აჭარის მთავრობა ნასაკირალში “ოცნების” დასახმარებლად პოლიციელებს აგზავნის

“არჩევნების მეორე ტურისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მეზობელი, აჭარის რეგიონიდან, უამრავი პოლიციელი გადაისროლეს. მათი მიზანი მმართველი პარტიისათვის მხარდაჭერა და მათი კანდიდატის გამარჯვებაა, შიძლება ითქვას, ნასაკირალში თითო “ხმაზე” ერთი პოლიციელი მოდის”

ამ განცხადებას, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბში აკეთებენ.

“ქართული ოცნების” კანდიდატთან გადაღებულ ფოტოს, სადაც მონიშნულია აჭარის შსს მაღალჩინოსანი რომან ქამადაძე. ავრცელებს უკრაინაში მოასპარეზე “ბრძოლა წესების გარეშე” მებრძოლი მირო ვანაძე.

როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბში აცხადებენ, ქამადაძე ნასაკირალში სამსახურეობრივი მანქანით მოძრაობს და ოპოზიციურ ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებს.

ცნობისათვის: 30 ოქტომბრერს, ოზურგეთელები მერს აირჩევენ.

მეორე ტურში ერთმანეთს, მმართველი პარტიიდან, ავთანდილ თალაკვაძე და დამოუკიდებელი – კონსტანტინე შარაშენიძე დაუპირისპირდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share