“საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან” – მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან

დღეს  ნიკა გვარამიამ საპატიმროდან ექსპრეზიდენტის რამდენიმე წერილი გამოიტანა და გაასაჯაროვა, მათ შორის – ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

სააკაშვილი წერს, რომ “საქართველოს გათავისუფლება ისევ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს”:

“მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის შეუცდომლად შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი.

საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share