სახალხო დამცველმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. ლომჯარია აცხადებს, რომ სააკაშვილმა იცოდა რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში.
”მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა დაგაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისად, საკუთარი ნებით დასთანხმდა აღნიშნულს.
ჩვენ N12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ N18 დაწესებულებაში, ასეთი რამ არ არსებობს. ის ამბობს, რომ მან ზეპირად იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან თქვა, რომ მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს N18 დაწესებულებაში.
უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა მის დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა, ჩემთვის არ დაუდასტურებია მას, რომ სხეულზე ეტყობა დაზიანებები და რაც შემეძლო, რომ დამენახა, ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები. თუმცა, სჯობს, რომ ექიმმა დაათვალიერეს.”- განაცხადა ლომჯარიამ.