“ზოგიერთ სკოლაში ვაქცინირებულია პედაგოგთა 60%…ვფიქრობთ,რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში სწავლა უნდა დაიწყოს”-გაბუნია

ზოგიერთ სკოლაში ვაქცინირებულია პედაგოგთა 60%. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი შექმნის კარგ გარემოს, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში სწავლა დაიწყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა.

გაბუნიას თქმით, ბოლო დღეების ტენდენცია არის კეთილსაიმედო. მისი შეფასებით ინფიცირების კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის მაჩვენებელი პედაგოგებში კარგია, თუმცა უნდა გააქტიურდნენ სტუდენტებიც. „კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არაა მაღალი. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია რომ პედაგოგებთან ერთად საუნვერსიტეტო გარემოში გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share