის წევრი უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მონაწილეობდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმართულ ფართო საერთო ეროვნულ პროტესტში
მესამე – თვითონ არ მონაწილეობდა, მაგრამ სოციალურ ქსელებში – პოსტებით გამოხატავდა მხარდაჭერას; ამ პროტესტში მონაწილე ადამიანების მიმართ
მეოთხე – თვითონ არ მონაწილეობდა მაგრამ სოც.ქესელებში ულაიქებდა ამ პროტესტში მონაწილე ადამიანების აქტივობებს
მეხუთე-მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი ალაიქებდა სოც ქსელებში იგივე შინაარსის პოსტებს
მეექვეს – მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი “პოსტავდა” სოც ქსელებში იგივე შინაარსის პოსტებს
შორენა კბილცეცხლაშვილი, ერთ ერთია, ამ ასეულობით, პატრიოტი საჯარო მოხელეებიდან, ვინც დუშეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურიდან, სწორედ ამ – ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო გაუშვეს;
ის აქტიურად მონაწილეობდა თბილისში და რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობებში;
ამის გამო, მას, დუშეთის მერმა რამდენიმე საყვედური და გაფრთხილებაც მისცა ოფიციალურად, თავისთავად გაფრთხილებისა და საყვედურის ოფიციალურ ვერსიაში სულ სხვა რამ წერია, მაგალითდ ერთ ერთ საყვედურში-მიზეზად-სამუშაო სააათებში აივანზე სიგარეტის მოწევა ჩაუწერეს…..
არათუ პროდასავლური პოლიტიკურ ოპოზიციას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასაც კი და მით უმეტეს, სამწუხაროდ, კრიტიკულ მედიას – “არ სცალია”, რომ ამ პროცესებს თვალი მიადევნოს და მორალურად მაინც დაუჭიროს მხარი ამ რეპრესირებულ საჯარო მოხელეებს;
თავისთავად, 100% ყველა “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გამო არ დასჯილა, ზოგი იმიტომ გაუშვეს რომ “კრიშა” აღარა ყავთ (ლილუაშვილ-ღარიბაშვილის პროტეჟეები), თუმცა სრული “იგნორი” საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მედიის მიერ, ამ რეპრესიული ტალღისა, გაუმართლებელია;








