ინგლისურის გრამატიკის წიგნის 19 წლის ლანჩხუთელი ავტორი ალექსანდრე ლომაძე და მისი სამომავლო გეგმები

ლანნჩხუთის მკვიდრი, 19 წლის ალექსანდრე ლომაძე გახლავთ ავტორი ახლად შექმნილი ინგლისურის გრამატიკისა – Gრამმარ Pრომოტერ.  ფრიად ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე წამოიწყო. ალექსანდრე ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზიის კურსდამდავრებულია და ამჟამად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ამბობს, მისი შრომის შედეგი, უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე  დასაწყისში წა­რმოედგინა. გთავაზობთ ინტერვიუს ამ საინტერესო ახა­ლგ­აზ­რ­და­სთან.

_ რატომ გადაწყვიტე, რომ ეს სახელმძღვანელო შეგექმნა?

_ მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პე­რიოდში მოგვიწია ონლაინ რე­ჟიმში სწავლა. თუმცა ერთი სემესტრის განმავლობაში მომიხდა უნივ­ერს­ი­ტე­­ტში ყოფნა. საკმაოდ აქტიურად ვი­ყავი სტუდენტურ ცხოვ­რებაში ჩაბ­მუ­ლი, მონაწილეობას ვიღებდი სხვა­დასხვა კონფერენცი­ებში. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდანვე არ მქონდა მხედველო­ბაში წიგნის დაწერა, ბო­ლო წლის განმავლობაში, როცა ასე ონლაინ ვიყავით სახლში გამო­კე­ტი­ლები, მქო­ნდა თავისუფალი დრო, რო­მელ­იც გამოვიყენე მაქსიმალურად სას­არგებლოდ და დავიწყე მუ­შაობა ამ წიგნზე, ზუსტად ერთი წლის თავზე მოვრჩი მუშაო­ბას. ტე­ქნიკურად ჩე­მი ჩარე­ვით გა­ვა­ფ­ორმე, რო­დესაც პროფესო­რებს გა­დავ­უგზავნე წიგნი, მათ ისეთი განწყობა ჰქო­ნ­დათ, რომ გაოცებული და გა­კვირ­ვებული იყვნენ, ვინ­აიდან უნივერსიტეტში მხო­­ლოდ მეორე შემ­თხვევა იყო და­ფი­ქსი­რე­ბული, რო­დე­­საც სტუდენტი წერს  სახელ­მძღვა­ნე­ლ­ოს.
_ რთული არ არის ეს ყვე­­ლაფერი სტუდენ­ტობას­თან ერთად?
_ ჯერ კიდევ დიდი შრო­მაა წინ, სახ­ელ­მძღ­ვანელოს გა­მ­ო­ცე­მა ასე მარტივი არ ჩანს,  ერთია  შრომა ჩავდე და ვე­ცა­დე მაქსიმალურად ყოფილიყო ყველანაირ თან­ამედროვე მოთხ­ოვ­ნებ­თან შესა­ბამისი. ახლა და­რჩა, რომ სა­ხელმძღვანელოს გრი­ფი მიე­ნიჭ­ოს, შემდეგ გამოიცეს, რაც ფინა­ნსებთან, დიდ დროსთან, ენერგი­ასთან არის დაკავშირებული და ვე­ც­დები, რომ მაქსიმალურად იმ შედ­ეგზე გავიდე, რაც თავიდან მქონდა და­სახული. ვერ ვიტყვი, რომ მარტო წიგნით უნდა შემოვფარგლულიყავი, მქონდა სხვა იდეაც, თუმცა შეზ­ღუ­დული ფინანსების გამო, ამ შემ­თხ­ვევაში ვერ შევძელი სრულად და­მე­კ­მა­ყოფილებინა ჩემი მოთხოვნა.
_ ასეთი რა მოთხოვნა გქონდა?
_ წიგნთან დაკავშირებით მქონდა კი­დევ ერთი იდეა – ონლაინ რეს­ურსი, სადაც შევქმნიდი ვებსა­იტს, რომელზედაც იქნებოდა იგივე აქ­ტი­ვობები, რაც წიგნშია მოცემული და ნებისმიერი შემსწავლელი  შეძ­ლე­ბ­­და ონლაინ გაკეთებას, თუმცა ამ ეტაპისთვის მთავარი ისაა, რომ წი­გნი მზა ფორმაშია, შემდეგ გამო­ცემებში კიდევ ახალი მასალა დაემატება, დაემატება რესურსები და ა.შ.
_ გრიფირებას რა დრო სჭი­რდება?
_უნივერსი­ტე­ტ­ში საკმაოდ ხა­ნ­­გრძლივი პრო­­ცე­დურაა, რა­დგან მე რო­ცა გა­და­ვუგ­ზავ­ნე პროფესო­რ­ებს, მი­თხრეს, წიგნს აქვს იმის პო­ტენ­ცი­ალი, რომ უნი­ვერს­იტეტში დაიდოს სა­ხ­ე­ლ­მძ­ღ­ვან­ელოდ, პირველ­კუ­რსე­ლ­ები­სა­თვის   და ასევე სპეციალობა (მა­ინ­ო­რი) ინ­გ­ლისურ ფილოლოგიაზე, ერთ-ერთ ძირითად ლიტერატურად. რაც შეეხება გრიფს, დროში იწელება ეს პროცედურა, იმიტომ რომ, რეცენზენტები სჭირდება, საკმაოდ დიდი და­კვირვება უნდა, რომ სა­ხელმ­ძღვა­ნელოდ მიიღონ, ისე ზოგ­ადად მაქვს ახლაც შესაძ­ლებ­ლობა, რომ სტა­მბაში მივიტანო თვი­თონ მიანიჭონ გრიფი და დავბეჭდო შესა­ბამისად.
-სახელმძღვანელო  სტუდენტე­ბი­ს­­თვის არის თუ აბიტურიენტების­ათვის?
– სტუდენტებისთვის არ მქონ­და თავიდან განზრახული, ძირითადად აქცენტი აბიტურიენტებზე მქონდა, ვინაიდან ვერ ვხედავდი მსგავს სა­ხელმძღვანელოს ამ სფეროში, შე­საბამისად ჩემი მიზანი იყო აბიტურიენტები და ზოგადად ენის შემ­სწავლელი მოზარდი, თუმცა რადგან აქვს წიგნს ეს პოტენცი­ალი, ბუნებრივია, უკან არ დავიხევ და ვეცდები მაქსიმალურს, რაგორც არ უნდა დასჭირდეს ამას, რომ იგი უნივე­რსიტეტშიც იყოს ხელმისაწვდომი.
_ ენის ცოდნის რა დონიდან  შე­იძლება  შესწავლა  შენს მიერ შე­ქმ­ნილი სახელმძღვანელოთი, თუ ნე­ბისმიერ დონიდან  შეიძლება მისი გა­მოყენება?
_ ენაში სულ 6 დონეა, კატეგო­რიებს აღარ ჩამოვთვლი, შესა­ბა­მი­სად ყოველი დონიდან არის მოც­ემუ­ლი მასალა ამომწურავად, თითო­ეული დონისთვის მაქვს გათვლილი და  დალაგებულია თემები მარტივიდან შედარებით რთულისაკენ, სავა­რჯი­შოებიც ამ პრინციპითაა მოცემ­ული  და შესაბამისად ნებისმიერ კუ­რსზე შეიძლება გამოიყენებოდეს.
_ გარკვეულწილად პანდემიის დამსახურებაც ხომ არ არის ეს ამბავი, ბიზნესის ადმინისტრირებიდან ენის შემსწავლელი სახელ­მძღვანელოს შექმნამდე?
_ მთლად ასეც არაა, სტუდენტობის დასაწყისიდანვე მეორე სემეს­ტრიდანვე დავიწყე მუშაობა ჩემი პრო­ფესიით, ერთი წელი ვმუშაობდი უცხოური ფირმისთვის, ინგლისურ ენაზე ვწერდი სამი ქვეყნის ვებსაიტზე ბლოგებს ბიზნესთან და­კავშირებით, ასევე მქონდა დოკუმენტაციის ოფიციალურად თარ­გმნის, უცხოელ კლიენტებთან კონტაქტისა და ადგილობრივ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაყიდვების წარმართვის ვალდებულება. ეს სამსახური დასრულებული არ მქონდა, როცა მეორე სამსახურიც ავიღე, ისიც ონლაინ,  ერთ-ერთ ცე­ნ­ტრში ვმუშაობდი ინგლისურის მა­ს­წავლებლად, ერთი წლის თავზე გად­ავწყვიტე, რომ საკუთარი ცენტრი გამეხსნა ონლაინ.
_ ინგლისურ ენაში შენი პირ­ველი მასწავლებელი ვინ იყო ?
_ ჩემი პირველი მასწავლებელი ვერიკო ურუშაძე იყო, ვისთანაც ვემზადებოდი და ვისთანაც ვისწ­ავლე ინგლისური.
_ შენი სამომავლო გეგმები როგორია?
_ პირველი არის ის, რომ გა­ცვლით პროგრამებში მინდოდა მონაწილეობის მიღება და თავიდან რატომაც ეს უნივერსიტეტი ავი­რჩიე, ჩემი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მიმეღო მონაწილეობა გა­ცვლით პროგრამებში, თუმცა პანდემიური მდგომარეობის გამო ბევრმა ქვეყანამ შეწყვიტა დაფინანსება, შარშან მივიღე მონაწილეობა, თუმცა ბოლოს უარი ვთქვი. ორი უნივერსიტეტიდან მომივიდა მოწვევა: ერთი იყო საბერძნეთის, მეორე ბულგა­რეთის. ქვეყნები არ შეესაბამებოდა ჩემს მოთხოვნებს და უარი ვთქვი ბოლოს. წელსაც გავედი კონკურში, სადაც არ იყო ფართო არჩევანი, ისეთი უნივერსიტეტები იყო, სადაც ერთმანეთს არ ემთხვეოდა ჩვენი სასწავლო კურსები და აზრი არ ჰქონდა სასწავლებლად წასვლას სხვა პროფესიას ვეღარ ვისწავლიდი.
_ ანუ ელოდები ახალ შემ­ოთავაზებას?
_ როცა იქნება შემოთავაზება ბუნებრივია, ენა მაძლევს მაგის შესაძლებლობას, გამოწვევები მიყვარს, სიახლეებიც მიყვარს. ასე რომ, არ იქნება პრობლემა.
მაქვს სამომავლოდ იდეები, რომ ბათუმში გავხსნა ცენტრი, მაგრამ ეს საკმაო ფინანსებთანაა დაკა­ვშირებული, საჭიროა შესაბა­მისი ტექნიკა.
ერთ-ერთმა პროფესორმა აღნი­შნა, რომ ძალიან მომწონს თქვენი გადმოცემის ხერხიო. წიგნში მო­ტანილია ისეთი აქტივობები, რო­მელიც უფრო გასაგებს ხდის და უფრო მარტივია აღქმისათვის და შესაბამისად დამეხმარა ტექნოლო­გიებთან სიახლოე ამ ყველაფერში, რომ იგი ყოფილიყო ადვილად აღ­ქმადი და არ ყოფილიყო რაღაც შაბლონური სტანდარტული და ა.შ. გარეკანზეც, დიზაინზეც და ტე­ქსტზეც მე ვიმუშავე. არავის და­ხმარება არ მქონია ჯერ-ჯე­რობით. უბრალოდ რედაქტორებს გადავუგზავნე. ვერიკო ურუშაძე იქნება ერთ-ერთი რედაქტორი, ბა­თუმის უნივერსიტეტიდან იქნება კიდევ ერთი ლექტორი, ამჟამად მჭირდება რეცენზენტები, რომლებმაც უარი მითხრეს ჯერ-ჯე­რ­ობ­ით, მაგრამ ახლა ვაპირებ, რომ რექტორს მივმართო და შესაბამის სამსახურებს თავად დაავალებს. დი­დი იმედი მაქვს, რომ იქნება დადებითი რეაგირება.
_ რას ეტყვი დღევანდელ ახალგაზრდებს?
_ ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად იყვნენ ტექნოლოგიებთან ახლოს, არ ვგულისხმობ თამაშებს გართობას და ა.შ.
ესაუბრა მაია კუკულაძე

hodaara.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share