პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
“როცა პატარა ქვეყანა ხარ დიდი ისტორიით და კიდევ უფრო დიდი ამბიციებით, გასაგებია რომ ჩვეულებრივზე მეტად გიხარია, როცა შენი ქვეყნის ჰიმნი მთელი მსოფლიოს გასაგონად ისმის.
როცა ამ ისტორიის მიუხედავად დღეს ყველაფერში ჩასვრილი ხარ როგორც სახელმწიფო, გასაგებია რომ ნებისმიერ სფეროში წარმატება ერთგვარი მალამოა შენი პატივმოყვარეობისთვის – მერე რა რომ აქ არც შენი და არც სახელმწიფოს დამსახურებაა არაა და ეს წარმატება მხოლოდ კონკრეტულმა პიროვნებამ მოგიტანა.
მაგრამ
ვერ ვიგებ, რატომ ვაცხადებთ ეროვნულ გმირად საკუთარ პროფესიაში წარმატებულ, თუნდაც ძალიან წარმატებულ ადამიანებს, სპორტსმენი იქნება, რეჟისორი, მუსიკოსი თუ ვინც არ უნდა იყოს.
ვერ ვიგებ, რატომ ვამუნათებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ცალკეული პიროვნული წარმატებები სახელმწიფო ზეიმის რანგში არ აჰყავთ, მით უმეტეს რომ არსებობს მწარე გამოცდილება თუ როგორ იყენებს შემდეგ ასეთ ადამიანებს ხელისუფლება საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ.
ვერ ვიგებ რატომ არ შეგვიძლია ადეკვატურად გაგვიხარდეს ვინმეს წარმატება, ისე რომ არც არავინ ვადიდოთ და არც არავინ ვლანძღოთ.
ყველა პროფესიონალს ვულოცავ წარმატებას თავის სფეროში და ვუსურვებ საკუთარი საქმისადმი ერთგულებას, ღირსების შენარჩუნებას ბოლომდე და ძალას, იმ ძალას, რომელიც არ მისცემს არავის იმის საშუალებას რომ მისი წარმატება მდაბალი მიზნებისთვის გამოიყენოს.
ესაა მთავარი თორემ ნიჭი? როგორც ჩემი ფაინა დეიდა იტყოდა, ნიჭი მუწუკივითაა და შეიძლება ტრაკზეც ამოვიდეს.
კარგი დღე ყველას”
alia.ge