მეტი რა გააკეთონ, რანაირად გვითხრან, რა არის მათი არჩევანი! ზედიზედ 2 დღეა ქვეყნის მთავარ მოედანზე წვავენ ევროკავშირის დროშას- ასე ეხმაურება ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გუშინ პარლამენტის წინ რადიკალური ძალების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოგდებასა და დაწვას:
“დროშას როცა კიდებ, ეს ხომ არ არის მხოლოდ ნაჭერი? ეს არის განსაკუთრებული სიმბოლიკა და ემოცია. წარმოიდგინეთ, ორჯერ გიწვავენ ქვეყნის მთავარ მოედანზე დროშა, მეტი რა უნდა გითხრან, რით გაგაგებინონ თუ ვინ არიან ამ დროშის დამკიდებლები. ამაზე მეტის მთქმელი ჩვენთვისაც და მათთვისაც (ევროპისთვის) რა უნდა იყოს?
დროშას როცა დაკიდებ, ის უნდა დაიცვა, თორემ ფერადი ნაჭრები, სადაც გინდა იქ დაკიდონ”-ამბობს მარგველაშვილი