“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი საწადელის ასრულებისთვის გამოიყენა. საწადელში ნინო წილოსანმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სხდომათა დარბაზში ტრიბუნის დაკავება იგულისხმა.
“რა სამწუხაროა რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი საწადელის 10 წუთით ასრულებისთვის გამოიყენა.
ადამიანები, რომლებმაც არც გლოვა იციან და სიკვდილებს დაეძებენ თავისი მიზნებისთვის ..”, – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, რომ პარლამენტში ამ დრომდე დაძაბულობაა, საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლებს არ უშებენ. “ტვ პრიველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, რომელიც სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. დაპირისპირება იყო ოპოზიციის დეპუტატებსა და “ქართული ოცნების” წევრებს შორისაც.