მეცნიერებმა დინოზავრების დაღუპვის ახალი ვერსია გააჟღერეს

image

დღემდე მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ დინოზავრების გადაშენების მიზეზი, 65 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე ჩამოვარდნილი უზარმაზარი მეტეორიტი იყო, რომელმაც 5 მილიარდი ატომური ბომბის (ისეთი, როგორიც ჰეროსიმაში იყო) აფეთქების ეფექტი გამოიწვია. დედამიწაზე, დარტყმის ადგილზე კი, ტემპერატურამ 5 000 გრადუსამდე აიწია, წარმოიქმნა 200 კილომეტრიანი ფერფლისა და მტვრის ღრუბელი, რომელიც ჯერ ზემოთ აიტყორცნა (ატმოსფეროდან გავიდა), შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოვიდა და პლანეტას ზემოდან გადაეკრა. ჰაერის ტემპერატურა 1 500 გრადუსამდე ავიდა, ხოლო ხმელეთის ზედაპირი 200 გრადუსამდე გახურდა. ტყეებში ხანძარი გაჩნდა და დედამიწა ცეცხლის ალში გაეხვია. მეტეორიტის ძლიარმა დარტყმამ, ცუნამი გამოიწვია და კონტინენტები წყალმა გადარეცხა. ყველა დაიღუპა, ვისი წონაც 10 კგ-ს აღემატებოდა და დამალვა ვერ მოასწრო. ეს იყო ბოლო დღე დინოზავრების ისტორიაში…

 

image

 

ასე ითვლებოდა აქამდე. მაგრამ, როგორც ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, დედამიწაზე მეტეორიტის ჩამოვარდნის მომენტისთვის, დინოზავრები, თითქმის, აღარც იყვნენ. ხოლო, ზეციური კატაკლიზმი, როგორც ამბობენ, «უკანასკნელი ლურსმანი იყო, კუბოს სახურავზე», ცხოველებისთვის, რომლებიც პლანეტაზე, თითქმის 180 მლნ. წლის მანძილზე ბატონობდნენ…
ასეთი მოულოდნელი ჰიპოთეზა გააჟღერეს ფრანგმა პალეონტოლოგებმა, Nature Communications–ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში. მათ 247 სახეობის დინოზავრის 1600 განამარხებული ნიმუში შეისწავლეს და დინოზავრები, რომლებიც, დაახლოებით, 66−100 მლნ წლის წინ ცხოვრობდნენ, 6 დიდ ჯგუფში გადაანაწილეს. ხოლო შემდეგ, გააანალიზეს, თუ როგორ იცვლებოდნენ ამ ოჯახებში, განსხვავებული სახეობის ცხოველები.

კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ყველა ჯგუფში, ცხოველების რაოდენობის შემცირება 76 მლნ. წლის წინ დაიწუო, ანუ მეტეორიტის ჩამოვარდნამდე, 10 მლნ. წლით ადრე.

ფრანგი მეცნიერების აზრით, დინოზავრების თანდათანობით ამოწყვეტის მიზეზი გლობალური აციება იყო, რომელიც დედამიწაზე 76−80 მლნ. წლის წინ დაიწყო. მაშინ პლანეტის საშუალო ტემპერატურამ, წინა პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 7 გრადუსით დაიწია.

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: