ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო, გაუქმებული რეგულაციების დაწესება ხელახლა უხდებათ

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, მომავალი კვირიდან დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი არავაქცინირებულებს, ურჩევენ, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.

ხელისუფლება იმ პირებს, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, მოუწოდებს, რომ კორონავირუსზე ტესტი დაუყოვნებლივ ჩაიტარონ, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები არიან, თუ არა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: