64 ჩოხატაურელი მასწავლებელი, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია

64 წლის ჩოხატაურელი მასწავლებელი, რომელსაც ბრალი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება დაკავებულია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა, სკოლის შენობაში, საკუთარ მოსწავლეზე, რომელიც აბიტურიენტია სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.

მომხდართან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება უჭირთ სკოლაში და რესურსცენტრში.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ პედაგოგი, მაშინ როცა ფაქტი მოხდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share