თვითმმართველობას იმაზე დიდი ისტორია აქვს ვიდრე ამ სფეროს ზოგიერთ „მკვლევარს“ მიაჩნია. ჩემი აზრით საინტერესოა ე.წ. კოლონიური თვითთმართველობები, რომლებიც თავის დროზე ფინიკიელების, ბერძნების და რომალების მთავარი იარაღი იყო უცხო ქვეყნების მოსახლეობის დასამორჩილებლად.
ასეთი თვითთმართველობების ფორმულა ძალიან მარტივი იყო – ტექნოლოგიური და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები უცხო ადგილზე დასამკვიდრებლად ადგილობრივ მოსახლეობას უქმნიდნენ კოლონიური ქალაქის ან დაბის მართვის მენეჯმენტს, ასწავლიდნენ გზის გაყვანას, ხიდების აშენებას, ქალაქმშენებლობას, წყალმომარაგების მოწყობას, უნიშნავდნენ ან არჩევინებდნენ ქალაქის თავებს, ასწავლიდნენ სხვადასხვა ხელობასა და სოფლის მეურნეობის წარმოებას და ა.შ. რის შედეგადაც ღრიბი და განუვითარებელი კოლონიიდან ღებლობდნენ განვითარებულ ეკონომიკურად ძლიერ მხარეს, რომელიც კულტურულად და ეკონომიკურად მთლიანად დამოკიდებული იყო მეტროპოლიაზე. ასეთ შემთხვევაში კი მეტროპოლიისგან კოლონიის მოწყვეტა კოლონიის ეკონომიკური კრახის ტოლფასი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ყველაფერი ამის შედეგად კარგავდა თავის ენას, ტრადიებს, კულტურულ ღირებულეებს, სარწმუნებას და ა.შ. ამის შედეგად ფორმირდებოდა ახალი ადგილობრივი ადგილობრივი საზოგადოება, ახალი მრწამსით, რომელსაც ჰქონდა ეკონომიკური და კულტურული მოტივაცია მჭიდროდ დაეკავშირებინა თავისი ქვეყანა და ხალხი მეტროპოლიისთან. მოკლედ კოლონიების ასეთი თვთმმართველობის პირობებში დასამორჩილებლად საჭირო აღარ იყო გაუთავებელი ომები და კოლონიური მართვისგან შემოსავალსაც მეტს ღებულობდნენ. ოღონდ ეს იყო პირველ ეტაპზე, შემდგომში კი ასეთი თვითთმართველობა მეტროპოლიების სერიოზული თავსატეხი ხდებოდა, განსაკუთრებით კი კონკურენტი მეტროპოლიების ჩარევის შედეგად.
ასეთივე ფორმის იყო რუსეთის იმპერიის პერიოდში საქართველოში შექმნილი ქალაქების თვითთმართველობები და სოფლის საზოგადოებები, რომელთა შემადგენლობაში თანამედროვე ქართული თვითმმართველობებისაგან განსხვავებით შედიოდნენ ნასწავლი, განათლებული და რაც მთავარია თვითკმარი ადამიანები, რომელთაც საკუთარი ოჯახების რჩენა თვითთმართველობის ბიუჯეტის გარეშეც შეეძლოთ, რასაც სამწუხაროდ დღეს ნაკლებად შეხვდებით ჩვენებურ თვითთმართველობაში.
გასაგებია ის, რომ კოლონიური თვითმმართველობა ექსპნსიის ერთგვარი იარაღია, მაგრამ ერთი შეხედვით გაუგებარია რასთან გვაქვს საქმე საქართველოში დღეს არსებულ „ეროვნული“ თვითთმართველობის შემყურე, რომელიც დღეის მდგომარეობით გადაქცეულია სპეციალური კომპეტენციის ორგანოების თანამშრომლების დასაქმებისა და დაფინანსების წყაროდ, რის შედეგადაც რეალურად ამ სფეროში სამოქალაქო თვითმმართველობა დავკარგეთ და მივიღეთ იატაქვეშეთის ნახევრად გასამხედროებული და ნახევრად პარტიული ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი დანიშნულება არსებული ხელისუფლების შენარჩუნებაა.
თანამედროვე (ისევე როგორც ადრინდელისაც) თვითმართველობის ერთერთი მთავრი პირნციპი გახლავთ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების მხრიდან თავიანთი უფლებამოსილების შესრულება უსასყიდლოდ ამასთანავე კანონში ეწერა, რომ საკრებულოს წევრს საქმიანობა ისე უნდა განხორციელებინა, რომ არ მოწყვეტილიყვნენ თავიანთ ძირითად საქმიანობას. ამის მთავარი არსი ის არის, რომ საკრებულოს წევრები თავიანთ მეზობლებსა და თანამოქალაქეებს რამდენიმე ნორმატიული აქტის წაკითხვასა და ხელის აწევა დაწევაში ფულს არ უნდა ახდევინებდნენ.
ჩემი აზრით ამ მხრივ გადამწყვეტი აღმოჩნდა 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები, რომლის შემდეგ თვითმმართველობაში არჩეულმა სოფლის დეპუტატების უდიდესმა ნაწილმა აღმოაჩინა რა, რომ მათ არანაირი ხელფასი და შემოსავალი არ ექნებოდათ, საერთოდ უარი თქვა თავიანთი უფლებამოსილების შესრულებაზე. ამით დამფრთხალმა ხელისუფლებამ ეს საკითხი გადაწყვიტა ე.წ. უფლებამოსილების ხარჯის მიცემით, რასაც შემდეგში დაემატა არაფრის მაქნისი ფრაქციების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების შტატები, ასევე ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა საკრებულოს ოჯახის წვრების დასაქმება ე.წ. აიპებში, ყველაფერმა ამან კი ოთხმაგად გაზარდა ისედაც ღარიბი მოსახლეობის საბიუჯეტო ტვირთი, რის სანაცვლოდაც მოსახლეობა ვერ ღებულობს იმას რაც თვითმმართველობისაგან უნდა მიიღოს.
ყველაფერი ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ არცერთ ხელისუფლებას „მოსვლის“ შემდეგ „წასვლა“ აღარ უნდა და თვითთმართველობა ძირითადად გადაქცეულია სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო აქტივისტების პანსიონატანად, სადაც ისინი არჩევნებიდან არჩევნებამდე ისვენებენ, სწორედ ამის გამო ჩვენებური თვითმმართველობა დღეს გახლავთ ქვეყნის განვითარების უპირველესი შემაფერხებელი ფაქტორი და ასეთ თვითმმართველობას ჯობია საერთოდ არ გვქონდეს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.