“საქართველო ევროკავშირს ცუდად მოექცა და ეს არაა ის, რასაც ბრიუსელში მსუბუქად მიიღებენ”- აცხადებს, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და კორპორაცია „რანდის“ მკვლევარი, უილიამ კორტნი ყურადღებას ქართული მხარის მიერ ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევის არასათანადო დაფასებაზე ამახვილებს
”საქართველომ უარი თქვა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პერსონალურ ძალისხმევაზე. ვფიქრობ, საერთაშორისო პერსპექტივიდან, საქართველოსთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებააა. ამის მნიშვნელობის გადაჭარბებაც კი შეუძლებელია
კორტნი განმარტავს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი პარტნიორია, რომლის განაწყენებაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურება.
პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იჩენს ხოლმე თავს, პოლიტიკა ხშირადაა წინააღმდეგობრივი და ეს არც საქართველოსთვისაა მოულოდნელი. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ევროკავშირს ცუდად მოექცა და ეს არაა ის, რასაც ბრიუსელში მსუბუქად მიიღებენ. ევროკავშირის ქვეყნებმა ბლოკში საქართველოს წევრობას მხარი ერთხმად უნდა დაუჭირონ. ზოგიერთი ეს ქვეყანა კი იმედგაცრუებული იქნება იმით, თუ როგორ მოექცა საქართველო ევროკავშირს. ეს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო კრიზისია”- აცხადებს კორტნი.
წყარო : ამერიკის ხმა