34 წლის შემდეგ, კანის კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება” ბრუნდება

34 წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, კანის რიგით 74-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება” ბრუნდება.

მთავარი ჯილდოს, „ოქროს პალმის რტოს” მოსაპოვებლად წელს მსოფლიოს ყველაზე პრეტიჟულ ფესტივალზე 24 კინოსურათი იბრძვის.

კინოჩვენება ფრანგი რეჟისორის, ლეოს კარაქსის მიუზიკლით, სახელწოდებით Annette გაიხსნა. ფილმში ყველასთვის საყვარელი მსახიობები მარიონ კოტიარი და ადამ დრაივერი მონაწილეობენ.

წელს კანის ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი სახელგანთქმული, ოსკაროსანი რეჟისორი, სპაიკ ლია.

პრესკონფერენციაზე მედიაპლატფორმა Movement-ის ჟურნალისტმა, ანანო ბაკურაძემ თბილისში ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი ქმედებები მოკლედ მიმოიხილა და რეჟისორს საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. სპაიკ ლიმ ქართველ ჟურნალისტს ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და საკონფერენციო დარბაზში მსხდომ მედიის წარმომადგებლებს ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.

კოვიდ-19-ის გამო, უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული. კინოფესტივალის სტუმრებს ჩვენებებზე დასასწრებად, ყოველ 48 საათში PCR ტესტის ჩატარება ან კოვიდსერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ. კანის კინოფესტივალი 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კანის კინოფესტივალი საფრანგეთის ცხელ სანაპიროზე გუშინ ოფიციალურად გაიხსნა.

2 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წითელ ხალიჩაზე მაყურებლისათვის საყვარელი ცნობილი კინოვარსკვლავები გამოჩნდნენ.

მათ კამერების წინ ტრადიციისამებრ, გამორჩეული სამოსით გაიბრწყინეს.

ყველასთვის საყვარელმა მსახიობებმა –  ჯესიკა ჩესტეინმა, მარიონ კოტიარმა და ჰელენ მირენმა არჩევანი სადა და დახვეწილ სამოსზე შეაჩერეს.

სტუმრებს შორის საკუთარი სტილით ბელა ჰადიდიდი და ქენდის სვეინპოლი გამოირჩეოდნენ.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share