ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“უნდა ვაღიარო-არც მიშას ჩამოსვლის მჯეროდა და არც ამდენ ხალხს ველოდი დღეს თავისუფლების მოედანზე)))).,,ქართულო ოცნებავ,,- აი, ეს მოახერხეთ თქვენ, თქვენი მმართველობით, ხალხის მტრებად გამოცხადებით, ჩვენი გარიყვით გაღმა ნაპირზე, ჟურნალისტების დასისხლიანებით, ზეწოლებით, დაშინებებით, პოლიტიკური პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი,,ქვეყნის ჭაობად ქცევით, ბრეჟნევისდროინდელი ტიპის უძრაობის ხანით, ადამიანების დატერორებით. თავისუფალ ადამიანებთან ომით ,უიმედობის დათესვით და რაც მთავარია,დასავლეთის ორბიტიდან ქვეყნის ასე დაშორებით….მართლა აღარ მეგონა, ამდენ ადამიანს თუ ვნახავდი თავისუფლების მოედანზე”, – წერს გრიგოლია.