“ოდიშის სხვადასხვა კუთხეში კიდევ დიდხანს ისმოდა მათხოვრის სიტყვები: “მოიღეთ მოწყალება”, “განიკითხეთ საპყარი”, მაგრამ, როცა მუსაიფში ჩაებმოდა, იგი დინჯად ამბობდა: “გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება: ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან, იმერეთის მეფობას არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი.
დადიანის სასახლე ათას ფაცხაში არ გაიცვლება: ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი.ადამიანი მუდამ ადამიანია – არც მეტი და არც ნაკლები”.
ბრბოს ეს სიტყვები აკვირვებდა, აცინებდა და თან მალამოთ ხვდებოდა დაბეჩავებულ გულზე.”
ნიკო ლორთქიფანიძე