ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში მოკრივეთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ქართულმა დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა და სამივე სხვა და სხვა სინჯის.
ჩემპიონი ლაშა გაგნიძემ (63,5კგ) გახდა, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი საჯაიას (54), რომელმაც მხოლოდ ფინალური ბრძოლა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ასევე ერთი ბრძოლა წააგო, მაგრამ ბრინჯაოს მედლით დაასრულა ტურნირო გიორგი ჟორჟოლიანმა (71), ვინაც ნახევარფინალი დათმო. კრივის წესებით კი, ორივე ნახევარფინალში წაგებული ბრინჯაოს მედალოსანი ხდება.