კიდევ ერთი ტრაგედია ლანჩხუთში – 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

 

კიდევ ერთი ტრაგედია ლანჩხუთში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს დილით რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით მოზარდი ლანჩხუთში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი ცხედარი ბათუმში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს სუიციდის მეორე შემთხვევაა ლანჩხუთში.
ორი დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით 16 წლის გოგონამ დაასრულა.
ფოტო: “გურია თუდეი”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share