ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში-სოფელი აჭი

აჭი – სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 420 მ. ლიხაურიდან 5 კმ.
სოფელში დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. ეკლესია შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით და აქვს ასომთავრული წარწერა. ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია აჭის ციხის ნანგრევები.
შეიძლება იყოს ხე და ბუნება-(ი)ს გამოსახულება
შეიძლება იყოს ბუნება და ჩანჩქერი-(ი)ს გამოსახულება
შეიძლება იყოს ბუნება, წყლის სივრცე და ხე-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share