წელს გლეხები თხილის მოსავალს სულ მცირე 10 ლარად ჩააბარებენ

საქართველოს რეგიონებში ნედლი თხილის რეალიზაცია დაიწყო. 1 კგ პროდუქტის ფასი ამ ეტაპზე 3-3,50 ლარია, თუმცა სეზონის განმავლობაში იგი რამდენიმეჯერ დაკორექტირდება.

თხილის საპროგნოზი ფასი წელს 9-10 ლარია. როგორც თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, შარშანდელთან შედარებით, მოსავლიანობა გაზრდილია და ხარისხიც უკეთესია, რაც, ძირითადად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დამსახურებაა.

 

,,მეთხილეობაში გარკვეული წარმატება მიღწეულია და ეს შედეგი სეზონის ბოლომდე როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. შარშანდელი მოსავალი ტენიანი იყო უხვი ნალექის გამო. წელს მშრალი ამინდებია და ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა. ხარისხიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა მასიურად რომ ხდებოდეს წამლობა, ბევრად კარგი შედეგი მიიღწევა. არიან ოჯახები, სადაც თხილი სეზონის განმავლობაში საერთოდ არ შეწამლულა. მიუხედავად ამისა, ნორლამური სეზონია, 3-3,50 ლარის ფარგლებში მერყეობს ფასი, რაც საწყისი ეტაპისთვის კარგია. სეზონის ბოლომდე ფასი კიდევ შეიცვლება. ჩვენი პროგნოზით, წელს 3 დოლარზე ნაკლებად თხილი არ უნდა გაიყიდოს. ეს ნიშნავს, რომ გლეხები მოსავალს სულ მცირე, 10 ლარად ჩააბარებენ, ამდენი ღირდა თხილი ფაროსანამდეც, – ამბობს ,,კომერსანტთან“ საუბარში საწარმო ,,ჯეო დემოს“ დირექტორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share