რა თქვა დონალდ ტრამპმა საქართველოს შესახებ, პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში

აშშ-ს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე BBC-მ გამოაქვეყნა ვებ-პროექტი სათაურით – “აშშ-ს 2020 წლის არჩევნები: რა თქვა ტრამპმა თქვენს ქვეყანაზე”.  ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

რა თქვა ტრამპმა საქართველოზე – რას წერს BBC-

BBC-ის ამ ვებ-პროექტის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველო საკუთარ ტვიტებში მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს ახსენა.

კერძოდ, მაშინ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გიორგი კვირიკაშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თეთრ სახლში ვმასპინძლობთ“,- დაწერა ტრამპმა  Twitter-ზე.

როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპი საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ამ დრომდე არ შეხვედრია.

ტრამპმა გიორგი გახარიას მაისში, დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

წერილში პრეზიდენტმა ტრამპმა გიორგი გახარიას ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისიაში შეტანილი „მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ მადლობა გადაუხადა. წერილში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ნატოში სწრაფვის მხადაჭერას კვლავაც გააგრძელებს.

 

რა თქვა დონალდ ტრამპმა საქართველოს შესახებ, პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში 
სქრინი BBC-ის სტატიიდან

 

ტრამპი და საქართველო – რა არ მოხვდა BBC-ის ამ პროექტში

„შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ისევე როგორც საქართველოს  დასავლეთთან ურთიერთობას“, – ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის წერილში.

რა თქვა დონალდ ტრამპმა საქართველოს შესახებ, პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში 

 

  • 2018 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა, ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

რა თქვა დონალდ ტრამპმა საქართველოს შესახებ, პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში „საქართველო შესანიშნავი ქვეყანა. მას უძველესი და ლამაზი ისტორია აქვს. ქვეყანას დასავლურ კულტურაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი – მუსიკის, არქიტექტურისა და სამზარეულოს თვალსაზრისით. ქართველმა ჯარისკაცებმა უდიდესი ვაჟკაცობა გამოავლინეს, როცა ავღანეთსა და ერაყში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“,- ეწერა კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ ტრამპის წერილში.

შეკითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე უპასუხა. ტრამპის თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს.

„ჩვენ მოვისმინეთ მათი გასაჭირი. საქართველოსთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა, მაგრამ მათ შეხვედრაზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ასეთია პრეზიდენტ ტრამპის აქტივობები საქართველოსთან მიმართებაში გასული 4 წლის განმავლობაში.

| რაც შეეხება ბიზნესმენ დონალდ ტრამპს:

ტრამპი საქართველოს მანამდე ეწვია, სანამ ის აშშ-ს პრეზიდენტი გახდებოდა. კერძოდ, ტრამპი საქართველოში 2012 წელს – მაშინ ბიზნესმენის, უძრავი ქონების მაგნატის რანგში, ბათუმში 47-სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობის გეგმასთან დაკავშირებით ჩამოვიდა.

„ვფიქრობ, ქვეყანაში უამრავი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა გაქვთ. საოცარია იმის ყურება, რაც აქ ხდება. საქართველო  ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საოცარი ადგილია“,- უთხრა მაშინ ტრამპმა Reuters-ს საქართველოში ვიზიტისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share