პირბადეს მოქალაქეების მხოლოდ 43% ატარებს, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა კი სულ უფრო მცირდება

საქართელოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9 000-ს უახლოვდება – მხოლოდ გასული დღეღამის განმავლობაში პანდემიამ კიდევ 30 სიცოცხლე შეიწირა.

ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1 132-ია. არსებობს კიდევ სხვა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს რომ ამ მძიმე შედეგების მიუხედავად საზოგადოება რეკომენდაციებს მაინც არ იცავს.

მაგალითად პირბადეს მოქალაქეების მხოლოდ 43 % ატარებს. ეს იმ ფონზე რომ ქვეყნაში დაბალია ვაქცინაციის ტემპიც, ეპიდემიოლოგები კი მეხუთე ტალღისთვის ემზადებიან.

იმუნიზაციის სტიმულირების გეგმას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მომდევნო სააკორინაციო საბჭოს სხომაზე წარადგენს, რომლეიც მიხედვით ოქტომრის ბოლომდე 3 400 000 ვაქცინა უნდა იყოს გაკეთებული

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share