ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მომატებულია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მესამე ტალღის რისკის წინაშე ვდგავართ.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შევძლოთ და მესამე ლოკდაუნი თავიდან ავიცილოთ. ამისთვის გვესაჭიროება ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. კვლავ მოვუწოდებთ მათ ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე. მნიშვნელოვანია ასევე სოციალური დისტანცირება და თავის არიდება მასიური შეკრებისგან. სამწუხაროდ, მომატებულია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მესამე ტალღის რისკის წინაშე ვართ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.