” რუსეთიდან პორტირებული მილიარდერი, რომელიც კრემლის დავალებებს ასრულებს” – ამბობს მხატვარი გია ბუღაძე ბიძინა ივანიშვილზე და 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს აფასებს:
” ქართველობა სულის მდგომარეობააა, მაგრამ სულის საუკეთესო მდგომარეობა. სულის, მისწრაფებების, გონების, გრძნობების, ტოლერანტული, სიკეთით სავსე. სტუმარტმოყვარეობით, მიმღებლობით, ღიაობით, გახსნილობით, აზროვნების უნარით, ეს არი ქართველობა და არა ის სიბნელე, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ. მაგრამ, მის მიღმა დიდი ძალები დგას. ასე მარტივად არ არი საქმე. ის კულმინაცია, რომელიც გამოიხატებოდა იმ ფომით, რომ ჩამოხიეს, დაწვეს კიდეც ევროკავშირის დროშა და თან იცეკვეს… რაღაც ბაკხანალია ჩაატარეს. ევროკავშირის დროშის დაწვა, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რაღაც, ფარული ზრახვები ჰქონდათ. რაღა თქმა უნდა სპეციალურად დაიგეგმა ეს ყველაფერი, დაიგეგემა კრემლისტურ სივრცეებში. კრემლში ახალი მახარაძეები ხომ დღესაც გვყავს? ფილიპე მახარაძე გასული საუკუნის დასაწყისში იყო, მაგრამ ამ საუკუნის დასაწყისშიც გვყავს ასეთი ადამიანები ჩვენდა სამწუხაროდ. მე არასდროს არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ხელისუფლება იყო რუსული ხედვის, რუსული ცნობიერების და რუსული პოლიტიკის, თუ მას პოლიტიკა ქვია. ეხლაც ვფიქრობ, რომ საერთოდ მათი ლიდერი, ანუ ბიძინა, შექმნილია მილიარდელად, ჩამოსულია პირდაპირ აქ, ძალიან შორს გამიზნული მიზნები აქვთ… ინკოგნიტოდ აკეთებდა თითქოს სიკეთეს და მერე აღმოჩნდა რომ გამოკვეთილი მიზნებია და დავალებები ჰქონია. პირველი დღიდან ვიცოდი, რომ რაღაცა უბედურება მზადდებოდა და ზუსტად ის მივიღეთ. გარდა დროშის ჩამოხევისა, საერთოდ ეს ტიპები, ბიძინას ტერარიუმიდან გამოხოხებული არსებები , რომლებმაც აზროვნება უნდა გაგვითიშონ და ვერაფერი დავინახოთ. ესენი დამფრთახლი ვირთხებივით არიან. მათ უნდა ჩაეშალათ გეგმა, ის დიდი პროექტები, რომელიც საქართველოს მართლაც ძალიან დიდი ნაბიჯებს გადაადგმევინებდა. ძალიან მომეწონა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დღევანდელი გამოსვლა, რეალურად მან წერტილი დასვა. ეს არ იყო დიპლომატიური სიტყვა, ეს იყო ნამდვილად ღირსეული ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლის სიტყვა”-ამბობს ბუღაძე.