როგორ ებრძოდა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა სააფთიაქო მონოპოლიას მეოცე საუკუნის დასაწყისში

როგორ ებრძოდა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა სააფთიაქო მონოპოლიას მეოცე საუკუნის დასაწყისში და რას წერდა გაზეთ ,,ივერიის,, ოზურგეთელი კორესპონდენტი “ჭინკაი” გაზეთ ,,ივერიის,, 1905 წლის 8 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სატაურით – ,,გურულის წერელები III,, სტატია მოცავს ამავე წლის 4 ოქტომბერს ოზურგეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ორ ეპიზოდს, რომელიც ძალიან საინატერესოა, რადაგანაც იძლევა იმდროინდელი გურიის საზოგადოების მდგომარეობის ნათელ სურათს. კერძოდ სტატიაში საუბარია, როგორ დააკლებინეს ოზურგეთელს აფთიაქარს წამლებზე ფასები და ვინ და როგორ იცავდა მოსახლეობის ინტერესებს გადასახადების აკრეფაში. ჩემი აზრით საქართველოში მე-19-20 საუკუნეში ყველაზე საინტერესო ამბები გურიაში ხდებოდა, ამის შემოქმედი კი ერთი ან ორი კაცი კი არა, არამედ ადგილობრივი საზოგადოების უმეტესი ნაწილი გახლდათ. ეს იყო საზოგადოება, რომელიც წარმოადგენდა ინდივიდუალიზმით გამორჩეული ადამიანების ერთობას და რომლისათვისაც უცხო იყო ,,გათითოკაცება,, და ,,კონფორმიზმი,,. სწრედ ამ საზოგადოებამ 1818-1924 წლებში მოუწყო ექვსი შეირაღებული აჯანყება რუსეთის იმპერიას და ჩოლოქის ნაპირთან შეაჩერა ოსმალეთის იმპერია (ასე ამბობდნენ – ,,ოსმალები იმფერ მდინარესთან გავაჩერეთ მაგრად გამოქცეული კაცი რომ გადაახტებაო,,). სწორედ ამ საზოგადოებამ შექმნა გურიის რესპუბლიკა, სოფლის საზოგადოებები, იმდროისათვის ჰუმანური სასამართლო, ხელი შეუწყო ქალთა ემანსიპაციას, დაიწყო თავისუფალი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების ფორმირება და ა.შ. სტატიის ტექსტი: ,,4 ოქტომბერი ოზურგეთი – ამ რამდენიმე დღის წინათ აქაურ აფთიაქის პატრონს ბ. ვ. ხუნდაძეს, ხალხმა დეპუტაცია მიუგზავნა და მოსთხოვა: ,,ან ფასები დაუკელ წამლებზე ან არა მეორე აფთიაქის დაარსების წინააღმდეგი ნუ იქმნებიო,,. ბ. ხუნდაძემ ამ მოთხოვნაზე, ათას-ნაირ მიხვეულ მოხვეული სიტყვებით უარი სთქვა, რისთვისაც ხალხლმა პირადად ბ. ხუნდაძეს ბოიკოტი გამოუცხადა, რომ ამას მასზედ გავლენა მოეხდინათ და ხსენებულ მოთხოვნილებაზე დაეთანხმებინათ. ამის შემდეგ ხალხში ხმა დადიოდა, რომ ვითომც ხუნდაძეს უარი არაფერზე არ ეთქვას და ხალხი შეცდომაში შეეყვანათ და სხვა. ამასთან თვით ხუნდაძემაც სთხოვა ხალხს, რომ ამ საქმის გამოსარკვევად კომისია დაენიშნოთ. დაინიშნა კომისია, რომელმაც მოახდინა გამოკვლევა და 1 ოქტომბერს და წარუდგინა სახალხო კრებას, რომლიდანაც სჩანს, რომ ბ. ხუნდაძეს ხალხის მოთხოვნილევბაზე ნამდვილად უარი უთქვამს, ხოლო ,,ახლა კი ყველაფერზე თანახმაა,, – დასძინა კომისიამ. რადგან ბ. ხუნდაძე იძულებული შეიქმნა ხალხის მოთხოვნილება დაკმაყოფილებულიყო, კრებამ ბოიკოტი მოხსნა.”

ანტონ გოგიაშვილის ნახატი – 1904 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share