ამოქოლილი ფანჯრები და გამკაცრებული კონტროლი – ციხის ადმინისტრაციამ სააკაშვილს განსაკუთრებული შეზღუდვები დაუწესა

ენმ-ს წევრის კობა ნაყოფიას თქმით, ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს სხვადასხვა შეზღუდვებს ეტაპობრივად უწესებენ. სატელეფონო ზარების შემდეგ მას ახლა წერილების გაგზავნის საშუალებაც შეეზღუდა. გარდა ამისა, ყველა ფანჯარა ამოქოლეს, რათა გარედან მისი დანახვა შეუძლებელი იყოს:

“დღეს არის ახალი ნოუ-ჰაუ, დამხვდა ახალი ამბვი, ამით უნდა დაგვეწყო ალბატ, იცით კარგად რომ, მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ვერსად ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, ყველა ფანჯარა შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც კამერამ ვერ ნახოს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

დღევანდელი ამბავი არის ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. პირდაპირ როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, მე პირადად რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა ალბათ რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share