წაუყენებენ თუ არა ბრალს გიორგი გახარიას და მის მოადგილეს კახაბერ საბანაძეს – „ქართული ოცნება“ ექსპრემიერის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციაში გადასულ გიორგი გახარიას 20 ივნისიის აქციის დაშლის არასწორად დაგეგმვაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების წარმოამდგენლების თქმით, ის ფაქტი, რომ აქციაზე მოქალაქეებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს სწორედ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას და მისი გუნდის პასუხისმგბელობაა.
ამას გარდა , ექსპრემიერს პანკისსა და თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები გაუხსენეს, სადაც მათი თქმით, ასევე, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა.
ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი. სახელმწიფო აარიდა ძალიან სერიოზულ საფრთხეს, მაგრამ ოპერაციის ჩატარების ნიუანსები არსებობს ისეთი, რომელიც, რასაკვირველია, შენიშვნებს იმსახურებს. ის შენიშვნები, ის გულდაწყვეტა, ის სამართლიანი კამათი, რაც შეიძლება ყოფილიყო შიგნით გუნდში და რაც ნორმალურია, უკვე გადაიზარდა სერიოზულ ეჭვებში, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი აქვს, – ამბობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი.
20 ივნისის საქმეში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა მხოლოდ გუშინ დაინახა. ამასთან დაკავშირებით პირვეილ კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ გააკეთა, როდესაც თქვა, რომ აქციის დაშლის სპეცოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი.