“როდესაც კაცი ყველაფერში ქალს ემორჩილება, ის ქალი იმ კაცით აღარ კმაყოფილდება”

“თამარ მეფის მაგალითად ვხედავთ, რომ არ არის საჭირო ქალის როლის წინ გამოტანა, როგორც რაღაც განსაკუთრებული უფლება… როდესაც ქალი დგება ისეთ ადგილას, რომელიც მისთვის ბუნებრივი არ არის და იწყებს იწყებს ოჯახში მბრძანებლობას – შენ რაღაც ასე გააკეთე. როდესაც კაცი ყველაფერში ქალს ემორჩილება და ყველაფერს უკეთებს, ის ქალი იმ კაცით აღარ კმაყოფილდება. გარეთ ეძებს ისეთ კაცს, რომელიც მას არ დაემორჩილება და რომელიც იქნება მისი პატრონი. ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ იყოს ლიდერი. მას ლიდერობა აქვს ბავშვებში, ოჯახურ სითბოში. მაგრამ მისი ლიდერობა, როგორც ოჯახის მარჩენალი, ოჯახის გეზის წამყვანი მძიმე ტვირთია ქალზე. თვითონ ქალს უყვარს, როდესაც თავს გრძნობს მშვიდად და მყუდროდ… კაცი უამრავი საქმისგან დაღლილი და დაქანცული სახლში, რომ მიდის ფიქრობს, რომ დახვდება ოჯახური სითბო. ქალმა თუ დაუწყო ჩემი უფლება, შენი უფლება… წავა და უფრო თბილ ადგილს მოძებნის”

აცხადებს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ქადაგებისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share