ერთ-ერთს ხელში უკავია უცნაური ფორმის იარაღი, ეს გახლავთ ლაზური მახვილი, რომელსაც ასევე უწოდებენ ლაზურ დანას (Laz Bıçak) და შავი ზღვის იატაგანს (karadeniz yatagan) მისი თურქულ იატაგანთან მსგავსების გამო. იარაღის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ ლაზები და პონტოელი ბერძნები.
ლაზურ მახვილს აქვს ორმაგი ნახევრად რკალისებული ერთმანეთის საპირისპირო მოხრა, მოხრილობა ზოგ შემთვევაში ძალიან დიდია, რაც ისედაც უცნაური ფორმის იარაღს კიდევ უფრო უცნაურს ხდის.
მახვილის პირს ორივე მხარეს ღარი. აქვს ხის ტარი, რომელიც ბოლოვდება ორი რქისებრი შვერილები. როგორც წესი მისი სიგრძე 85-90 სანტიმეტრია.
ქარქაში კეთდება ხისაგან, რომელიც მახვილის ორმაგი მოხრის შედეგად ძალიან ფართე გახლავთ. ასეთი ფორმის იარაღის მოხმარას ძალიან დიდი ოსტატობა სჭირდებოდა, მიიჩნევენ რომ ლაზური მახვილი ძირითადად საზღვაო ბრძოლისა და რეწვისას გამოიყენებოდა. როგორც ფოტოდან ჩანს იარაღი გურიაშიც იყო, როგორც მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ლაზებს გურულების წინაპრებად არცთუ ისე უსაფუძვლოდ თვლის, მაგალითად გურული ჩაცმულობა, ხანჯალი და სხვა შეიარაღება პრაქტიკულად ლაზურის იდენტურია, ისევე როგორც გურიაში არსებული ბევრი წესჩვეულება, ტოპონიმიკა დ კუთხური კილოკავის თავისებურებების განმსაზღვრელი სიტყვების უმრავლესობა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
ფოტოზე შეირაღებული გურულები მე-20 საუკუნის დასაწყისი.