რა ჯანმრთელობის პრობლემებს ტოვებს კოვიდი ქალის ორგანიზმში- კვლევა

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ორი ახალი კვლევის მიხედვით, საშუალო ასაკის კოვიდ-გადატანილ ქალებს დიდი ალბათობით მუდმივად ექნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ლესტერის უნივერსიტეტის და მწვავე რესპირატორული ინფექციების საერთაშორისო კონსორციუმის (ISARIC) კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევების მიხედვით, 40-50 წლის ქალებს გამოჯანმრთელების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში შეაწუხებთ მუდმივი დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა და გაუარესებული მეხსიერება.

მწვავე რესპირატორული ინფექციების საერთაშორისო კონსორციუმის (ISARIC) განცხადებით, მათმა კვლევებმა ცხადყო, რომ საშუალო ასაკის ქალებს უფრო რთულად გადააქვთ კორონავირუსი, ვიდრე მამაკაცებს, თუნდაც მათ არ ჰქონდეთ რაიმე თანმდევი დაავადება.

ISARIC-ის კვლევამ, რომელშიც 327 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ 40-50 წლამდე ასაკის ქალები ყველაზე მეტად სუნთქვის უკმარისობას უჩივიან, შემდეგ მოდის დაღლილობა, მათ ასევე პრობლემები აქვთ მეხსიერებასთან, მობილობასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

ლესტერის უნივერსისტეტის კვლევების მიხედვით, რომელშიც 1,077 ორივე სქესის პაციენტი მონაწილეობდა, ქალი პაციენტების უმრავლესობა კორონავირუსის გადატანიდან 5 თვის შემდეგაც უჩიოდა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს. ასევე ექიმების თქმით, მეოთხედზე მეტს “შფოთვის და დეპრესიის სიმპტომები“ ჰქონდა, ხოლო 12%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები (PTSD) აღენიშნებოდათ.

ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუიზა უეინმა, რომელიც აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელია, განაცხადა რომ საშუალო ასაკის კოვიდ-გადატანილ ქალებს იმიტომ აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გახანგრძლივებული პრობლემები, რომ მათი ავტოიმუნიტეტი ანუ ორგანიზმის მიერ საკუთარ ანტიგენებზე იმუნური პასუხი უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცების.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share