“ველოდებით ხვალინდელ 12 საათს. ველოდებით ხელისუფლების გადადგომას”,

 – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კანცელარიასთან მიმდინარე აქციის ბოლოს, შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლებას ვადა დღის 12 საათამდე აქვს და თუ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას არ დატოვებენ, პარლამენტთან აქცია 18:00 საათზე ისევ გაიმართება. დღევანდელი დღე იწურება. 12 საათამდე იქნება ვადა, იმ დრომდე, რაც მედიამ და ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას განუსაზღვრა. 12 საათამდე უნდა გადადგეს საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, მისი მეთაური და თან უნდა წაყვეს სუს-ის მეთაური ლილუაშვილი. ეს არის ხალხი, ვინც პასუხისმგებელია შავი ორშაბათის სამარცხვინო დარბევაზე. ვითხოვთ 12 საათამდე სრული შემადგენლობით გადადგომას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ, 18:00 საათზე კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, რეგიონებიდან, კიდევ უფრო მეტი მედია. ვიკრიბებით და ველოდებით გადადგომას, მხოლოდ გადადგომას. ავწიოთ ხელი ჩვენი მშვიდობიანი განზრახვების დასანახებლად. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი,მაგრამ ძალიან გაბრაზებული პროტესტი. აქ, პოლიციის ზურგსუკან დამალული სამარცხვინო ხელისუფლების წინააღმდეგ. ველოდებით ხვალინდელ 12 საათს. ველოდებით ხელისუფლების გადადგომას. ხვალ ყველანი მიტინგზე 6 საათზე რუსთაველზე, – მიმართავს ნიკა გვარამია აქციის მონაწილეებს.
ხელისუფლებას დრო ხვალ 12 საათამდე აქვს-“წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით”
კანცელარიასთან აქცია დასრულდა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share