როგორც “გურიის მოამბეს” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აცანა-მამათი-აკეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ურუშაძემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, კახა ურუშაძეზე რამდენიმე დღეა მმართელი პარტიის, “ქართული ოცნების” მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა.
კახა ურუშაძეს, მისი ძმის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის დაკავებით ემუქრებოდნენ.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ამის გამო, კახა ურუშაძე იძულებული გახდა, საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა “ქართული ოცნების“, ემზარ თევდორაძის სასარგებლოდ.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა კახა ურუშაძეს, რომელმაც შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
“არავის სასარგებლოდ კანდიდატურა არ მომიხსნია, უბრალოდ გადავიფიქრე და მეტი არაფერი. არ შევხვედრივარ არავის და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა” – აცხადებს ურუშაძე.