ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. ერთ-ერთს საყევარიშვილს მოსამართლემ 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა, ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო მოსამართლემ და ასევე, მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა, გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.