ცოლები, შვილები და ახლო ნათესავები – დიდი ნეპოტიზმი ცესკო-ში

„ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციაში კლანურ სისტემას ქმნის,“ – განაცხადა დღეს, 24 აგვისტოს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა,  თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ნეპოტისტური შემთხვევები გამოავლინეს.

„ხელისუფლება კლანურ სისტემას ქმნის საარჩევნო ადმინისტრაციაში. ნათესაურ-მეგობრული კავშირებით მოხდა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. შესწავლილ იქნა დანიშვნების პროცესი საქართველოს მასშტაბით: საოლქო -საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები დაინიშნა 8 შემთხვევაში. საჯარო სამსახურების თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების ნათესაურ კავშირში მყოფი პირები დაინიშნა 13 შემთხვევაში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მაგალითისთვის, საბურთალოს საოლქო კომისიის თავმჯდომარის შვილი, ხატია ლაჩაშვილი, გლდანის მე-10 საოლქო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ამავე კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ჭაბუკ ჭაბუკიანის ცოლი სოფიო სილაგაძე კომისიის  მდივანი გახდა.

 

 

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დასაქმებულია კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ზირაქაშვილის ოჯახის წევრი  მაია მედულაშვილი,  ასეთივე შემთხვევაა კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share