1921 წლის 16 სექტემბერს საქართვერლოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა პრეზიდიუმმა მოსკოვიდან მიღებული დირექტივის საფუძელზე შექმნა განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილები ეგრედწოდებული „ჩონი“ (части особого назначения (ЧОН)), ჩონის ერთი ბატალიონი 41 კაცის შემადგენლობით ოზურგეთში გადმოიყვანეს, რომლის დანიშნულებაც გურიის „დაწყნარება“გახლდათ. ოზურგეთის ჩონის ხელმძღვანელებად იაკინთე ქილიფთარი და ალექსანდრე (საშა) ობოლაძე დაინიშნენ. ჩონის მოქმედებებმა გურიაში სერიოზულად დაძაბა სიტუაცია და 1922 წლის შემოდგომა მენშევიკურ ოზურგეთში ბოლშევიკებისათვის ძალიან მძიმედ დაიწყო.
სიტუაცია ბოლშევიკებისათვის იმდენად მძიმე გახლდათ, რომ მისი ადგილზე შესწავლის მიზნით ოზურგეთში სერგო ორჯონიკიძე და ვანო სტურუა ჩამოვიდა. ორჯონიკიძე ოზურგეთის აღმასკომის სხდომაზე დიდი მოხსენებით გამოვიდა და მოითხოვა სასწრაფოდ დაწყებულიყო უმკაცრესი ზომების გატარება და ნებისმიერი წინააღმდეგობის გამწევი პირის სასტიკად დასჯილიყო.
1922 წლის 26 დეკემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური პრეზიდიუმმა ოზუგეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე განიხილა საკითხი „ოზურგეთში ბანდიტიზმთან მებრძოლი ხუთეულების მუშაობის შესახებ“ საკითხი («О работе боевых пятерок, борющихся с бандитизмом в Озургетском уезде») პრეზიდუმმის გადაწყვეტილებით ყველა ხუთეულის განკარგულებაში გადავიდა 500 მილიციონერი.
ამის შემდეგ დაიწყო საშინელი რეპრესიები გურიაში, რომლის მსგავსი მანამდე არ ენახა გურიას. ეწყობოდა „მავნე ელემენტების“ სახალხო საჩვენებელი დახვრეტები, შურისძიების მიზნით ადგილი ჰქონდა ადამაინების მასობრივ დახვრეტებსაც, მაგალითად საშა ობოლაძის მკველელობას მოყვა 13 ადამიანის დახვრეტა კვაჭალათზე, ამის შემდეგ კვლავ მოეწყო მასობრივი დახვრეტა ოზურგეთის მახლობლად „ტოლაბაკურში“ (ზვანი) სადაც სამოცამდე ადამიანი დახვრიტეს, დახვრეტილთან უმეტესობას მასწავლებელები გახლდათ. გურიაში რეპრესიები მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც გარძელდა.
თითქმის 35 წლიანმა პერმანენტულმა რეპრესიებმა და უმძიმესმა სისხლიანმა ანგარიშწორებებმა მთლიანად შეიცვალა გურიის სოციალური, კულტურული და საზოგადოებრივი მდგომარეობა, სწორედ ამ რეპრესიების შედეგად ჩაბარდა წარსულს – იარაღ-შემართული, პოლიტიკურად განათლებული, თავისუფლებისათვის მებრძოლი, ერთმანეთისადმი სოლიდარული გურულის სტერეოტიპი.
ფოტოზე – ბახმაროს მახლობლად ოზურგეთის ჩეკას ერთერთი ოპრაციის დამთავრების შემდეგ, წამოწოლილი ოზურგეთელი მილიციონერები იაკინთე ქილიფთარის ხელმძღვანელობით (1934 წელი);
სურათზე იაკინთე ქილიფთარი და მისი რაზმის წევრები.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა