წინასწარი მონაცემებით ოზურგეთის მერობის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა-ავთანდილ თალაკვაძემ გაიმარჯვა.
ამ დროისათვის ხმების დათვლა 12 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს, თუმცა თალაკვაძის უპირატესობამ კონკურენტთან 2 000 ხმას გადააჭარბა, რისი აღმოფხვრაც თეორიულად შესაძლებელია დარჩენილი ხმების ხარჯზე, თუმცა პრაქტიკულად ნაკლებადმოსალოდნელი.
ცესკოს მონაცემებით ავთანდილ ტალაკვაძეს ამ წუთისათვის 56% აქვს, ხოლო კოტე შარაშენიძეს 44%;