თეა წულუკიანის თქმით, ის არ არის კომპეტენტური, უპასუხოს კითხვებს 5 ივლისს მომხდარ ძალადობის შემთხვევებზე.
“ეს ჩემ კომპეტენციებში არ შედის…” – ამბობს მინისტრი.
ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს იმაზეც, რატომ მოიხსენია პოლიციელები ვიღაცეებად, თუმცა, არც ამ კითხვას უპასუხა.
“ჩემ მეუღლეს მაინც დაანებეთ, ქალებო, თავი.” – თქვა მინისტრმა მანქანაში ჩაჯდომამდე.
შეგახსენებთ, წულუკიანის მეუღლემ, ცოლის დაცვა სცადა და ნიკა მელიას პოსტი უძღვნა.