ქართველ მამაკაცს 56 წლის ქალის მკვლელობა ედებოდა ბრალად, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ორი დღის წინ მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგობარმა მამაკაცმა ის საცხოვრებელ სახლში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბერძენმა სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ქალაქის სხვა უბანში დააკავეს.
მამაკაცმა წინასწარი დაკავების იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
alia.ge