ქრისტეს ეკლესიას ვერავინ მოერევა. ის არის სიმტკიცის, სიძლიერის, გამარჯვების სიმბოლო… საუკუნეების მანძილზე კიდობანი დამანგრეველ შტორმებს უძლებდა, რადგან მისი მესაჭე უფალი იესოა…
ვერავინ შეარყევს, ვერავინ დაამრაცხებს მას, მაგრამ კონკრეტული სასულიერო პირი თუ აგრესიას და მრისხანებას ქადაგებს, ეს მისი სურვილია… სახარება არავის ასწავლის, შენი მტერი გაანადგურე, დაასწარი და პირველი შენ მოკალიო…
ეს მიდგომა ძველ აღთქმაში იყო… ,,თვალი თვალისა წილ”, ,,კბილი კბილისა წილ”, ახალი აღთქმა, რომელიც უფალმა დააარსა, დაუპირისპირდა ძველ მიდგომებს და უმთავრეს მცნებად სიყვარული გამოაცხადა… გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს მტერი შენიო…
დღეს ვინც უფალს სიტყვით არ გმობს, პრეტენზია აქვს, რომ ჭეშმარიტი მორწმუნეა, მაგრამ მისი საქმეები არაფრით განსხვავდება წარმართისგან…
დიახ, სასულიერო პირებში მეტი სიყვარული, მეტი მიტევება, მეტი ადამიანობა რომ ყოფილიყო, აქამდე არ მოვიდოდით…
ურწმუნო ადამიანმა რომ დააშავოს, მას არ აქვს პრეტენზია, რომ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ საკუთარ თავს ღვთისმსახურს რომ უწოდებ და სიყვარულის წვეთი არ გაგაჩნია, ამას ქვია ქრისტეს მტრობა… ქვის წერტილი!..
პეტრე კოლხი