“ცხოვრებაში ყველაფერი უნდა მოსინჯო და უმეტესობა სამუდამოდ დაივიწყო”

არაჩვეულებრივი ფიგურის, უსაზღვრო მომხიბვლელობის და საოცარი ქარიზმის მფლობელი სოფი ლორენი საუკეთესო მაგალითია მარადიული ახალგაზრდობისა, რადგან 86 წლის ვარსკვლავის საზოგადოებაში გამოჩენა დღესაც ისეთივე ფურორს იწვევს, როგორც ათწლეულების წინ, როცა მთელი მსოფლიოს მამაკაცები ეთაყვანებოდნენ.

fortuna.ge გთავაზობთ სოფი ლორენის ცნობილ გამონათქვამებს:

ქალი, რომელსაც საკუთარი მამაკაცის ნაკლი არ უყვარს, ვერც მამაკაცის შეყვარებას შეძლებს ვერასდროს.

სამოსი – ყველაზე მარტივი საშუალებაა ინდივიდუალურობის უსიტყვოდ გამოსახატად.

იდეალური სილამაზე – მხოლოდ ბრიყვული ილუზიაა.

ქალს, რომელიც საკუთარ სილამაზეშია დარწმუნებული, არც მამაკაცის დარწმუნება გაუჭირდება.

ცხოვრებაში ყველაფერი უნდა მოსინჯო და უმეტესობა სამუდამოდ დაივიწყო.

სისადავე – ელეგანტურობის არსია.

მომხიბვლელობა – სილამაზის უხილავე მხარეა, რომლის გარეშე ვერასდროს გახდება ქალი მამაკაცისთვის სასურველი.

 

ქალის საუკეთესო იარაღი მამაკაცის წინააღმდეგ – მისივე მდიდარი ფანტაზიაა.

არაფერი არ ალამაზებს ქალს ისე, როგორც საკუთარი თავის რწმენა.

ჭკვიან ქალს კაცი პატივს სცემს, ლამაზი – მოსწონს და მხოლოდ ის ახსოვს ყოველთვის, რომელმაც ოდესღაც უთხრა უარი.

კაცი ყველა ღირსებით – ნამდვილი სასჯელია ქალისთვის.

სექსუალურობა – მხოლოდ 50 პროცენტითაა ქალის მიმზიდველობა, დანარჩენ 50 პროცენტს მამაკაცის წარმოსახვა ავსებს.

სილამაზე – ის სიკეთეა, რომლისთვისაც ყოველთვის ღირს ბრძოლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share