კომპანია “გულისტანი” გაფიცულ მუშებს სასამართლოში უჩივის

შპს „გურია ექსპრესმა“ („გულისტანი“) ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით ამ დღეებში მიმართა. კომპანია სასამართლოსგან გაფიცვის უკანონოდ ცნობას ითხოვს.

„გულისტანში“ აცხადებენ, რომ მუშებმა გაფიცვა ისე დაიწყეს, კომპანიას გონივრული ვადა არ მისცეს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რამაც გამოიწვია კომპანიის ფუნქციონირების შეჩერება, რის გამოც მნიშვნელოვანი ზარალი დადგა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს „გულისტანის“ სარჩელს, კომპანიის ადმინისტრაციას სრული უფლება ექნება გაფიცული მუშები დაითხოვოს სამსახურიდან, თანაც ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

თავის მხვრივ, გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ „გულისტანის“ ხელმძღვანელების სარჩელი არასამართლიანია, რადგან მუშებმა კომპანიის ადმინისტრაცია საქმის კურსში გაფიცვამდე რამოდენიმე დღით ადრე სიტყვიერად ჩააყენეს.

ცნობისათვის: დღეს 21-ე დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც „გულისტანის“ რამოდენიმე ათეული მუშა გაიფიცა.

მუშები კომპანიისგან ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნასა და ხელფასის მატებას მოითხოვენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share